ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა კანადასთან გასამართი მატჩისთვის აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა, მარქაფაში კი 6 მორკინალი გაამწესა.

დამწყებთა შორის 3 ცვლილებაა შერკინებაში, ორი კი ხაზში.

ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველივე წუთებიდან თამაშს იწყებენ კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც აშშ-სთან მარქაფაში იყო. ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ბურჯი ირაკლი აფციაური. მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილის ნაცვლად თამაშს იწყებს ილია სპანდერაშვილი.

შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა, ვისაც ერთი კვირის წინ სანაკრებო დებიუტი ქონდა. უცვლელია შერკინების მეორე ხაზი - მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.

კანადასთან მატჩისთვის შერკინების მარქაფაში 6 მორაგბეა. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ასევე მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა. იქ ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია კი ბორჯღალოსნებს ამ კვირაში შეუერთდნენ და მომავალ შეხვედრას თადარიგიდან იწყებენ.

უცვლელია ღერძი - ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ცენტრში ადგილი შეინარჩუნა გიორგი კვესელაძემ, რომელსაც ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება. მან ცენტრში ფრთიდან გადაინაცვლა. შეიცვალა ორივე ფრთა და თამაშს დემე თაფლაძე და შალვა აფციაური იწყებენ. ფულბეკი ამჯერადაც დავით ნინიაშვილი იქნება.

ხაზში გუნდს გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა გააძლიერებენ.

ბათუმში თამაში 15 ნოემბერს, 16 საათზე დაიწყება.

ტესტ-მატჩი. 15 ნოემბერი

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 16:00

საქართველო - კანადა

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი

Rugby.ge

რამდენიმე წუთის წინ,ჩვენმა 18 წლამდელებმა,პოლონეთს 64-7 აჯობეს.იუთუბიზე ვუყურე!სახალისო და კარგი საყურებელი თამაში იყო.შეტევაში ნიაღვარივით მიდიოდნენ ჩვენი ბიჭები და ნეტავი გაცილებით ძლიერებთანაც ასეთ სტილში ითამაშონ.პირველ ტაიმში,ყველანაირად გადავურბინეთ და 40 ქულამდე ავედით.მეორეში ცოტა დისციპლინამ მოიკლო,ცოტა მსაჯმა მიაშველა პოლონელებს სასტვენი,მოლს ძალიან კარგად აგორებდნენ,5 მეტრიანთან,ჯარიმა ძალიან კარგად გაგვითამაშეს და ორ ძელს შორის ლამაზი ლელოც დაგვიდეს. შერკინებაშიც საკმაოდ ბევრჯერ დაგვაჯარიმეს და მეორე ტაიმი,უფრო მოკრძალებული ანგარიშით გამოგვივიდა.ჩვენ ბიჭებს,ტექნიკური წუნი,საკმაოდ ცოტა ჰქონდათ და ძლიერ გუნდებთანაც ასე თუ გამოგვივა,სასაყვედურო არაფერი მექნება.გილოცავთ ბიჭებო,ასე განაგრძეთ!

შეიძლება,მაგრამ განაცხადში საერთოდ არ არის და ამას არ იზამდნენ.ბოლო თამაშებში,ექიმის დახმარება სჭირდებოდა ხოლმე,სპურტის შემდეგ და შესაძლოა დროს აძლევენ,დასასვენებლად და იაპონიისათვის მოსამზადებლად.
ნიკო
არ არის გამორიცხული, რომ ტრამვა არც აქვს, უბრალოდ აფციაურის ნახვა უნდოდეთ მწვრთნელებს და იაპონიასთან ისევ ტაბუცაძე ვიხილოთ.

აღარც კი მახსოვს,ნაკრებმა აკაკი ტაბუცაძის გარეშე როდის ითამაშა.ბოლო თამაშებში აშკარად ჩანდა,რომ ტრავმა აწუხებდა და ის ფეთქებადობა აღარ გამოსდიოდა.ვნახოთ,რა გამოვა.აკაკის კი,სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.მის გარეშე,არც კი ვიცი,რა გამოგვივა.ახლა ვნახავთ.კანადას ყველა ვარიანტში უნდა მოვუგოთ,აი იაპონიასთან კი,ნამდვილი გამოცდა გველის და იქ უნდა ვაჩვენოთ,რა შეგვიძლია.წარმატებებს ვუსურვებ,საქართველოს ნაკრებს.
ნიკო
საინტერესოა ვნახოთ 12 ზე შველიძე კახოიძესთან შედარებით, ასევე ფას იზამს შალვა აფციაური და თაფლაძე თავიდან ფლანგებზე. აბდუშელიშვილს კიდევ ერთი შანსი, თუმცა აბულაძის და ახალაძის არყოფნაში, როგორც ჩანს, ან მას დააყენებს იაპონიასთან ძირითადში ან თეთრაშვილს.საღინაძე და ივანიშვილი ამერიკასთან იყვნენ შედარებით სუსტები თუ ფორმაში არ არიან, ეგეც გამოჩნდება. ნინიაშვილი იმედია ნაკრებში ბოლო თამაშების კრიზისიდან გამოვა და ლელოებს არ მოიტანს ჩვენს ჩათვლით მოედანში. წარმატებას და კარგ თამაშს ვუსურვებ ჩვენს ვაჟკაცებს!
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა