გრძელდება კალათბურთის მაგიდის მსაჯთა რაოდენობის ზრდა, რაც საქართველოში საკალათბურთო გეოგრაფიის გაფართოების ლოგიკური, უფრო ზუსტად კი ჯაჭვური პროცესია. ბოლო წლებში უფრო მეტ და მეტ ქალაქში აღმოცენდა საკალათბურთო კერა – შეიქმნა გუნდები, რომლებიც ასაკობრივ ჩემპიონატებში, “ა” ლიგასა და სუპერლიგაშიც კი თამაშობენ. აქტივობის ზრდამ მოთხოვნილება გაზარდა მატჩების მომსახურე პერსონალზე, რაზეც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მაგიდს მსაჯთა დეპარტამენტი ზრუნავს.

2 კვირის წინ გორში, შიდა ქართლის რეგიონის 5 ადამიანს გადაეცა მაგიდის მსაჯის სერტიფიკატი. მათ წარმატებით გაიარეს სპეციალური გადამზადების პროგრამა და უფლება მიიღეს, იმუშაონ როგორც ასაკობრივ, ისე სუპერლიგის მატჩებზე. დღეს კი მაგიდის მსაჯთა კორპუსს კიდევ 6 – ამჯერად თელაველი წევრები შეემატნენ.

სპეციალური გადამზადების პროგრამის განხორციელებას მაგიდის მსაჯთა დეპარტამენტის უფროსი, გაგი კვერენჩხილაძე და მისი თანაშემწე, გიგა ეფრემიძე ხელმძღვანელობენ. დეპარტამენტის უფროსი დღეს თელავში იმყოფებოდა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო იაგორაშვილთან ერთად დაესწრო. პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ ოთარ მდივნიშვილს, მარიამ დათულიშვილს, ანიტა ბეჟანიშვილს, მარიამ მრელაშვილს, სალომე და ეთერ მაისურაძეებს. მათ სერტიფიკატები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა გადასცა.

რეგიონის მსხვილ საკალათბურთო ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში – ათწლეულებია, ჰყავთ ადგილობრივი მაგიდის მსაჯები, თუმცა კალათბურთის მხრივ ბოლო წლებში მოღონიერებულ ქალაქებსა და დაბებს ამის ფუფუნება არ აქვთ. ამიტომაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფედერაცია ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებს მთლიანობაში 35 მაგიდის მსაჯი ემსახურებოდა, ხოლო ამ მომენტისთვის მათმა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა, რაც ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.

მაგიდის მსაჯების გადამზადების პროგრამა გრძელდება და ახლო მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებიც შეიმატებენ კომპეტენტურ, პროფესიონალ მატჩის მომსახურე პერსონალს.

GBF

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა