ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში „მეცი“ გასვლაზე „ბრესტთან“ 2:3 დამარცხდა.

მასპინძლები დებიუტში პატე მბუპმა დააწინაურა, თუმცა მალე სტუმართა გუნდის გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ეს საფრანგეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ მეცამეტე მატჩში წიტაიშვილის პირველი გოლია - აქამდე მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემა იყო.

„ბრესტი“ უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმის დასაწყისში კამორი დუმბიამ წინ გაიყვანა. წიტაიშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს. მაინც შეძლო „მეცმა“ სუმაილა კულიბალის ავტოგოლით თანაფარდობის აღდგენა. კომპენსირებულ დროში სტუმართა კარში ორჯერ დაინიშნა პენალტი, რომენ დელ კასტილიოს პირველი დარტყმული ბურთი მეკარე ჯონათან ფიშერმა მოიგერია, მეორეჯერ კი დელ კასტილიომ შანსი გამოიყენა.

„მეცის“ მეორე ქართველი ლეგიონერი გიორგი აბუაშვილი ამჯერად სათადარიგო იყო.

წიტაიშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.5, flashscore 6.8, whoscored 6.7.

„მეცმა“ ზედიზედ სამი მოგების შემდეგ მარცხი განიცადა, 11 ქულით ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილზეა და 28 ნოემბერს „რენს“ უმასპინძლებს.

ბრესტი. „ფრანსის ლე ბლე“

ბრესტი - მეცი 3:2

გოლები: 1:0 მბუპი (2), 1:1 წიტაიშვილი (6), 2:1 დუმბია (48), 2:2 კულიბალი (79, საკ. კარში), 3:2 დელ კასტილიო (90+10, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: დელ კასტილიო (90+5, ბრესტი)

Alex.F
ერთი ათად ბიჭებო!მოუმატეთ,რესურსი აშკარად გაქვთ და უკეთესები დაგვიბრუნდით ნაკრებში!

ვუყურებდი მეცის დამცველების უტვინო თამაშს,მატჩის მიწურულს და წაგებაზე ხომ არ აქვთო დადებული,ვფიქრობდი.ჯერ იყო და 97 ნომერმა,საკუთარ საჯარიმოსთან მას რომ ჰქონდა ის ბურთი,მოახერხა და საკუთარ ბურთზე ჯარიმა და გაფრთხილება აიკიდა.სახიფათო ჯარიმა ვერ გაიტანეს,მაგრამ გაგრძელებულ შეტევაში,ახლა სადღაც მაღლა,მოახერხა და ხელი მოარტყა ბურთს.პენალტი მეკარემ აიღო,მაგრამ შეტევა გაგრძელდა და მეცის მეორე მცველმა,საჯარიმოს გვერდითა ხაზთან,ისე,რომ არავითარი საფრთხე და საჭიროება არ იყო,უკანიდან აშკარად ხელი ჰკრა, ბრესტის ფეხბურთელს.ბრესტმა გაიტანა და მეცის შემტევებს,წყალში ჩაუყარა ორჯერ გათანაბრებული ანგარიში.მართლაც საინტერესო იქნებოდა,ამ დროს მათ ტვინში ჩახედვა.რას ფიქრობენ და რატომ აკეთებენ ასეთ სისულელეებს.
ქართველი
სულ მგონია, რომ გიოს ბევრად უკეთ თამაში შეუძლია და რაღაც უშლის ხელს. ვისურვებდი, რომ მეტად გახსნილიყოს და უფრო გამოიჩინოს თავი.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა - ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი - პსჟ-მ "ბრესტს" უპრობლემოდ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა