2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრას ბულგარულმა Corner-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე და მათი ფეხბურთის ცუდ დროებაზე ისაუბრა.

"საქართველოსთან შეხვედრაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ვასილ ლევსკის" ეროვნულ სტადიონზე ტრიბუნები შეივსოს, მაგრამ გვაქვს საფუძველი, რომ მატჩს ოპტიმიზმით შევხედოთ. ეს, რა თქმა უნდა, შედეგებიდან არ არის განპირობებული, რადგან ჯგუფში 5-დან 5 წაგება და გოლების სხვაობა 1:18-ზე გვაქვს.

ცხადია, დღევანდელი მატჩის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებთ. არსებობს თეორიული შანსი, რომ მეტოქე 5 ან მეტი ბურთის სხვაობით დავამარცხოთ და მათ გადავასწროთ, თუმცა მოდი რეალისტები ვიყოთ...

ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რთული წელი აქვს და ჯერ კიდევ არ მოგვიგია. ვიმედოვნებთ, რომ ეს დღეს შეიცვლება და თუ არა - ყოველ შემთხვევაში, გავაგრძელებთ პოზიტიური თამაშის ხაზს, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში თურქეთში ვნახეთ. მეორე ტაიმში ბურსაში ბულგარეთმა ფეხბურთი ითამაშა და ეს არის დადებითი ცვლილება, რომლის ნახვასაც უფრო და უფრო ხშირად ვისურვებთ.

დღეს ამისთვის იდეალური პირობები გვაქვს. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც სრულიად იმედგაცრუებულია ჯგუფში მოვლენების განვითარებით, რადგან მათ მეორე ადგილზე გასვლა და თურქეთთან ბრძოლა უნდოდათ, რაც არ გამოუვიდათ.

უნდა ვეცადოთ, რომ წლის ბოლოს რაიმე პოზიტიური მივიღოთ, რადგან ეროვნულ ნაკრებს ბოლო 9 მატჩში 8 მარცხი და 1 ფრე აქვს. ჩვენი ჩვენი ბურთების სხვაობა დამანგრეველია - 5:28-ზე.

არ გვინდა, ამ კრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო უკან გადავწიოთ, რადგან კიდევ უფრო საშიშ ფაქტებს აღმოვაჩენთ. 2023, 2024 და 2025 კალენდარული წლებისთვის სულ სამი გამარჯვება გვაქვს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან შინ 1:0, ლუქსემბურგთან სტუმრად იმავე ანგარიშით და ტანზანიასთან 1:0 ნეიტრალურ მოედანზე. და ეს - სამი წლის განმავლობაში 29 მატჩში.

თუმცა, ოპტიმიზმი ცხოვრებისადმი კარგი მიდგომაა და ეს არა მხოლოდ ფეხბურთს შეეხება. ვიმედოვნებთ, რომ დღეს საღამოს ცვლილებას ვიხილავთ, კარგ თამაშს და განწყობას ვიხილავთ გუნდში, რომელიც აშკარად უზარმაზარი ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯება.

ჩვენმა მწვრთნელმა საზოგადოებას მოუწოდა ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი მოაშორონ. ეს ძალიან რთულია, რადგან კარგსა და ცუდ დროსაც ეროვნული ნაკრები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ვიმედოვნებთ, რომ წელს წლის დასასრულს დესერტს მივიღებთ და გაღიმების მიზეზი გვექნება, რაც 2026 წლის ოპტიმიზმით შეხვედრის საშუალებას მოგვცემს და არ ჩავრჩებით იმ პირქუშ რეალობასა თუ პესიმიზმში, რომელიც უკვე ჩაგვინერგეს თითოეულ ჩვენგანს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბოლო 3-4 წლის განმავლობაში", - წერია სტატიაში.

გიორგი
დღესავით მახსოვს 1994 წლის შესარჩევი ბულგარელებთან, მაშინ ბულგარეთში 0-2 წავაგეთ, მათ რიგებში კი საკმაოდ ცნობილი ხრისტო სტოიჩკოვი თამაშობდა ბარსელონაში მოთამაშე, მე მგონი ოქროს ბურთიც მოგებული ქონდა. მოკლედ თბილისში ჩამოსულს ქართველი ჟურნალისტები მიესიენ და ამან ხელისკვრით მოიცილა რამაც საკმაოდ გააღიზიანა ჟურნალისტები და საკმაოდ უხამსი სტატიები მიუძღვნეს მეორე დღეს. სტატიები კი ერთნაირად მთავრდებოდა: იმედია ჩვენი ბიჭები ციდან მიწაზე დაუშვებენ ამ გაპიარებულ ფეხბურთელსო. და ჩვენებმა ის თამაში მოიგეს 2-0 თუ 2-1, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა. თამაშის შემდეგ ქართველი ჟურნალისტები ზეიმობდნენ და ასეთი სტატია მიუძღვნეს ბულგარელებს. ჩვენ ახლა ვიდგამთ ფეხს სანაკრებო დონეზე, მაგრამ მოვა დრო გავალთ საერთაშორისო დონეზე დიდ ფორუმზე და განსხვავებით ბულგარელებისგან იქ ერთ მატჩს მაინც მოვიგებთო. ეს იმიტომ დაწერეს რო ბულგარეთს მაშინ არც მსოფლიოზე და არც ევროპაზე გასულები კი იყვნენ მაგრამ იქ მოგება არ ქონდათ. უნდა გენახათ ჩემი ზეიმი გასულ ევროპაზე როცა პირველივე ცდაზე არა ვიღაც აფრიკელები არამედ თვით პორტუგალია დაამარცხეს თავიანთი რონალდუთი.ასე რომ 10 წელზე ცოტა მეტი დაგვჭირდა რო ქართველი ჟურნალისტების ნატვრა თუ ოცნება აგვესრულებინა. ამიტომ დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ, იმედია სტოიჩკოვიც იქნება სტადიონზე და ეგებ გაახსენდეს კიდეც თავისი უზრდელობა საქართველოში.
კობუჩი
ჯგუფში კი ჩავრჩით მაგრამ ამათთან მაინც გამოვისწოროთ ბალანსი. დიდი ანგარიშით თუ მოვიგებთ კარგი იქნება
დავით 67
რატომ გინდათ აქ უმრავლესობას რომ ჩვენმა ნაკრებმა წააგოს? თავმოყვარეობა გაგიგიათ საერთოდ რა არის? ასეთი უტვინო როგორ უნდა იყო ადამიანი,რომ გეგონოს ამ წაგებით სანიოლს გაუშვებენ? თქვა უკვე ფედერაციის პრეზიდენტმა რომ სანიოლი არსად არ წავაო. თუ რა გარიგებები აქვთ მათ პირადული ამას თქვენ არავინ გეტყვით. ყველაფერი აბსურდულის როგორ გჯერავთ? ეს იმას ჰგავს დღევანდელმა არალეგიტიმურმა მთავრობამ ვითომ ომს რომ აგვაცილა, კაცები გათხოვებას გადაარჩინა და ა.შ. არ შემიძლია არ ავღნიშნო ყოფილი პრემიერის ადვოკატის განცხადება, რომ ის 7მლნ და ძვირფასეულობა, თურმე მას არ ეკუთვნოდა. ასეთ ურცხვ განცხადებებს რომ აკეთებენ და რასაც უნდა რომ გიკეთებენ, ისევ თქვენისთანების ბრალია. მხოლოდ მოგება ნაკრებს!
ჟორა
დღეს კი მოვიგებთ, მაგრამ რად გინდა? წაგებაზე არაა საქმე. თამაშს რომ მაჩვენებ და კლასით დაგჩაგრავენ, ეს მოსულა, მაგრამ მოწინააღმდეგის შიშით, რომ ბურთის გაჩერება და პასის მიცემას ვეღარ ახერხებ, ესაა "პაზორი"
მამუკა
იქნებ როგორმე მოგვიგონ, რომ ეს უთავმოყვარეო სანიოლი წავიდეს.
სოსელო
დღეს მოგებას და ჯგუფის მეტ-ნაკლებად ღირსეულად ჩამთავრებას რა სჯობს მაგრააამ....ძალიან არასასურველი შედეგი მოაჩანს ესპანეთის შემდეგ....
zura222
ჩვენსავით ლაპარაკობენ ეგენიიც DDD
ეჰჰჰა
ნეტა ამათმა რომ მოგვიგონ სანიოლს გადააყენებენ???? თუ გადააყენებენ მაშინ ბულგარელებს ვგულშემატკივრობ!!! მაგრამ მემგონი ტაილანდთან რომ წავაგოთ მაინც ხელს არავინ ახლებს და თვითონ ხო არ რცხვენია და
ელი
აქ 3.0ით წააგებს..მანდ 5.0ით იგებენ...წინ წახვალთ ოცნებებში...мечтать не вредно😛
გიგო პაპა
აბა ბიჭო, მართლა რა მაგარ კონსერვებს უშვებდნენ. სახელიც კი მახსოვს, წითელ ბულგარულ წიწაკას სტაფილოში გლობუსი ერქვა. :)
Malkhazi
მოაგებინეთ 1:0 მაინც ბოლოზე დარჩებიან და იქნებ ეშველოს რამე ბულგარეთის ნაკრებს🙂 სამაგიეროდ საქართველო შეუყვარდება ბულგარელ გულშემატკივარს🥰 აფსუს რა კონსერვების დამზადება იცოდნენ!?👍
გიგო
ხედავთ? ყველასთან აგებენ და ჩვენთან აუდგათ მაინც და მაინც. მარტო მოგება კი არა 5 ბურთიანი სხვაობითაც უნდათ.
ზურა
ძალიან გთხოვთ ბულგარელებს 8,1მოგვიგეთ ტოტალიზატორში ფული მაქვს ჩადებული და ეგ ანგარიში მაწყობს
ჰკა კობი, ჰკაააა:დდდ
ეჰ, ამათ მთავრობა მაინცა ჰყავთ ეროვნული და ხალხზე მზრუნველი, ჩვენ ვიდარდოთ ... არც მწვრთნელს ყვებიან სამარეში. რა ბიჭები გვყვავს და მწვრთნელი ვერ გამოგვიცვლია ლამის 10 წელი! დღეს იური მიართმევს ბულგარელებს!
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ