ესპანური ფეხბურთი პარასკევს სეგუნდადივიზიონის მატჩით (ხირონა-ელჩე) განახლდება
როგორც იქნა, დაპირისპირებულმა მხარეებმა, ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ (LFP)და ფეხბურთელთა ასოციაციამ (AFE) ორკვირიანი გაფიცვის შემდეგ საერთო ენა გამონახეს, რამაც გადაარჩინა ლა ლიგის მეორე ტური, რომელიც შაბათ-კვირას გახსნის კიდევაც სეზონს.

ინტენსიური მოლაპარაკებები ზედიზედ 7 დღის განმავლობაში ეწყობოდა, თუმცა გუშინდლამდე ამას შედეგი არ მოჰყოლია - მხარეებს შორის მთავარი შემაფერხებელი კლუბების გაკოტრების კანონი იყო, რომელიც ცუდ დღეში აგდებს უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს.

სამშაბათს მოლაპარაკებამ 6 საათს გასტანა, თუმცა ეს რეკორდი სულაც არ ყოფილა, მეორე დღეს მხარეები ერთსაათიან შესვენებას თუ გამოვაკლებთ, 12 საათის განმავლობაში უხსნიდნენ ერთმანეთს თავიანთ სიმართლეს (მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაათენდათ - დილის 6-ის ნახევარზე დაიშალნენ).

გუშინ, ესპანეთის დროით ნაშუადღევს, პროფესიული ლიგის პრეზიდენტი ხოსე ლუის ასტიაზარანი და ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ერთობლივად წარუდგნენ მედიას. მათ განაცხადეს, რომ გაფიცვა შეწყვეტილია და რომ ორივე მხარე კმაყოფილია მიღწეულით. პრინციპული საკითხები შეთანხმებულია და ახლა ორივე მხარე უფრო მშვიდ ვითარებაში ჩაამთავრებს ერთობლივ ხელშეკრულებაზე მუშაობას.

პირველი ტური, რომელიც გასულ უქმეებზე უნდა გამართულიყო, 21-21 იანვარს გაიმართება, II წრის პირველი ტურის მაგივრად, რომელიც, თავის მხრივ, მაისში გადაიწევს და ბოლოსწინა ტურად მოგვევლინება. მოკლედ, ესპანური ფეხბურთი პარასკევს სეგუნდადივიზიონის მატჩით (ხირონა-ელჩე) განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა