საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ის 24 მოთამაშე დაასახელა, რომლიდანაც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ძირითად შემადგენლობას შეარჩევს. გაფართოებულ შემადგენლობაში ნაკრების გამოცდილ ლიდერებთან ერთად ახალი სახეებიცაა.

ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და მუნდიალზე ზედიზედ მეორედ გასვლას საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატების გზით შეეცდება, რომელიც სტარტს 27 ნოემბერს აიღებს. საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია ჰყავს, მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში 2 მატჩს ჩაატარებს: 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30ნოემბერს სანტა კრუზ დე ტენერიფეში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სწორედ ამ მატჩებისთვის თბილისში 20 ნოემბერს სანაკრებო შეკრება იწყება. მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თავდაპირველად სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ და ნაკრებს დღითი დღე ლეგიონერები შეუერთდებიან. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მომავალ შაბათ-კვირას ტურის მატჩებია და მათი დასრულების შემდეგ ქართველი ლეგიონერები ნაკრებს მოაშურებენ.

24-კაციან სიაში 4 ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ნაკრებში პირველად გამოიძახეს – ლუკა ალავიძე (ქუთაისი 2010), გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული (ორივე ზესტაფონის მარგვეთი) და ლუკა კალატოზიშვილი (ვსა). ალექსანდრე მერკვილაძე ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშის გამო ვარჯიშებზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. ახლა მერკვილაძე ბერძნულ არისში ასპარეზობს და ეროვნულ ნაკრებში დაუბრკოლებლად ჩამოვა.

ნაკრებში გამოძახებული იყვნენ, მაგრამ ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ იქნებიან “ბათუმი 2010”-ის წევრი გიორგი ოჩხიკიძე და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, მიუნხენის ბაიერნის უკანახაზელი, კამარ ბოლდუინი. ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი ჩვენს ნაკრებში თად მაკფადენმა დაიკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 2018-2023 წლებში იცავდა და ჩვენს გუნდთან ერთად არაერთი დიდი გამარჯვების მონაწილე და სულისჩამდგმელიც ყოფილა. მაკფადენი ბოლო წლებში ოკეანგაღმა თამაშობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდა და ბოლდუინის ტრავმის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა მისი გამოძახება გადაწყვიტა.

გაგაცნობთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს: პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა, სადაც ასევე 3 საუკეთესო გადმოვა სხვა ჯგუფიდან და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

შემადგენლობა

თად მაკფადენი (მენიორკა), რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა ლიკლიკაძე (ვსა), ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), მათე ხატიაშვილი (ბასკონია), ლუკა ალავიძე (ქუთაისი), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი), სანდრო სანაძე (მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), გიორგი კობახიძე (მარგვეთი), კახა ჯინჭარაძე (ტადამონ ჰრაჯერი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი), თორნიკე შენგელია (ბარსელონა), ბექა ბურჯანაძე (გრანადა), გიორგი კორსანტია (გიპუსკოა ბასკეტი), ალესანდრე მერკვილაძე (არისი), გუგა პატაშური (რუსთავი), ილია ლონდარიძე (ორბი), ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი შერმადინი (ლაგუნა ტენერიფე), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი).

GBF

დემე
საბა გიგიბერია ჯერ კიდევ ზუროსის დროს იყო გამოძახებული მაგრამ იქიდან აქ ჩამოსვლა არის შეუძლებელი. კოლეჯის კალათბურთს სერიოზულად უყურებენ ამერიკელები და იქიდან თუ ამოვარდი ადგილის და წუთების დაბრუნება არის ურთულესი. საბა რო დაამთავრებს კოლეჯს უკვე თუ არ დაამთავრა საერთოდ - უნდა წავიდეს ევროპაში როგორც ეხლა მერკვილაძემ ქნა და არანაირი პრობლემა არ ექნება გამოძახების დროს ჩამოვა და ითამაშებს. მე რაც სტატისტიკა ვნახე ნამდვილად ბოლო სეზონები მოკლებული აქვს და თუ დაარესტარტა სადაა ეგეთი მონაცემების კალათბურთელი დასაკარგი 220 არი ლამის.

ამერიკიდან აქ ჩამოგივა?ვერ ჩამოვა და გინდაც ჩამოვიდეს,აკლიმიტიზაციას,რამდენიმე დღე უნდა.ერთი კვირით ადრე კი,არავინ არ გამოუშვებს.უკან რომ დაბრუნდება რამდენიმე დღე ახლა იქ დასჭირდება აკლიმიტიზაციისათვის.დროში ძალიან დიდი განსხვავებაა!
მაკო
207სმ სიმაღლის ბავშვი გააფუჭეს...ნეპოტიზმის გამო.არ გაზარდეს აკადწმიებმა. ბიძაშვილი მეგობარი ან ფული უნდა გქონდეს რომ ნაკრებში მოხვდეს. სიმაღლე და გამოცდილება არ აინტეტესებთ.
აზრი
ასეთი კალათბურთელია საბა გიგიბერია, რომელიც წლებია ამერიკის კოლეჯში თამაშობს და ერთხელ არ გამოუძახებიათ. ეს ბიჭი პატარაობიდან თამაშობს და იცის კალათბურთი და სიმაღლესაც ვერ დაუწუნებ👍🙂
zaza
ანდრონიკაშვილი და ლონდარიძე უეჭველი იქნებიან გურასპაულის კადრია ორივე შეიძლება ხატიაშვილი მოტეხონ დანარჩენი ყველაფერი ძველებურად იქნება სახლში სამივეს მოვიგებთ გასვლას სამივეს წავაგებთ. ეგ ჩემი აზრით ნუ როგორც ხდება ხოლმე ბოლო ხუთი წელია ფიფტი-ფიფტი.
გიო
ამ ანდრონიკაშვილზე რა იმედებს ამყარებდნენ დაბათუმს ვერ გახდა, სადაც მივიდა არსად არ ივარგა. ეს ნაკრები კი თავშესაფარი გახდა ყველასი, ვინც დედამ დაწყევლა
გივი
მაკფადენი არ ისა კიდო. ახალი უკეთესი ვერავინ ნახეს. ყველა თამაშსს წავაგებთ. ჩემპიონატი დაბალი დონის გვაქვს. მომავალი თაობა არ იზრდება და ნეპოტიზმი ჭარბობს.
mikamika
ჩვენი ჯგუფიდან გასულები რომელი ჯგუფის სასტავს ვეჯახებით, იცის ვინმემ?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ნავი სწორი მიმართულებით მიცურავს" - ტუდორი ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
გურგენიძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზეა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
გადავა თუ არა "რეალში"? - ვიტინიამ კითხვაზე უპასუხა
"იუვენტუსი" პსჟ-ს თავდამსხმელის დაბრუნებას შეეცდება
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
[VIDEO] ეს აუცილებლად უნდა ნახოთ - გიორგი ცხოვრებაძის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ასეთი მწვრთნელი არასდროს ვიქნები" - ჰიურცელერმა არტეტა გააკრიტიკა
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?
[VIDEOS] გვარდიოლა გადაირია - "სიტიმ" "ნოტინგემს" ვერ მოუგო - "არსენალმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!