ხვალ, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "პარი სენ ჟერმენი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. პარიზელთა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკესთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია წარსდგა:

"ჟოაო ნევეში ამჟამად გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარი გამარჯვებაა.

კიდევ ბევრი ასპექტია რომლის გაუმჯობესებაც მსურს. მაგალითად გოლების გატანა და მეტი საგოლე პასების გაკეთება. ვცდილობ, ყოველდღე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. თანმიმდევრულობა? ეს ყველაზე რთულია, თუმცა ჩვენი საქმის სამუშაო ნაწილია.

დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი. წარსულში შეტევაზე უფრო ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ყველა მოთამაშემ დაცვით ფაზაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მწვრთნელის წყალობით ამ მხრივ პროგრესი მაქვს. მოედანზე 100%-ით ვიხარჯები და ვცდილობ, გუნდს ყველა ასპექტში დავეხმარო, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.

სეზონის სტარტი რთული გამოგვივიდა, რადგან ამ ზაფხულს დიდი ხნით არ დაგვისვენია. ახლა უკეთეს ფორმაში ვართ, პირადად მე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, "ტოტენჰემი" კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობს და თავს კარგად იცავენ. ზაფხულში მათთან 0:2-ს ვმარცხდებოდით და მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე მოვახერხეთ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ.

აშრაფ ჰაკიმის ტრავმა? მისი შეცვლა ურთულესია. გასულ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგება ნამდვილად დაიმსახურა. მწვრთნელმა მისი შეცვლა სცადა და რამდენიმე ხერხს მიმართა, მაგრამ ვიცით, რომ აშრაფის გარეშე ძალიან რთულია და იმედია, მალე დაბრუნდება. ის წარმოუდგენელი მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია.

რა მასწავლა პსჟ-ში თამაშმა? ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, ეს ასე არ არის, რადგან საფრანგეთში ფეხბურთს სწრაფად და დიდი მონდომებით თამაშობენ. პსჟ-ს დამარცხება ყველას განსაკუთრებულად სურს, ლიგა 1 კი ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

რაც შეეხება ჩემს ოპტიმალურ პოზიციას, ყველამ იცის, რომ მარცხენა ფლანგზე თამაში მომწონს, მაგრამ ფეხბურთელს ადაპტაცია უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე თამაში უნდა გამოსდიოდეს. იმედი მაქვს, მალე როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვენა ფლანგზეც კარგად თამაშს შევძლებ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

დავით სალუქვაძე
ერთი რამ ვიცი, პასი, პასი, დროული პასი და მომენტალურად ათამაშდები, - მაგრამ პსჟს ახალგაზრდებს ეს არ... ნუ არ ვიტყვი, შენი მთავარი "ნაკლი" ორია, - დროულ პასს გამადლიან და დაბალ ბურთებს ნაკლებად ურტყამ. შენ თუ თავისუფლებას მოგცემენ, - :ნიჭსა გზა ფართო," - გენია შენში, მომენტალურად აფეთქდება, ნებისმიერ მეტოქესთან. დალოცვილო, გეხაროს და გვეხაროს კიდევ მრავალჯერა!😍😍😍😍
alexandre
სულ წარმატებებს გისურვებ, ხვიჩა! ბევრი სიხარული მოგეტანოს შენი ოჯახისთვის და შენი სამშობლოსთვის!
ვანო
ხვიჩა, შენი მთავარი სამიზნე შეტევა და გოლებია! დაცვის მოხმარება ძალების დაზოგვით! სპალეტიმაც იგივე გირჩია. სასწრაფოდ კორექტირება უნდა მოახდინო შენს თამაშში,თორემ რა გამოდის, ყველაზე მთავარს მოუკელი -გოლებს! შენზე მეტი მცველებს და ნახევარმცველებს გააქვთ!არაფრით ჩამორჩები ჰოლანდს,მესის და რნალდუს...ის,რომ მცველებმა შეგისწავლეს სისულელეა! ტალანტებს ვერ სწავლობენ! შენი გვჯერავს და მიდი ვაჟკაცურად, გაგვახარე ქართველები, როგორც ნაპოლიში აკეთებდი, წარმატებები!
Levani
შეტევაში მეტი გააკეთე აწი,ეგ გჭირდება ოქროს ბურთისთვის. დაცვაში ჩემი მეზობელი მამუკაც მუშაობს,მაგრამ რა ხეირი ბანკის ვალებსაც ვერ იხდის დაცვის ხელფასით
Mamuka
საერთოდ გაყიდული ფეხბურთელები არუნდა ათამაშონ იმიტო რო მაგრა ახატიათ ტიტული რამე ტრანვა რო მიიღონ პრობლემებში იჩითებიან და ამიტო სულ არაფერ გუნდებთან აგებენ ეგ საქართველოს სპორტის ფედერაციას ეხება არიან მათზე უკეთესი ფეხბურთელები
კაი ერთი
გიორგი-ს გაპრავებაში და ხავსზე ჩაჭიდებაში 10-ანი გაქვთ )) ...და ნაკრებში რა უშლის ხელს, ხომ ვერ გვეტყვით?! ააა, სანიოლი არაა? დდ
Porto
ხვიჩაზე ისეთი ხალხი წერს კომენტარს, მაღაზიაში დედის გარეშე პურის ამოსატანადაც, რომ ვერ ჩადიან :)))
მე ის თამრო აღარა ვარ)))
ამბობს ხვიჩა რომ ბევრს შრომობს. დაივიწყეთ რაც იყო და როგორც თამაშობდა. 10 მილიონს უხდიან რომ გუნდს როგორც დაჭირდება -- ისე ითამაშოს. მორჩა ხვიჩას 8-9 დრიბლინგი და კარში დარტყმა ყოველ თამაშში.

ნაპოლიში სულ წინ იყო,მაგრამ ფლანგის თავდამსხმელი,უფრო საგოლე პასებზეა ორიენტირებული,რადგან მისი პოზიციიდან,ძალიან ბევრის გატანა უძნელესი საქმეა,განსაკუთრებით კი,ძლიერ ლიგებში.სეზონში 10-12 გოლი,უკვე ბრწყინვალე შედეგიანობად ეთვლებათ,მაგრამ ამავე დროს,პასებიც უნდა გააკეთონ.ჩვენც გვწყინდა და გვწყინს,კვარას პასს რომ არ აწვდიდნენ.კვარასაც უმცირდება გოლების რაოდენობა და გუნდის შედეგზეც ცუდად მოქმედებს.კვარაც ასევე რომ მოიქცეს,ეს ხომ კიდევ უფრო უარესი იქნება გუნდისათვის.მბაპე იმიტომ გაუშვეს და კვარა დაიმატეს,რომ ენრიკემ,მირჩევნია სამმა ფეხბურთელმა 50 გოლი გაიტანოს,ვიდე ერთმა მბაპემ,45 გოლიო!მთავარი ჯამური შედეგია და უკვე მერე,სტატისტიკა.სპეციალისტები გუნდისთვის სარგებლიანობას აფასებენ და ფანი,პირად გამოსვლას.ვის აზრს უფრო დიდი ძალა აქვს,კითხვაც აღარაა საჭირო.
გიორგი
გეთანხმებით ის ხვიჩა არ არის უფრო აკადემიური გახდა მეტს შრომობს როგორც ვნახეთ კარის ხაზიდანც კი გამოიტანა ბურთი უბრალოდ ნაპოლში მარტო ხვიჩა და ვიქტორი ჩანდენ პარიზში კი თითქმის ყველა ვარსკვლავია ვნახეთ ხომ ოქროს ბურთის ნომინაციაში ცხრა კაცი იყო წარდგენილი
ძველი ხვიჩა მენატრება
ჩვენთვის მთავარი ის არის რომ შენ ის ხვიჩა აღარა ხარ თან კვარადონაც რომ იყავი და შენ სანახავად საქართველოდან უამრავი ხალხი ჩამოდიოდა იტალიაში.დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
შალვა კვარაცხელია
შეტევაზე უფრო აქცენტირებულ უნდაიყოს თავდამსხმელი, ყველგან სირბილი ძირითად კონცენტრაციას გაკარგვინებს, ძალებიდან გფიტავს...
ხვიჩა
ნევეში რა არ ეხმარება დაცვას? ნახევარმცველია და გუნდის ბომბარდირია, მითუმეტეს რომ ტრავმის გამო ბევრი გაუცდა
ხვიჩა მაგარია!
მაგიტომაც ვეღარ ხარ შედეგიანი თავდასხმაში, რომ დაცვას ეხმარები. სულ წინ რომ ყოფილიყავი, გექნებოდა უკვე 10 გატანილი გოლი, ეხლა კი გაქვს ერთი. 10 რომ გაგეტანა, ზამენაზე დასმას უბრალოდ ვერ გაგიბედავდნენ, შეხედე ბარკოლას და დემბელეს როგორ ცდილობენ სულ გატანას. როდის გაგიკეთეს ბოლოს საგოლე პასი? შენ კი არიგებ აქეთ-იქეთ. ენრიკე, ოღონდ გუნდმა გაიმარჯვოს, კარშიც ჩაგაყენებს. სხვათა შორის სპალეტიც ეგრე გექცეოდა. მწვრთნელი შედეგს ითხოვს, ვინ რამდენს გაიტანს, სულ არ აინტერესებს. დამრიგებლად არ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია რომ დაცვაში სირბილით პირადი სტატისტიკაც გაგიუარესდა წლიდან წლამდე და ძირითადშიც ვეღარ ხვდები ყოველ თამაშში. ერთ დროს ასეთი რამ ნამდილად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის. გისურვებ წარმატებებს!
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო