პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები უპირარესობას ფლობდნენ, მეცხრე წუთზე კონატეს შეცდომის შედეგად დოკუ მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, კონტაქტისას წაიქცა, მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი დანიშნა, თუმცა გიორგიმ ჰოლანის დარტყმული ბურთი მოიგერია. 2023 წლიდან ევროპის ტოპ 5-ლიგებში მამარდაშვილზე მეტი (6) თერთმეტმეტრიანი არც ერთ მეკარეს მოუგერიებია. შემდეგ ქართველმა დოკუს არ გაატანინა, მაგრამ „სიტიმ“ ჰოლანის თავურით (კონატესგან რიკოშეტით) მაინც მოახერხა დაწინაურება. მერე ვან დეიკმა ბურთს თავით დონარუმას კარში მიუჩინა ადგილი და გოლი რობერტსონის თამაშგარეში ყოფნის გამო არ ჩაითვალა. კომპენსირებულ დროში „ქალაქელებმა“ ისევ რიკოშეტით გაიტანეს - თავი გონსალესმა გამოიჩინა, რომლის დარტყმული ბურთი ვან დეიკს მოხვდა.

მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და კვლავ „სიტიმ“ გამოიყენა შანსი, როდესაც აქტიურმა დოკუმ შორიდან დაამწუხრა „წითლები“. „ლივერპულის“ იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და ლოგიკური მარცხი განიცადა.

„ლივერპული“ 18 ქულით მერვე ადგილზეა და 22 ნოემბერს „ნოტინგემს“ უმასპინძლებს, ხოლო „სიტი“ 22 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

მანჩესტერ სიტი - ლივერპული 3:0

გოლები: 1:0 ჰოლანი (29), 2:0 გონსალესი (45+3), 3:0 დოკუ (63)

გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანი (13, მანჩესტერ სიტი)

შპს ტატულიკა და ბუდი
პენალტი არ იყო მაინც დასადები, ცდილობდა ფეხის მორიდებას და დომინანტურად მოიგერია მამარდამ! იმედია მოუმატებს, თორე ლივერპული ძაან ცუდ ფორმაშია, რაც მამარდაზეც აისახება.
თემური
კი გაუშვა სამი გოლი, მაგრამ არც ერთი მისი ბრალი არ იყო! ამასობაში მამარდამ კარგი გამოცდილება მიიღო, რომელიც მალე კარგადაც გამოადგება! წარმატებები მამარდას!
პეტუხი კრიშტიანუ
რეალთან თითქმის დანიშნული პენალტი არ დაუდეს ლივერპულს,მცველი ხელის დამალვას ცდილობდაო,გუშინაც ცდილობდა მამარდაშვილი ფეხის მორიდებას და გოლოც ჩასათვლელი იყო!სიმართლე რომ ვთქვათ სიტიმ დამსახურებულად მოიგო,სლოტი გასაშვებია,თან სასწრაფოდ!
Gogi
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ მამარდა არაა ჯერ მზად ამ დონეზე სათამაშოდ. ფეხით თამაშს რომ თავი დავანებოთ არც სხვა კომპონენტებში იყო ბოლო თამაშებში დამაჯერებელი. ალბათ აჯობებდა შარშანდელი სეზონი ვალენსიის ნაცვლად ინგლისში ყოფილიყო იჯარით - შეეჩვეოდა, ალღოს აუღებდა. უჭირს ასეთი ინტენსივობის თამაშებში.
llcl
მამარდას გაშვებულ გოლებში ვერ დაადანაშაულებ, პენალტიც აიღო, მაგრამ გამოსვლებში აქვს მოსამატებელი და მჯერა მოუმატებს და დახვეწავს, შემდეგ კი მართლაც სტაბილურად დიდ ხანს იქნება მსოფლიოს საუკეთესო 5 მეკარეში! ლივერპული კი ძალიან არადამაჯერებელია, არნე სლოტს გაუმართლა შარშან, გვარდიოლას პირველი დიდი ჩავარდნა ჰქონდა კარიერაში, არსენალსაც ბევრი ტრავმირებული ჰყავდა, ინერციით კლოპის დაქოქილი გუნდი შეხვდა, ეხლა კი ახლები იყიდა და ვერ გაერკვა ვინ სად უნდა დაყენოს, ის კი არა ძველები და სტაბილურებიც არია
ვასო 67
გიორგის დღე არ იყო, სამივეჯერ არ გაუმართლა… ლივერპული დაიჩაგრა მსაჯების მხრიდანაც, პენალტიც საეჭვო იყო და ვან დაიკის გოლიც ჩასათვლელი… თუმცა სიტი უკეთესი იყო
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით