"სამგურალის" ოფიციალური გვერდი სასიხარულო ამბავს აქვეყნებს - წყალტუბოურ კლუბს მალე ახალი სტადიონი და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ექნება.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აშენდება უეფა-ს III კატეგორიის შესაბამისი, 6 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი, თანამედროვე დიზაინის სტადიონი...

აი, რას წერს "სამგურალის" ოფიციალური გვერდი:

"პროექტი უკვე დამტკიცებულია, ხოლო მშენებლობა (პროექტირების შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი) 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყება. საერთო ჯამში სტადიონის მშენდებლობაზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"წყალტუბო არენა" - ახლანდელი 26 მაისის სახელობის სტადიონის ადგილზე აშენდება. სტადიონის პროექტის დამტკიცების პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა წყალტუბოს "სამგურალის" პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა.

მისი აქტიური ჩართულობისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს დაინტერესება და პროექტის განხორციელების მხარდაჭერა.

მიხეილ იაშვილის ინიციატივამ და ქალაქის ხელმძღვანელობის ჩართულობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ წყალტუბომ მოიპოვა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენების შესაძლებლობა - პროექტი, რომელიც არა მხოლოდ კლუბის, არამედ მთელი რეგიონის სპორტული განვითარების ახალ ეტაპად იქცევა.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არქიტექტურულმა კომპანია Studio 9-მ გაიმარჯვა.

პროექტის მიხედვით სტადიონზე მოეწყობა ძირითადი საფეხბურთო მოედანი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურით, ხელოვნური მოედანი მოყვარული ფეხბურთელებისთვის, ასევე მრავალი დამატებითი სივრცე, რომლებიც სპორტულ და დასასვენებელ აქტივობებს შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა კომერციულ და საზოგადოებრივ ზონებს. გარდა ამისა, სტადიონის ტერიტორიაზე გაკეთდება პადელის კორტები, ტრენაჟორების დარბაზი, სარბენი ბილიკი აღმართით, ღია სავარჯიშო სივრცე და თანამედროვე საბავშვო გასართობი მოედანი (60x40).

სტადიონის შიდა და გარე სივრცეები უეფა-ს რეგლამენტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და ტექნიკურად სრულყოფილ გარემოს როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მაყურებლებისთვის.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ელემენტი, რომელიც განსაზღვრულია დოკუმენტით - UEFA Stadium Infrastructure Regulations (2025).

მათ შორისაა მოთამაშეთა, ოფიციალური პირებისა და მედიისთვის განკუთვნილი სივრცეები, თანამედროვე სანიტარიული კვანძები, კვების ობიექტები და ტურნიკეტები.

სტადიონი აღიჭურვება უეფა-ს მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო და ანტიდოპინგური ინფრასტრუქტურით, ხოლო ტრიბუნები და ევაკუაციის გზები შემუშავებულია Green Guide (6th edition)-ის პრინციპების შესაბამისად.

მთავარი მოედანი იქნება სტანდარტული ზომის - 105x68 მ, შესაბამისი ტექნიკური ზონებითა და თანამედროვე LED მონიტორებით. პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა მედიისა და მაუწყებლობის სივრცეების ოპტიმიზაცია.

სტადიონი აღიჭურვება სპეციალური შესასვლელებით, პრესისა და ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი სამუშაო ზონებით, პრესკონფერენციის დარბაზით, გარე ტექნიკური ზონით და UEFA Lighting Guide (2023) სტანდარტების შესაბამისი განათებით, რაც უზრუნველყოფს HD მაუწყებლობისთვის საჭირო პირობებს.

VIP ზონები დაიგეგმა მრავალფუნქციური გამოყენების მიზნით - როგორც მატჩების დღეებში, ისე სხვა სახის ღონისძიებებისთვის.

სტადიონი იქცევა ქალაქის ახალი განვითარების სიმბოლოდ - სივრცედ, რომელიც აერთიანებს სპორტს, არქიტექტურასა და საზოგადოების აქტიურ ცხოვრებას.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სტადიონი შეესაბამება უეფა-ს III კატეგორიის მოთხოვნებს, მისი ინფრასტრუქტურა ადაპტირებადია IV კატეგორიის სტანდარტამდე. ეს შესაძლებლობას შექმნის, რომ წყალტუბომ მომავალში უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩებსა და ღონისძიებებს უმასპინძლოს.

ასე რომ, პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი სტადიონი წყალტუბოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მრავალფუნქციურ სივრცედ იქცევა", - ვკითხულობთ "სამგურალის" გვერდზე.

ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ახალი სტადიონი გაზრდის კლუბის სპორტულ ამბიციას იმ დონემდე, რომ ეროვნულ ლიგაში მუდმივად მაღალი ადგილებისთვის, თვით ჩემპიონობისთვისაც კი იბრძოლოს, რათა მერე წყალტუბო ევროტურნირების რუკაზეც გამოჩნდეს.

tngh
მეცოდები...
სოფლის შენებას რა უნდა?
კარგია რას ვერჩით? ბიუჯეტის ფულებია ასათვისებელი. ტენდერების ატკატებია გადასანაწილებელი. ხუმრობაა ამდენი საქმე ფედერაციაში? ინფრასტრუქტურას მიგვიხედე კობი. აგერ 2 ქვეყანას ხომ ვასწრებთ რეიტინგში და რა გინდათ სხვა? 😁
მალხაზ ჯობავა
მე მგონი ესენი “ ოცნება “ მომავალ წელს ნამდვილად არჩევნებს ატარებს. ვაი თქვენ წყალტუბოელებს და ვუი კიდე ზუგდიდელებს, ახალი აშენებულ სტადიონისთვის.
Დინამოელი
Ოოო, საინტერესოა. Ამბობენ, ცუდი ფული არ იჭრება სტადიონის "მშენებლობაზეო". Რაღაც ასეთი ბუნდოვნად მახსოვს ზუგდიდის შემთხვევაში. Აბა თქვენ იცით.
Lelo
Სწორედ რეგიონებში წარმატების გასაღები აქედან უნდა წამოვიდნენ ტალანტები კარგია წყალტუბოში ასეთი სტადიონი რადგან ტრადიციული საფეხბურთო ქალაქია, ასევე ტრადიციული ქალაქები არიან ზუგდიდი, სენაკი, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი, სამტრედია, ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე, ამ ქალაქებშიც თუ კარგი ინფრასტრუქტურა გაკეთდება და კარგი გუნდებიც ეყოლებათ ბევრად ძლიერი იქნება ნაკრებიც რადგან ამ ჩამოთვლილ ქალაქებში ტალანტების რა დალევის მაგალითად ახალი კვარაცხელიები და ჯანო ანანიძეები გამოჩნდებიან იმ წამსვე, უბრალო შესაბამისი ხელშეწყობა და ყურადღება ჭირდება ამ ქალაქებს.
გია
ზუგდიდის სტადიონივით თუ არ გააკეთეს
კაი მაყუთიც მოტყდება))
ჩორჩანადან დაიწყეთ სტადიონები))
ლავაშ ოღლის
ფილარმონია რად გინდა?ქურდების და ბულბულების ადგილი,ციხეშია.
ბერდიას
როცა იმდენი და ის ხალხი იცხოვრებს,ყოველ სპექტაკლზე დარბაზს რომ შეავსებს.
Shota
ZugdidShi ukve "gvakvs" stadioni...
ბერდია
გუდამაყარში ოპერისა და ბალეტის თეატრს როდის აგვიშენებთ?
ჭიათურელი
და ჭიათურის სტადიონის აღდგენაზე რატომ არავინ საუბრობს? რაც ამ ქალაქიდან სიმდიდრე გადის და გაურკვეველი წარმოშობის თუ ნაციონალობის ჯიბეებში ილექება, ამ სიმდიდრის მომპოვებლებს მართლაც რომ კაპიკებს უხდიან, სტადიონი მაინც ააშენეთ იმ ქალაქში რომელიც ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია, რომელი ქალაქიდანაც პროცენტულად ყველაზე მეტი ონკოპაციენტი მოდის, რადგან ბოლო 30 წელია არავინ ზრუნავს კატასტროფულ დაბინძურებაზე, მარგანეცის მტვერი ჭორვილამდე და თბილისამდე ვერ აღწევს!
ლავაშ-ოღლი
საგარეჯოში ფილარმონია მალე იქნება?
პენსიონერი
სტადიონის მშენებლობა კი არა, პენსიები მოუმატეთ წესიერად ხალხს. ვინ ივლის მაგ სტადიონზე, ახალგაზრდა არ დარჩა ქვეყანაში.
ფული მშენებლობაშია
ყაველაც მშენებლობას მიაწვა. ფაჩულია, ხაბელოვი, მამარდა, რა ნიჭიერი სპორტსმენები ყავს საქართველოს სამშენებლო სფეროში. დდდ.
ბრეჟნევი
სტალინის სახელობისა იქნება?
ნიანგი ბაბანგიდა
კრიშიანი არ ჯობდა? პროექტი ვისია, არაბების თუ არსაკიძის?
ვინ დაესწრება თამაშებს?
წყალტუბოში ხალხი კიდევ დარჩა?
არაბებმა რაო?
ხელშეკრულებას როდის გვაჩვენებენ არაბებთან?
კოფე გნებავთ?
მუშები ჩინელები ჩამოიყვანეთ, ძალიან გვაკლიან თვალში.:)
მერაბი ჩხოროწყუ-ს
ზუგდიდი ამ საუკუნის ბოლოს დამთავრდება, როცა 5 - ჯერ მაინც გადააკეთებენ, აი წყალტუბო კი იქითა საუკუნეში თუ მოესწრება.)))))))))))))))
ხვიჩა მაგარია!
ეგ ისე აშენდება, როგორც კალაძის შემოვლითი რკინიგზა თბილისში. ლამაზი სურათების და პროექტების დადება ინტერნეტში ბავშვებსაც შეუძლიათ. არ გამიკვირდება ხვალ კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაგვიანონსონ კაჭრეთში.
მერაბი ჩხოროწყუ
ვულოცავ წყალტუბოს ეს კარგი იქნება მთელი ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ მაინტერესებს ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა ამ ას წელიწადში თუ დამთავრდება , წყალტუბოს სტადიონს რამდენი წელი დასჭირდება, მადლობა წინასწარ,
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
"ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
სოჭში გადამუშავებული ერთჯერადი ჭიქებისგან დამზადებული მოედანი გახსნეს [PHOTO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-3 დილა. როგორ დაისაჯნენ წყალტუბოელები...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა
სტადიონი-საოცრება რაგბის მსოფლიოს თასზე [VIDEO]
წყალტუბოში სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა [PHOTO]
ბათუმის "დინამოს" სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
პროექტი ძალიან სერიოზულია - "თელავი" ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"სამუშაოების სია ვრცელია" - რა პრობლემებია ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში