დღეს, 26 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა თასის მფლობელი "ბარსელონა" ევროპალიგის ტრიუმფატორ "პორტუს" შეხვდება
დღეს, 26 აგვისტოს საქართველოს დროით, 22:45 საათზე მონაკოში ევროპის სუპერთასის მატჩი დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიიონთა ლიგის გაამრჯვებული "ბარსელონა" და ევროპალიგის ტრიუმფატორი "პორტუ" დაუპირისპირდებიან.

25 აგვისტოს ხოსეპ გვარდიოლამ მონაკოში პრესკონფერენცია გამართა: "ეს არის ფინალი ორ კლუბს შორის, რომელთაც სრულიად დაიმსახურეს სუპერთასისთვის ბრძოლა. ჩვენ ახლახან გვქონდა მძიმე ბატალიები ესპანეთის სუპერთასისთვის, ახლა კიდევ ერთი ტიტულისთვის მოგვიწევს ბრძოლა. "პორტუს" თამაშით აღფრთოვანებული ვარ, ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი ცვლიან ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, თუმცა მაინც აგრძელებენ მოგებას. თუკი მათი დამარცხება გვინდა, ძალიან მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ".

გვარდიოლას მონაკოში არ ეყოლება ცენტრალურ მცველთა წყვილი - კარლეს პუიოლი და ჟერარდ პიკე, ორივე ტრავმირებულია.

ეს მატჩი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ლეო მესისთვის და აი, რატომ - ევროპის სუპერთასი ერთადერთი ოფიციალური შეჯიბრებაა, სადაც არგენტინელს ჯერ გოლი არ გაუტანია, არადა, მესამედ თამაშობს.

ვიტორ პერეირას გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დააკლდება ტრავმის გამო: ახალწვეული ალექს სანდრო, რომელმაც ტრავმა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიიღო. ალვარო პერეირა გუნდთან ერთად არ არის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ მარცხენა მცველი "ჩელსიში" გადადის.

"ბარსელონა" (სავარაუდო): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, აბიდალი, ადრიანო - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ვილია.

"პორტუ: (სავარაუდო): ელტონი - ფუსილე, ოტამენდი, როლანდო, სეპუნარუ - სოუზა, გუარინი, მოუტინიო - ჰალკი, კლებერი, ვარელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე