„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მეპატრონე დენიელ ლივმა „ჩელსის“ ოფისშიც კი დარეკა და კოლეგებს უთხრა, მის ფეხბურთელს თავი დაანებონ, რადგან ის არ იყიდება
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მეპატრონე დენიელ ლივი თავისი 25 წლის გამთამაშებლის, ხორვატი ლუკა მოდრიჩის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს. მან „ჩელსის“ ოფისშიც კი დარეკა და კოლეგებს უთხრა, მის ფეხბურთელს თავი დაანებონ, რადგან ის არ იყიდება.

შემდეგი ნაბიჯი თავად მოდრიჩთან ლაპარაკი იქნება.

„ტოტენჰემის“ კლუბში მომუშავე წყარომ „სანს“ ასე უამბო: „ლუკამ ორშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ევროლიგაში „ჰართსთან“ თამაშზეც უარი თქვა. ის „სფურზის“ საქმეებს უბრალოდ გულს ვერ უდებს, რადგანს გონებაში სულ ის უტრიალებს, რომ მას რეალური შანსი აქვს, იყოს არა „უაით ჰართ ლეინზე“, არამედ „სტემფორდ ბრიჯზე“, სადაც გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებს და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ამიტომაც გადაწყვიტა ჩვენმა თავმჯდომარემ, რომ დროა საქმეს სერიოზულად მოკიდოს ხელი და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს.

უპირველეს ყოვლისა დენიელ ლივიმ „ჩელსიში“ დარეკა და სთხოვა, მოდრიჩის ყიდვაზე ფიქრს თავი დაანებონ, ახლა კი თავად ფეხბურთელთან აპირებს დალაპარაკებას. მთელი ზაფხულის განმავლობაში ლივი ამბობდა, რომ ლუკას არანაირ ფასად არ გაყიდიდა და როგრც ხედავთ, პოზიცია ერთი წუთით არ შეუცვლია“.

ოდნავ ეჭვნარევია „დეზების“ მწვრთნელის, ჰარი რედნაპის დამოკიდებულება. ის ამბობს:

„მე ლუკა გუშინ დილითაც ვნახე. ის აშკარად რთულ დღეშია. ჩემი თანაშემწე, ჯოი ჯორდანიც იმავეს ფიქრობს: ძნელია, როდესაც გუნდში გყავს კაცი, რომელიც ზის და ფიქრობს, რომ ბედი რომ ჰქონოდა ეხლა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში უნდა ეთამაშა ან კვირაში 100 ათასი ფუნტი უნდა აეღო. იქნებ მართლა ლუკას გაყიდვა და შემოსული ფულით სამი-ოთხი კარგი მოთამაშის ყიდვა სჯობდეს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო