ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა გუშინ, 24 აგვისტოს ამხანაგური მატჩები გამართეს
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა გუშინ, 24 აგვისტოს ამხანაგური მატჩები გამართეს. სლოვენიამ ლიტვა დაამარცხა, ხოლო რუსეთი თელ ავივში ისრაელთან დამარცხდა.

თელ ავივში მყოფმა რუსეთის ნაკრებმა პოლონეთის გაჭირვებით დამარცხების შემდეგ მასპინძელ ისრაელთან 10 ქულის სხვაობით - 79:89 წააგო. ისრაელს საქართველოს ნაკრები ბოლო 2 კვირაში ორჯერ შეხვდა. თავდაპირველად, 13 აგვისტოს ჰოლანდიურ ოთხთა ტურნირზე, ისრაელმა იგორ კოკოშკოვის გუნდს 77:72 მოუგო, თუმცა ქართველებმა 3 დღეში თბილისში რევანში აუღეს ებრაელებს - 97:91.

სწორედ თბილისში 6 ქულით დამარცხებულმა ისრაელმა მოუგო ანდრეი კირილენკოიან რუსეთს. მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ (20:20) დასრულდა, მეორე კი მასპინძლებმა 23:18 მოიგეს. შესვენების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. რუსებმა ვერაფერი დაუპირისპირეს გამართულად მოთამაშე ებრაელებს და დარჩენილი 2 მეოთხედიც მასპინძლებმა მოიგეს - 24:22 და 22:19 შესაბამისად.

ებრაელებს ულიდერა ლიორ ელიაჰუმ, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. თბილისური მატჩის ბომბარდირმა გაი პნინმა, რომელმაც ქართველებს 7 სამქულიანი ჩაუგდო, რუსებთან მხოლოდ 4 შორი სროლის მითვლა მოახერხა და 17 ქულას დასჯერდა. რაც შეეხებათ რუსებს, მათ კირილენკომ 29 ქულით ულიდერა. უკანახაზელ სერგეი ბიკოვს 11 ქულა დაუგროვდა, ვიქტორ ხრიაპასა და ტიმოფეი მოზგოვს 9 და 6 - შესაბამისად.

ლიტვას მორიგი საკონტროლო მატჩი ვილნიუსში საქართველოსთან აქვს, მანამდე კი სტუმრად ლიუბლიანაში სლოვენიას დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 80:66 დასრულდა.

პირველი მეოთხედი სლოვენიელებმა 26:12 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდეს - 52:33. ამის შემდეგ მასპინძლებმა თავს მოდუნების საშუალება მისცეს, თუმც ლიტველებს საბოლოოდ მაინც იოლად მოუგეს.

"ჩვენ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით - დაცვაში. საკმაოდ კონცენტრირებული იყო თითოეული მოთამაშე, რაც იმ შრომის შედეგია, რაც მოსამზადებელ პერიოდში გავწიეთ. ჩვენი გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და დღევანდელმა მატჩმა ეს ყველასთვის ცხადი გახადა" - განაცვადა მატჩის შემდეგ სლოვენიელთა ბომბარდირმა ერაზმ ლორბეკმა.

ამხანაგური მატჩი. თელ ავივი. 24 აგვისტო

ისრაელი 89:79 რუსეთი

20:20 23:18 24:22 22:19

ისრაელი: ელიაჰუ 27, პნინი 17, ჰალპერინი 13, ბლუ 10

რუსეთი: კირილენკო 29, ბიკოვი 11, ხრიაპა 9, მოზგოვი 6

ამხანაგური მატჩი. ლიუბლიანა. 24 აგვისტო

სლოვენია 80:66 ლიტვა

26:12 26:21 10:13 18:20

სლოვენია: ლაკოვიჩი 10, სმოდიში 5, უდრიჰი 1, გ. დრაგიჩი 8, იაგოდნიკი 6, ბეგიჩი 7, ლორბეკი 13, მურიჩი 2, ოზბოლტი 10, ზ.დრაგიჩი 6, შლოკარი 12, რუპნიკი

ლიტვა: კაუკენასი 9, დელინინკაიტისი 8, ონგაილა 6, იასაიტისი 5, იასიკევიჩუსი 2, პეტრავიჩუსი 15, იავტოკასი 4, ვალანჩიუნასი 7, ფოციუსი 1, იანკუნასი 9, ლუკაუსკისი

gbf.ge

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე