"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მილანში SDA Bocconi-ს მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

მან თავისი გუნდის სტადიონს "ნაგავსაყრელი" უწოდა და აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლება ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერია.

"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია. იგივე ვთქვი, როდესაც ჩვენს მწვრთნელად ანჩელოტი დაინიშნა. პსჟ იმავე ქირას იხდის თავისი სტადიონისთვის, რასაც ჩვენ, მაგრამ მათ სრული ექსკლუზიურობა აქვთ და წელიწადში 100 მილიონ ევროს შოულობენ.

ჩვენ მხოლოდ სამი დღით გვაქვს წვდომა: მატჩის დაწყებამდე, მატჩის დროს და მატჩის შემდეგ. ეს არის ძველი სტადიონი, სპორტული ბილიკით და თხრილით, რომელიც ჩვენი გულშემატკივრებისგან შორს გვაკავებს.

აქაური ხელისუფლება ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ არსებობს 25 მილიონი პოტენციური ამომრჩეველი, რომელთაც ეს სპორტი აინტერესებთ", - თქვა დე ლაურენტისმა.

დიტო
ნაგავსაყრელის სტატუსი თუ აქვს, ეგეც რამეთ ღირს. აბა ჯიბეში ხელის ჩაყოფა შენ არ გინდა და მუქთად არავინ შემოგივა გუნდში კარგი ფეხბურთელი. იმ კარგ ფეხბურთელს გულშემატკივარიც მოყვება და იმას კიდე ფული..ამიტომ იყოს ნაგავსაყრელი ეგეც სიკეთეა მოსახლეობის ნაგვის ნარჩენებისთვის. 🤣
ვაჟა
მე აქ ნაპოლის პრეზიდენტზე დავწერე, რომ ის არის უძლიერესი მენეჯერი,რაც საქმით დაამტკიცა. ასე არაა? შენ აქ ქოცური პოლიტიკა მომიყევი. ლოგიკა სადაა? გავიგე ბატონო რო ქოცებს ხოტბას ასხამ. შენთვის არაფერი ღირებულებები არ არსებობს. უცხო შენთვის ევროპული ცივილიზაცია,ადამიანის უფლებები, სასამართლო და ა.შ.ვითომ კარგად ხედავ მთავრობის შეცდომებაც არა? ეს იმიტომ დაწერე რომ ქოცობა არ დაგაბრალონ? კორუფცია (ყელამდე) აზალგაზრდების ტერორი ამას ვერ ხედავ? რუსეთის კარნახით რომ იმართება ქვეყანა ესეც ტყუილია არა. ომს გადაგარჩინეს არა და აწი აღარ გათხოვდები ხომ. რა ბედნიერები ყოფილყართ. ყართ!

დაბალბიუჯეტიანი ფეხბურთელებითო!რამდენი აქვთ ხელფასი ახალ ფეხბურთელებს და რას აძლევდა ხვიჩას,ან რა მოითხოვა ზელინსკისგან?ან გულშემატკივრებისაგან ვარჯიშზე დასაწრები ბილეთების ყიდვა არ დააწესა?ან რამდენს უხდის კონტეს და რამდენს იღებდა და რატომ წამოვიდა სპალეტი,მისი ინტერვიუ არ გინახავს?რაც შეეხება სტადიონებს,ჯერ მხოლოდ თბილისში,მიშამ 11 სტადიონი დაანგრია,მესხის საფეხბურთო სკოლა,ავტოსადგომად გაყიდა,ბათუმის სტადიონი,როცა იქ მოვხვდი,მუშები მინვრის საფარს ჩვეულებრივ არემონტებდნენ,ორი კვირის შემდეგ კი,წავიკითხე,რომ სტადიონი დაანგრიეს და სამ წელიწადში ახალი აშენდებაო.ჯერ ააშენე და ძველი მერე დაანგრიე,ის ხომ სხვა ადგილზე უნდა აშენებულიყო,არა?ეგ ამბავი,2006 წელს იყო,მგონი ზუსტად მახსოვს,სტადიონის აშენებაზე აღარავის უფიქრია,ბათუმი უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დაშლის პირას იყო.სწორედ ასეთი მიდგომის გამო იყო,საქართველოს ნაკრები,128 ადგილამდე რომ დაეშვა,რეიტინგში.სტადიონების გარეშე,სად უნდა გაზრდილიყო ფეხბურთელი?მაგას სპორტის აკადემიის გაუქმებაც დაამატე,სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობების,მათ შორის ფეხბურთის მწვრთნელების მომზადებაც ხდებოდა და გასაგები გახდება,რა დამოკიდებულება ჰქონდა იმ მთავრობას ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მიმართ.ამ მთავრობამ ბათუმის სტადიონიც ააშენა,თბილისის რამდენიმე სკოლა თუ სტადიონიც გამოისყიდა და სხვა მოედნებიც ააშენა.იმდენი თანამედროვე სტადიონი ააშენა,იქ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატიც კი ჩაატარა,თანაც დიდი წარმატებით.ასევე ხდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც და შენ ფიქრობ,რომ ფეხბურთის ფედერაციის დამსახურება აქ არაფერშია?სხვა თუ არაფერი,პარლამენტის წევრია და სპორტის ლობირებას,რა თქმა უნდა ფეხბურთის ჩათვლით სწორედ სპორტსმნენები აკეთებენ.თბილისში სპორტის ოლიმპიური სასახლე ააშენეს,საერთაშორისო სტანდარტების საციგურაო დარბაზი ააშენეს,ასევე თელავში,დიდი სპორტული დარბაზი აშენდა,სადაც ამ ზაფხულს გოგონა ხელბურთელების ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა,რაგბის სტადიონი ააშენეს.სხვა ქალაქებშიც ზოგან აშენდა,ზოგან კი შენდება დარბაზები,მოედნები,სპორტული სკოლები.რაც იმათ დაანგრიეს,ესენი ხელახლა აშენებენ და ახალსაც ამატებენ.თუ დანახვა არ გინდა,შენი ნებაა,მაგრამ სხვას ნუ აბრალებ,სხვების უვარგისობას.არა ვარ მეოცნებე,მაგრამ რასაც აკეთებენ,კარგიც უნდა დაინახო და ცუდიც.მნიშვნელობა არა აქვს,ნაცი იქნება,ქოცი თუ ნებისმიერ სხვა პარტიის მოქმედება.ამას წინათ,ფეისბუკზე შემხვდა სტატია,ოცნების დროს,საქართველოში 1200 სკოლაა დახურულიო.არ დავიზარე და მოვიძიე ინფორმაცია.ნაცები რომ მოვიდნენ,სკოლების რაოდენობა 3000 ზე მეტი ყოფილა საქართველოში,როცა წავიდნენ,მაშინ კი,2000 ზე ცოტა მეტი.ესე იგი,1000სკოლამდე დახურეს ნაცებმა. 2024 წლის მონაცემებით,ზუსტად იმდენი სკოლაა საქართველოში,რამდენიც 2012 წელს,ანუ ოცნების მოსვლის შემდეგ.ოცნების დროს,არც ერთი სკოლა არ დახურულა!ვინ და რისთვის ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას?როგორ გგონია ოცნება გაავრცელებდა?კობიაშვილიც და იაშვილიც ძალიან დიდხანს თამაშობდნენ გერმანიაში,კარიერის დასრულების შემდეგ კი,იქვე გააგრძელეს მუშაობა და სხვა ვინ გეგულება ევროპული გამოცდილების ფეხბურთის სპეციალისტი საქართველოში?აირჩიეს ეგენი და 128 ადგილიდან,68 ადგილამდე ამოვიწიეთ.სწორედ ამ მთავრობის მიერ აშენებულ სტადიონებზე, მოედნებზე და ფეხბურთის აკადემიებში გაიზარდნენ ის ბიჭები,ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გაიყვანეს.სწორედ ნაცების ტელევიზიები იყვნენ.ანტისანაკრებო კამპანიის სათავეში რომ იდგნენ და ფეხბურთელებს ქვეყნის მოღალატეებად შერაცხავდნენ,კვარას კოვიდი რომ გამოაჩნდა,ვინ ატეხა ერთი უბედურება და დედის გინებაც კი მიდიოდა ხვიჩას მისამართით,რუსეთშია ამიტომ მოღალატეაო,დაგავიწყდა?ან პატრიარქთან სურათი რატომ გადაიღო და მასთან რატომ მივიდაო!ან ოლიმპიადაზე გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ,მაშინდელ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან,რომელიც თვითმფრინავთან დახვდა მისალოცად,სურათი რატომ გადაიღო,მაგ ნაძირალასთან და ხელი რატომ ჩამოართვაო,რა აღარ აკადრეს,დაგავიწყდა?!მე არ დამვიწყებია!დღეს უკვე პრეზიდენტობის ვადაგასულ ზურაბიშვილს,თქვენ უძახით კანონიერ პრეზიდენტს.რა დღეს აღარ არის ნაძირალა?ნაძირალა შეიძლება გახდე,მაგრამ ნაძირალა კარგ კაცად ვეღარ გადაიქცევა. ნაძირალას რომ ლიდერად დაიყენებ და თან რომ იცი,ის ნაძირალაა,შენ ვინ გამოდიხარ?ეგრე არ არის თაყაო!ოცნების ცუდს კარგად ვხედავ,მაგრამ როცა ქვეყნის დამაქცევარი ნაცი,თავის გაფუჭებულს,სხვას,თუნდაც მეოცნებეს აბრალებს,არც გავჩუმდები და არც მოვუთმენ.თუ რაიმეში ვინმე არ მეთანხმება და საამისო არგუმენტი აქვს,შევეცდები ჩემი არგუმენტით ჩემი დებულება გავამართლო,თუ მისი არგუმენტი უფრო ღირებული აღმოჩნდება,პოზიციის შეცვლა და აღიარებაც არ მიჭირს,მაგრამ შეურაცხყოფას არავისგან ავიტან,მით უფრო,როცა სიმართლე მის მხარეს არაა.არავის,არასოდეს მივმართავ უპატივცემულოდ,თუ ის ნორმალურად იქცევა და სხვებს პატივს სცემს,მაგრამ უზრდელობას,მათ შორის შენსასაც,შესაფერის პასუხს გავცემ.
ვაჟა
ნუ ბოდავ ერთი თუ კაცი ხარ. მართალს ამბობს რასაც ამბობს. შედეგს ვერ დაუწუნებს როგორ ბოღმისგანაც არ უნდა გასკდე. იმ წელს თუ არა მომდევნო წელს დაბალბიუჯეტიანი ფეხბურთელებით ისევ ჩემპიონი გახადა გუნდი. ამას დანახვა უნდა. თუმცა შენ კობიაშვილიც მოგწონს და რა გასაკვირია ასეთი პოსტი არ მოგეწონოს? სტადიონებს აშენებსო კობი და მიშა ანგრევდაო ამბობდი. სად ნახე კობიაშვილის აშენებული სტადიონი
rigiti
თქვენ მეორადი! ახალ სტადიონს ააშენებს მალე ნეაპოლი და ძველი წამოიღეთ

ნაპოლი ჩემპიონი რომ გახდა,ახალი სტადიონის ასაშენებლად ფულს აგროვებდა და ფეხბურთელებს ხელფასის დაკლებას სთხოვდა,გუნდის ვარჯიშებზე დასასწრებად კი,გულშემატკივრებს ფულის გადახდა მოსთხოვა.ხვიჩა,ზელინსკი და ოსიმენი ხომ გააქცია და მეორე წელს რა შედეგი მიღო,ეგეც ხომ ვნახეთ.ეტყობა ვერც გულშემატკივრებისაგან მიიღო მხარდაჭერა,სტადიონის ასაშნებელი ფული ვერ მოაგროვა და ახლა ქალაქისაგან ითხოვს,ახალ სტადიონს.
ეუფ
ამას დინამო არ უნახია)))
ქუთაისის უქიმერიონის ფან-კლუბიდან
ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ დონ ლაურენტის
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
მაგნეს აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
პსჟ იაპონიის ნაკრების მეკარის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება
"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"ან გაახანგრძლივებ, ან წახვალ" - მადრიდის "რეალმა" ვინისიუს ჟუნიორს ულტიმატუმი წაუყენა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
პსჟ "კვარას" პოზიციაზე 21 წლის ტალანტს ყიდულობს
მუდრიკის დისკვალიფიკაცია გაუქმდა - უკრაინელს ყველა ბრალდება მოეხსნა და მოედანს დაუბრუნდება
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ირაოლამ მომავალი სეზონისთვის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] "აუცილებლად უნდა გაიყიდოს" - "ლივერპულის" ფეხბურთელის ქმედება, რის გამოც ქომაგები მოთამაშის გაყიდვას ითხოვენ
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
2 მილიარდი "ნაპოლის" სანაცვლოდ - დახარბდება დე ლაურენტისი შეთავაზებას?
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...