ლიგა 1-ის მეთორმეტე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ლიონი“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, პირველი მომენტიც შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი მეილიუმ თავით კარს გადააცილა. შემდეგ ზაირ-ემერი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დალაშქრა გრეიფის კარი. თუმცა, მალე მორეირამ ანგარიში გაათანაბრა. 33-ე წუთზე ვიტინიამ ტესმანს ბურთი აართვა, ხვიჩა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი პირველი გოლია. საპასუხო შეტევისას „ლიონს“ შეეძლო თანაფარდობის კიდევ ერთხელ აღდგენა, მაგრამ ტალიაფიკომ ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფი კონტრიერიშისას პარიზელთა დაცვა ჩავარდა და მეიტლენდ-ნაილზმა ერთი შეხებით ბურთი კარიდან გამოსულ შევალიეს თავზე გადაუგდო. აქედან მოყოლებული „ლიონი“ დაცვაში ჩადგა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „კვარა“ რამუშით შეცვალა, კომპენსირებულ დროში კი ნევეშმა თავურით პსჟ-ს გამარჯვება მოუტანა.

პსჟ-ს 27 ქულით ლიდერია და 23 ნოემბერს „ჰავრს“ უმასპინძლებს.

ლიონი. „პარკ ოლიმპიკი“

ლიონი - პსჟ 2:3

გოლები: 0:1 ზაირ-ემერი (26), 1:1 მორეირა (30), 1:2 კვარაცხელია (33), 2:2 მეიტლენდ-ნაილზი (50), 3:2 ნევეში (90+5)

გაძევება: ტალიაფიკო (90+3, ლიონი)

პსჟს,ლივერპულს და ბარსელონას,ერთი საერთო პრობლემა აქვს.ძალიან მაღლა აწეული დაცვით თამაშობენ,მეტოქეებმა ეს უკვე იციან და ამის საწინააღმდეგოდ,როგორც კი ბურთს დაეუფლებიან,პირდაპირ დაცვის სურგს უკან უშვებენ პასს.ძალიან სწრაფი თავდამსხმელები მცველებს ასწრებენ და გოლები გააქვთ.ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ,დაცვა ძალიან სწრაფი და სწრაფად მოაზროვნე უნდა იყოს,რათა იგრძნოს,ბურთის დაკარგვის მომენტი და ან შემტევები დატოვოს თამაშგარეში,ან კიდევ უკან დაიხიოს და თავისუფალი სივრცეები დროზე გადაკეტოს.ამ თამაშში,თითქმის ცენტრის ხაზთან აწეულმა დაცვამ,მაინც ვერ შეძლო,ხაზის დაცვა და თამაშგარეს შექმნა და ორივე გოლი ასე მიიღო.შარშანდელ პსჟს სისწრაფეები,აგრესიული პრესინგი და სათამაშო დისციპლინა ჰყოფნიდა,საფრთხეების ასაცილებლად.ამ სეზონში ვეღარც თვითონ აქვთ შარშანდელი სისწრაფეები,მეტოქეებიც უკვე მზად არიან და ამიტომ, გაცილებით მეტ საფრთხეს იღებენ,საკუთარ კართან.ამ თამაშში, გოლების საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშვნამაც გამაკვირვა.გასული საუკუნის 60-იანი წლებამდე იყო,გოლის გატანას ხელის ჩამორთმევით და თავზე ხელის მოთათუნებით რომ ულოცავდნენ,ერთმანეთს.იცით?ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.ზომიერება ყველაფერს უხდება.
იკა
ზაირ ემერეის გოლიც მაგარი იყო. ლიონიდან ნაილზიმაც მაგარი შეაგდო.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება