"გურია თუდეის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის "გურიას" მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა და შემდგომში სფფ-ის, თბილისის "დინამოსა" და ჰოლანდიური "ვიტესის" პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს.

ამას იგი აუქციონის წესით მოახერხებს, რის შესახებაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზემოხსენებული კომპანია ფინანსურად უკვე ეხმარება "გურიას", რომელიც მეოთხე ლიგაშია და ზედა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კახი ჟორდანია თამაშებსაც ესწრება და მათ შორის გურულ დერბიზეც უნდა ყოფილიყო.

ცნობილია, რომ "გურია" ფინანსურ კრიზისშია, აქვს 600 ათას ლარამდე ძველი დავალიანება, კლუბი ვერ ახერხებს მიმდინარე ვალდებულებების შესრულებას, მისი ტრადიციები და გულშემატკივრების ამბიცია კი გაცილებით მეტსაც მოითხოვს.

თუ ჟორდანიების ლანჩხუთან ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაა, რატომ აირჩია მერაბ ჟორდანიას შვილმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი "გურია". ამასთან, თქმა არ უნდა, ჟორდანიებს იმაზე გაცილებით ამბიციური გეგმები ექნებათ, ვიდრე მესამე ლიგაში დაწინაურებაა.

კახი ჟორდანია წლების წინ ჰოლანდიის კლუბ "დელ ბოსხის" ფლობდა. მისი ორივე ბაბუა ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ - კახი ასათიანი თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი იყო, ლეო ჟორდანია კი "გურიას" ლეგენდაა, როგორც მამა - მერაბ ჟორდანია, რომელმაც მშობლიურ კლუბში საუკეთესო წლები გაატარა და დიდი სიხარული მოუტანა ლანჩხუთელი ქომაგს.

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი (მარცხნივ), მერაბ ჟორდანია (მიკროფონით), უკან "გურიას" ვეტერანები | 2024 წლის 12 ოქტომბერს, "ლანჩხუთობაზე" კლუბის 100 წლის იუბილე აღინიშნა

თუმცა მის მიმართ გურულების კეთილგანწყობა მხოლოდ საუკეთესოდ შესრულებულ პენალტებსა თუ საჯარიმო დარტყმებს არ უკავშირდება, სფფ-ის ექსპრეზიდენტი მშობლიური მხარისადმი სიყვარულსა და მხარდაჭერას ყოველთვის ღიად გამოხატავს.

მათ შორის, სფფ-ის პრეზიდენტობის დროსაც კი არ მალავდა მშობლიური გუნდისადმი სიმპატიებს. "მართალია, სფფ-ის პრეზიდენტს არ მაქვს უფლება, რომელიმე კლუბი გამოვარჩიო, მაგრამ "გურია" ჩემს გულშია და ვარ სუბიექტური, ყველაზე მეტად მას ვგულშემატკივრობ" - გვითხრა ჯერ კიდევ ქართული ფეხბურთის მესაჭის რანგში მყოფმა.

"გურია თუდეიმ" გასულ წელს დაბეჭდა ორი სტატია მერაბ ჟორდანიას გამოუქვეყნებელი წიგნიდან, რომელიც "გურიას" ეხება და ნათლად გამოხატავს იმ თბილ დამოკიდებულებას, რაც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქართველ საფეხბურთო მოხელეს აქვს ლანჩხუთის მიმართ:

"ბაბუაჩემი და მისი მეგობრები - ევგრაფ შევარდნაძე და ვალოდია წულაძე ოცნებობდნენ, "გურიაში" მეთამაშა… იცით, რა გუნდი იყო ლანჩხუთში? წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან ერთ თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა".

უკვე რამდენიმე წელია, მიდის სერიოზული საუბრები, რომ მერაბ ჟორდანია "გურიას" დახმარებით არის დაინტერესებული. ამას თავადაც არ უარყოფდა, შესანიშნავი პროგრამაც ჰქონდა, მაგრამ…

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო - "გურიას" გულშემატკივრის დიდი სურვილი, რომ ჟორდანიებმა ჩაიბარონ კლუბი, როგორც ჩანს, მალე ახდება…

თბილისის დინამოს რავეშველება ნეტავ?
ქართველი
წარმატებები ჟორდანიებს და გურიას! დიდებული საქმე გაკეთდება!

გუშინ თამაშობდნენ თურქეთის ნაკრები და კახი ასათიანი.ასეთი სათაურით გამოვიდა გაზეთის სტატია,თურქეთ საბჭოთა კავშირის მატჩის მეორე დღეს,სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა,უფრო სწორად კი,კახი ასათიანმა,ერთპიროვნულად დაამარცხა თურქეთის ნაკრები 2-0.ჟორდანიების ოჯახს ფულიც აქვთ,გურიაც უყვართ,ფეხბურთიც კარგად იციან და მართვაც.ასე რომ შეუძლიათ გურიასგან ისეთი გუნდი გამოიყვანონ,ქართულ კლუბებს სწორად მართვის,წინსვლის გაკვეთილებს რომ ჩაუტარებს და ამით,მთელ ქართულ საკლუბო ფეხბურთს,ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს.წარმატებებს ვუსურვებ.
გოჩა
დიდი და კაი საქმე იქნება გურიის აღორძინება , წარმატებები მერაბს და მის ოჯახს კაია როცა შენს ფესვებს უბრუბდები ადამიანი და მასზე ზრუნავ
5555
ნამდვილად სასიხარულოა,იმედია ბავშვთა ფეხბურთს მიხედავს
მერაბი 61
გამიხარდა ეს ამბავი, წარმატებებს გისურვებთ,გურია იმსახურებს აღორძინებას, ვნატრობ საქართველოს ჩემპიონატში აღორძინდეს სოხუმის დინამო, აი როგორც ყარაბახი,ანორტოსისი,
geo
რაფერ გამახარეთ. გურია არ იმსახურებდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნას.
ვაჟა მასწავლებელი
კახი ჟორდანიას ბაბუამ კახი ასათიანმა - აცხოვნოს ღმერთმა მისი ქართული სული, თუ არ ვცდები 1968წ ზაფხული იყო, მოსკოვში ტორპედოს 4 მცველი და მეკარე (ანზორა კავაზაშვილი) 2-2 ჯერ მოატყუა საჯარიმოში შესულმა და რადგან დინამო ვ.ჭელიძის და ს.მეტრეველის გოლებით უკვე 2:0 იგებდა გ.ნოდიას მაღალი ბურთი მიაწოდა ცარიელა კარში გასატანად, - გივიმ ბურთი ძელს გადააცილა, იმიტომ რომ სიცილით "კვდებოდა" კახას ნამოქმედარზე. მეორე დღეს გაზეთი "სოვეტსკი სპორტი" წერდა: "ნესპორტივნოე პოვედენიე კახი ასატიანი, ონ იზდევაეტსია ნად კოლლეგამი ფუტბოლისტამი ტორპედო: ონ პო დვა რაზა ობიგრალ ზაშჩიტუ ი ვრატარია ტორპედო, ნო ნე პრობილ პო პუსტიმ ვაროტამ, რაზვე მოჟნო ტაკოე პოვედენიე ნა პოლე? ესლი სჩეტ ნე ბილ 2:0, ონ ჟე პოდველ ბი სვოიხ ოდნოკლუბნიკოვ"?. იქნებ ვინმემ მოახერხოს და მოსკოვის ტელევიზიის ფონდიდან მოიპოვოს ამ მატჩის ჩანაწერები (- მაშინ უკვე კეთდებოდა ასეთები) და ვაჩვენოთ დრევანდელ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს.
მარგალი
მაგარია! "გურია" აუცილებლად უნდა იყოს ამბიციური და განსაკუთრებული! ბატონ მერაბს მიბაძეთ ზუგდიდელმა, სოხუმელი ბიზნესმენებმა! თუ გვინდა ეშველოს ქართულ ფეხბურთს! იმედია "გურია" -გუ-რი-ა!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
თუ ალისონი წავა - მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
მარცხი მსოფლიოს 317-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაუტჰაუზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
"გალათასარაისთან" განადგურება არ აპატიეს - "ფენერბაჰჩემ" ტედესკო გაუშვა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, "კვარადონა" - ფანტასტიკური
"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
დიდი მატჩი კვარაცხელიას მონაწილეობით! - ხვიჩა თუ ჰარი?
ТАСС: რუსმა ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ "დენ ბოსხი" შეიძინა
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
მერაბ ჟორდანიას შვილი, კახი ჟორდანია "დენ ბოსხის" მფლობელი გახდა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა