ესპანეთის ჩემპიონატში მცირე სენსაცია მოხდა, რომლის შემოქმედიც ბექა ბურჯანაძის გუნდია. ლიგის ლიდერმა "ვალენსიამ", რომელსაც აქამდე ხუთიდან ყველა გამარჯვება ჰქონდა, სტუმრად ხუთივე წაგების მქონესა და ბოლო ადგილზე მყოფ "გრანადასთან" წააგო. ბოლო გუნდმა მოუგო პირველზე მყოფს და ამაში ქართველმა ფორვარდმაც მცირე წვლილი შეიტანა.

შეხვედრა "გრანადას" გამარჯვებით – 85:79 დასრულდა, ლომის წილი ლუკა ბოჟიჩის გახლავთ. ხორვატმა ლეგიონერმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ბექა ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ არასრულ 10 წუთში 4 ქულა დააგროვა.

ამ მარცხის შემდეგ "ვალენსია" 5 მოგებითა და 1 წაგებით ცხრილის სათავეში 3 გუნდს – "რეალს", " მურსიასა" და გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" შეუერთდა. "გრანადა" კი ლიდერთა სარკისებური შედეგით (1 მოგება, 5 მარცხი) "ბურგოსთან" ერთად ბოლო ადგილებს იყოფს.

დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა ასევე "ხირონასა" და "ბარსელონას" მატჩში. თორნიკე შენგელიას გუნდმა სტუმრად 18 ქულის სხვაობით – 78:96 წააგო, რის შემდეგაც კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ხოან პენაროია თანამდებობას დაემშვიდობა.

შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 15:27 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. "ბარსელონას" 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 მოგება აქვს და ცხრილში მე-11 ადგილზეა.

GBF.GE

ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში