გუშინ, 22 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპული" შინ "ნოტინგემ ფორესტთან" 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა ნიდერლანდელმა კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მედიასთან ისაუბრა.

"ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, შემდეგ კუთხურიდან გაგვიტანეს. საბოლოო ჯამში, ჩვენ უბრალოდ საკმარისად კარგები არ ვიყავით. ბრძოლაში, ერთი-ერთზე, ძალიან ვჩქარობდით. ახლა ძალიან რთული სიტუაციაა. რთული პერიოდი გვაქვს.

გოლის გაშვების შემდეგ ნერვიულობ. აშკარა იყო, რომ ვჩქარობდით, ვცდილობდით რაც შეიძლება სწრაფად გაგვეთანაბრებინა ანგარიში. ნამდვილად ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და უნდა გამოვიდეთ. მირჩევნია ამაზე გასახდელში ვისაუბროთ და არა აქ თქვენთან ერთად. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ფეხბურთი გუნდური თამაშია.

ეს პერიოდი უნდა გადავლახოთ, დარტყმა მივიღოთ და კიდევ უფრო მეტად ვიმუშაოთ. ამ სეზონში ბევრჯერ მითქვამს - კარგად არ მიდის საქმე, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. ატმოსფერო, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. სარკეში უნდა ჩავიხედოთ", - ვან დაიკის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

"ლივერპული" 18 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სახლში პსვ-სთან გამართავს.

მერსისაიდელებმა ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო და ზედიზედ 2 შეხვედრა 3+ გოლით დათმო, რაც უკანასკნელ 60 წელიწადში მისი საკლუბო ანტირეკორდია.

ზურა
ხო , მამარდას შეცვლა უშველის საქმეს :(
სვანსკი
დავწერე ადრე იქ სლოტი აქ სანიოლი,რა გაუჭირდათ ასეთი ლივერპული,რომ სლოტს შეჰყურებს,ალბათ იქაც თავიდან ყარს თევზი
L.J.
Sloti drozea gasashvebi saxlsi!!!!mgoni dagvianebulic ki aris ukve...
ჟორა
ჩემპიონები რომ გახდენ მაშინ ვიღაცამ გათვალა, ამიტომ კარგი ბებიაქალია მოსაძებნი და თვალის გამოლოცვაა საჭირო. ერთი რამ დადგენილია, მეკარეები საიმედოები არიან, დაცვის ხაზია მისახედი, ანუ შესაცვლელი.
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
მორიგი დარტყმა "ლივერპულის" ფანებს პსჟ-სგან - რაზე ესაუბრნენ პარიზული კლუბის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი ვირჯილ ვან დაიკს? [VIDEO]
მესი, ხვიჩა, ოსიმენი... - "კვარა" The Athletic-ის მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა
ვან დაიკმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა
"კლუბმა ტრანსფერებზე ბრწყინვალედ იმუშავა, მაგრამ შედეგები არ გვაქვს" - ვან დაიკი
[PREVIEW] ჩემპიონთა ლიგა დიდებული თამაშით ბრუნდება
"ალ ნასრს" ვან დაიკის დამატება სურს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა