„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მცდელობები „ნიუკასლის“ ნახევარმცველი, 28 წლის ჯოი ბარტონი „ლოფტუს როუდზე“ გადაეყვანა, წარმატებით დასრულდა
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მცდელობები ინგლისური ფეხბურთის ცუდი ბიჭი, „ნიუკასლის“ ნახევარმცველი, 28 წლის ჯოი ბარტონი „ლოფტუს როუდზე“ გადაეყვანა, წარმატებით დასრულდა - „ცხელთავიანმა ხულიგანმა“ დასალვეთლონდონური კლუბის ექიმებთან სამედიცინო შემოწმება გაიარა.

რამდენს უხდის „რეინჯერი“ „კაჭკაჭებს“? არაფერს! გეხსომებათ, რომ ივლისში ბარტონმა „ნიუკასლის“ ხელმძღვანელები „ტვიტერში“ გააკრიტიკა, რამაც ისინი გააბრაზა და გარდა იმისა, რომ ნახევარმცველს ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს, გამოუცხადეს, რომ შეუძლია კაპიკის გარეშე გადავიდეს ნებისმიერ კლუბში - სხვა სიტყვებით, ოღონდ შენ წადი და არაფერი გვინდაო.

ბარტონმა ლონდონში ჩასვლისა და „ქუინზ პარკთან“ ურთიერთობის“ შესახებ საზოგადოებას კვლავ „ტვიტერის“ საშუალებით ამცნო: „ლონდონში სამედიცინო შემოწმებაზე ჩავედი, „ნიუკასლ იუნაიტედს“ კი ამის მიუხედავად ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია. ადრეც ბევრჯერ ვთქვი და ახლაც იმავეს ვიმეორებ - „ნიუკასლიდან“ წასვლა არ მინდა, მაგრამ როგორც ხედავთ, კლუბი სხვა გზას არ მიტოვებს“.

შეგახსენებთ, რომ „რეინჯერსმა“ პრემიერლიგის ჩემპიონატი მეტისმეტად კონტრასტულად დაიწყო. ჯერ იყო და, პირველ ტურში შინ „ბოლტონთან“ 4:0 წააგო, შემდეგ კი, მეორეში, ლივერპულში „ევერტონს“ 2:0 აჯობა. დაგვეთანხმებით, ასეთი შედეგებით ცოტა ძნელია დაადგინო როგორი გუნდი ჰყავთ დასავლეთლონდონელებს, მაგრამ შუა კვირაში, „ქარლინგის“ თასზე, „რეინჯერსმა“ შინ „პირველი ლიგის“ „როჩდეილთან“ 0:2 წააგო და გამოჩნდა, რომ გუნდს დასაკვეხნი ბევრი არაფერი აქვს. შესაბამისად, „ლოფტუს როუდზე“ მაღალი დონის ფეხბურთელების მიყვანა ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი.

„ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ახალი მეპატრონე, ტონი ფერნანდესი ჰყავს, რომელიც მწვრთნელ ნილ უორნიკს სამ ახალ ფეხბურთელს დაჰპირდა. მოგეხსენებათ, სატრანსფერო ბაზარი მომდევნო კვირაში დაიხურება. ამბობენ, რომ დარჩენილ დღეებში „რეინჯერსი“ შეეცდება „მანჩესტერ სიტისგან“ 24 წლის ნედამ ონუოჰა, ხოლო „ასტონ ვილასგან“ ლუკ იანგი იყიდოს. თუ „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველის, 30 წლის სკოტ პარკერის გადაბირებასაც მოასწრებს, ფერნანდესის ბედს ხომ საერთოდ, ძაღლი არ დაჰყეფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა