დღეს, 23 ნოემბრის გამთენიისას, ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი ამერიკაში, ლას ვეგასში წარიმართა, სადაც გამარჯვება "რედ ბულის" ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა არავის დაუთმო. მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონმა კვალიფიკაცია მე-2 ადგილზე დაასრულა, რბოლაში კი სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და მარტივადაც გაიმარჯვა. მოგვიანებით "მაკებს" დისკვალიფიკაცია მიანიჭეს და ყველაფერი ძალიან დაიძაბა. მივყვეთ დეტალურად.

წვიმიანი კვალიფიკაციის შემდეგ პოულ პოზიციაზე სეზონის ლიდერი, ლანდო ნორისი აღმოჩნდა. "მაკლარენის" პირველმა პილოტმა მეორე ადგილოსანი 0.323-ით ჩამოიტოვა, 1:47:934 დრო დააფიქსირა, მესამე ადგილზე კარლოს საინსი გავიდა.

კვალიფიკაციის შემდეგ მრბოლელები სტარტის ხაზზე შემდეგნაირად დალაგდნენ: ლანდო ნორისი, მაქს ფერსტაპენი, კარლოს საინსი, ჯორჯ რასელი, ოსკარ პიასტრი, ლიამ ლოუსონი, ფერნანდო ალონსო, ისაკ ჰაჯარი, შარლ ლეკლერი, პიერ გასლი, ნიკო ჰულკენბერი, ლენს სტროლი, ესტებან ოკონი, ოლივერ ბერმანი, ფრანკო კოლაპინტო, ალექს ალბონი, კიმი ანტონელი, გაბრიელ ბორტოლეტო, იუკი ცუნოდა და ლუის ჰამილტონი.

სტარტი ცეცხლოვანი აღმოჩნდა, ვინაიდან პირველი მოსახვევი მარცხნივ იყო, ფერსტაპენს მცირე უპირატესობა ჰქონდა, ამიტომაც ნორისმა მარჯვნივ დაიწყო სვლა, თუმცა ზედმეტი მოუვიდა, სამუხრუჭე წერტილს აცდა და ბოლიდზე კონტროლი დაკარგა, ამით ფერსტაპენმა და რასელმა იხეირეს.

სტარტზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც ბოლოდან მე-13 პოზიციამდე მოახერხა დაწინაურება, თუმცა შემდეგ ტემპი დაკარგა და მე-8 ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება ნუმერაციას, ხუთეული თავიდან შემდეგნაირად გადანაწილდა: ფერსტაპენი (+25), ნორისი (+18), რასელი (+15), ანტონელი (+12) და პიასტრი (+10). თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ "მაკლარენების" ორივე პილოტი FIA-მ დისკვალიფიკაციით დასაჯა და ორივე პილოტმა მოპოვებული ქულები დაკარგეს, რითაც ყველაფერი ძალიან დაიძაბა. საქმე ბოლიდის დამცავი ფერის სისქეზე დაიწყო და კომპეტენტურმა პირებმა ბრიტანული გუნდი სამაგალითოდ დასაჯეს. ამ მომენტისთვის ჩემპიონობისთვის მებრძოლი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებიან: 1. ლანდო ნორისი - 390 ქულა, 2. ოსკარ პიასტრი - 366 ქულა, 3. მაქს ფერსტაპენი - 366 ქულა.

მოგეხსენებათ, წინ ყატარისა და აბუ დაბის გრან პრია დარჩენილი, გასათამაშებელი მაქსიმუმ 60 ქულა (25 ქულა გრან პრის მოგებისთვის, 8 ქულა სპრინტისთვის და 1 ქულა სწრაფი წრისთვის), რაც იმას ნიშნავს რომ სხვაობა აღმოფხვრადია და 2021 წლის შემდეგ პირველად ცეცხლოვანი დასასრული გველოდება.

ყატარის გრან 28 ნოემბერს დაიწყება, ამავე რიცხვში სპრინტის კვალიფიკაცია იქნება, 29-ში სპრინტი და რბოლის კვალიფიკაცია, ხოლო 30-ში უკვე რბოლა გველოდება.

F1
წელს სწრაფი წრისთვის ქულას აღარ იღებენ პილოტები, ასე რომ მაქს. 58 ქულაა დარჩენილი
Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ჭორები გაქარწყლდა - ვერსტაპენი რედ ბულში 2030 წლამდე დარჩება
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
გენიალური მაქს ფერსტაპენი - ნიდერლანდელმა "სუძუკაზე" პოულ პოზიცია არავის დაუთმო