საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში "ლიონმა" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან მთავარმა არბიტრმა ბენუა ბასტიენმა ბევრი საკამათო გადაწყვეტილება პარიზელთა სასარგებლოდ მიიღო, რასაც შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ოლიმპიკის" წარმომადგენლების უკამყოფილება მოჰყვა.

განხილვის საგანი რამდენიმე ეპიზოდია. ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას გოლის მომენტი, როდესაც ვიტინიასა და ტანერ ტესმანის ორთაბრძოლისას მსაჯმა პორტუგალიელი არ დააჯარიმა.

"ლიონი" ასევე დავობს ეპიზოდზე, როდესაც პსჟ-ის საჯარიმოში ლისა და ტალიაფიკოს შეჯახებისას, პენალტი არ დაინიშნა. კიდევ ერთი დაუნიშნავი თერთმეტმეტრიანის ეპიზოდი ილია ზაბარნის ხელით თამაშის მომენტია.

ყველაფერი ამის აკორდი კი მატჩის დამატებულ დროში ნიკოლას ტალიაფიკოს გაძევება იყო, რის მერეც ლუის ენრიკეს გუნდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღნიშნულ მატჩს სოციალურ ქსელში "ლიონის" ლეგენდა ალექსანდრ ლაკაზეტი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა: "11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის".

"ლიონის" მწვრთნელის პაულო ფონსეკას თანაშემწე ხორხე მასიელი უფრო შორს წავიდა და მანაც აღნიშნულ დაპირისპირებას საკმაოდ მწვავე შეფასება მისცა.

"პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდია, მათ მოედანზე 16 მოთამაშე არ სჭირდებათ და თანაც VAR-საც კი არ ვთვლი", - თქვა მასიელიმ.

შეხვედრა შეაფასა "ლიონის" ტექნიკურმა დირექტორმა მატიე ლუი-ჟანმა, რომელმაც ბასტიენის მსაჯობას კატასტროფული უწოდა და აღნიშნა, რომ მისმა კლუბმა შესანიშნავად ითამაშა.

ჟორა ოსნაბრიუკელი
ახალი არაფერია,მსაჯები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დიდი,ტიტულოვანი გუნდების მიმართ მიმხრობით,სიმპათიით!
ახალი ამბავი
კარგია, რომ ვიღაცამ მაინც ამოიღო ხმა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება