პრიმერადივიზიონი. კლუბების წარდგენა - "ესპანიოლი" (ბარსელონა)
ახალგაზრდა არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო კვლავ ხელმძღვანელობს მოკრძალებულ, მაგრამ ამბიციურ ბარსელონურ კლუბს, რომლის მიზნად კვლავ ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა რჩება. გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ გამოუცდელობას ფეხბურთელები ნიჭიერებითა და მონდომებით ინაზღაურებენ.

გასული სეზონის პირველი ნაწილი "ესპანიოლმა" კარგად განვლო, გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში იყო, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდმა და ტრავმებმა ბარსელონელები დააზარალეს. ზამთარში გუნდს ორი ნიჭიერი მცველი ვიქტორ რუისი (ნაპოლი) და დიდაკ ვილა (მილანი) გამოეთხოვა, რითაც მოირღვა ეს რგოლი. მხოლოდ მეორე წრის მიხედვით "ესპანიოლმა" ბოლოსწინა, მე-19 შედეგი აჩვენა!

მაგრამ იმედგაცრუება მალე გავიდა და ახალგაზრდებმა ახალი შემართებით დაიწყეს მზადება, წლეულს პოჩეტინოს გუნდი კიდევ ერთხელ შეეცდება ევროთასების ზონაში შეღწევას. "ესპანიოლის" ცხოვრებაში კვლავ დიდ როლს თამაშობს კანტერა, ტალანტები მოდიან და მოდიან გუნდში.

გუნდი დატოვეს გამოცდილებმა, მაგალითად, ივან დე ლა პენია და დავიდ გარსია გუნდის სიმბოლოებადაც მიიჩნეოდნენ. მოკლედ, გუნდიდან მეტი წავიდა, ვიდრე მივიდა. პოჩეტინომ კი ისევ მხსნელ კანტერას მიაკითხა ტალანტების ახალი "პარტიისთვის". გუნდში ახლა სამი სრულფასოვანი მეკარეა და პოჩეტინოს ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი ვინ იქნება პირველი.

გუნდს ალბათ დატოვებს დანიელ ოსვალდო, მთავარი დამრტყმელი ძალა, რომელსაც ბევრი მთხოვნელი ჰყავს ევროპაში.

ციტატები

ექტორ მორენო: "აქ მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, შესაბამისად ადგილიც ცხრილის მაღალ ზონაში უნდა დავიმკვიდროთ".

რუი ფონტე: "პოჩეტინომ ჩემ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მან ჩემი ძალების ირწმუნა და პრიმერაში თამაშის შანსი მომცა".

მაურისიო პოჩეტინო: "დღეისათვის მიჭირს "ესპანიოლის" წარმოდგენა ოსვალდოს გარეშე. არადა, მომიწევს".

სეზონის ამოცანა - ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა

ამაზე ზემოთაც ბევრი ვილაპარაკეთ და აღარ გავიმეორებთ.

ტრანსფერები

მივიდნენ: რუი ფონტე ("სპორტინგი", თავ. აგენტი), ექტორ მორენო ("ალკმაარი", 4 მლნ. ევრო), ხუან ანხელ ალბინი ("ხეტაფე", 3 მლნ.), დიდაკ ვილა ("მილანი", იჯარა დაუსრულდა), კიკო კასილია ("კარტახენა"), კორომინასი ("ოსასუნა").

წავიდნენ: ჩიკა, დუშერი, დ. გარსია, ი. ალონსო, ა. მარტინესი, რ. მარტინესი, სმილიანიჩი, კალეხონი, დე ლა პენია, შაარი, მოლინა.

დოსიე

რეიალ კლუბ დეპორტიუ ესპანიოლ

დაარსდა: 1900 წ.

სტადიონი: კორნელია ელ პრატი, 40 500

პრეზიდენტი: რამონ კონდალი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

კლუბის წევრი: 29 500

75 სეზონი პრიმერაში

თასი (1929, 1940, 2000, 2006)

მეტსახელი: პერიკიტოსი, ბლანკიბლაუსი

გასულ სეზონში: მე-8 ადგილი

ოფიციალური საიტი: www.rcdespanyol.com

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ვერდიუ (37), ლუის გარსია (37), კალეხონი (37), კამენი (33), ალვარო (30).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: ოსვალდო (13), კალეხონი (6), ლუის გარსია (6), ვერდიუ (5), ალვარო (4).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. კარლოს იდრის კამენი (კამერუნი) 18.02.1984

13. ფრანსისკო კიკო კასილია 02.10.1986

25. კრისტიან ალვარესი (არგენტინა) 13.11.1985

მცველები

2. ფელიპე მატიონი (ბრაზილია) 15.10.1988

3. რაულ როდრიგესი 22.09.1987

5. ხორდი ამატი 21.03.1992

14. ერნესტო გალანი 17.06.1986

15. ექტორ მორენო (მექსიკა) 17.01.1988

18. ხუან ფორლინი (ურუგვაი) 10.01.1988

22. დიდაკ ვილა 09.06.1989

ნახევარმცველები

4. ხავი მარკესი 11.05.1986

7. რაულ ბაენა 02.03.1989

11. იოან ვერდიუ 05.05.1983

16. ხავი ლოპესი 21.01.1986

23. ხესუს დატოლო (არგენტინა) 19.05.1984

24. ხუან ალბინი (ურუგვაი) 17.07.1986

თავდამსხმელები

6. რუი ფონტე (პორტუგალია) 23.04.1990

8. ალვარო ვასკესი 27.04.1991

9. სერხიო გარსია 09.06.1983

10. ლუის გარსია 06.02.1981

ფერან კორომინასი 05.01.1983

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა