არნემის "ვიტესის" 18 წლის ქართველი "ბარსელონა ბ"-ში გამოსვლას ჰოლანდიურ კლუბში ყოფნას ამჯობინებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების და არნემის "ვიტესის" ფორვარდი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მისი მიზანი ინგლისურ პრემიერლიგაში გადასვლაა. ამასთან, 18 წლის ფორვარდი "ბარსელონა ბ"-ში გამოსვლას ჰოლანდიურ კლუბში ყოფნას ამჯობინებს.

"ჰოლანდიის ჩემპიონატი მაღალი დონისაა და ახალგაზრდა ფეხბურთელების პროგრესისთვის იდეალური ადგილია. თუმცა ჩემი მიზანი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშია. ერედივიზიონის მატჩებისას სკაუტები მაკვირდებიან. თუმცა ჯერ მხოლოდ "ვიტესზე" ვფიქრობ და აქ გამოსვლით ბედნიერი ვარ", - ამბობს ჭანტურია.

ჭანტურიას "ვიტესში" ჯონ ვან დერ ბრომის მწვრთნელად მოსვლაც ახარებს: "ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც კი ახლა შეიძლება გვყავდეს. ფეხბურთელებთან ხშირად ურთიერთობს და რწმენას გვმატებს. მთავარი გუნდური თამაშია.

მართალია, დრიბლინგის კეთებას და მეტოქის მოტყუებას არ ვერიდები, მაგრამ ამის გაკეთება მაშინაა შესაძლებელი, როცა მთლიანად გუნდი კარგად თამაშობს".

გიორგი საქებარ სიტყვებს არც შეტევაში მისი პარტნიორის, ვილფირ ბონის მისამართით იშურებს: "ერთმანეთს შესანიშნავად ვეწყობით. ვილფრიდი ჰოლანდიაში საუკეთესოა. ის ტექნიკურად და ტაქტიკურად ერთნაირად ძლიერია. საერთოდ, როდესაც ასეთი ფეხბურთელები გვერდით გყავს, მომავალს იმედიანად უყურებ".

თავის მხრივ ჭანტურია ვან დერ ბრომმაც შეაქო და სასწაული ენთუზიასტი და ნიჭიერი უწოდა: "ჭანტურიასთან ბევრს ვმუშაობ და შედეგს აუცილებლად ნახავთ. მას დამარცხება და ცუდად თამაში ძალიან არ უყვარს. ის ჯერ ახალგაზრდაა და ენერგიული, მატჩები ყოველდღე რომ იყოს, სიამოვნებით ითამაშებდა. კარიერას ეფექტურად იწყებს და იმედი მაქვს, მთელს სეზონს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს", - თქვა ვან დერ ბრომმა.

მომზადებულია voetbal international-ის მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა