ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემი“ 5:3 დაამარცხა.

მასპინძლებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თანდათან უპირატესობას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ფაბიან რუისმა და კვარაცხელიამ ვერ უწიეს მიზანს, შანსი ზაირ-ემერიმაც ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა რიშარილსონმა და სტუმრები დააწინაურა. თუმცა, ვიტინიამ შორიდან ლამაზი გოლით უპასუხა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პსჟ-დან განათხოვრებულმა კოლო მუანიმ შევალიეს გაუტანა და ლონდონელები ისევ წინ გავიდნენ. ისევ მალევე აღადგინეს თანაფარდობა პარიზელებმა და თავი ისევ ვიტინიამ გამოიჩინა, ამჯერად ხვიჩას პასით. შემდეგ ვიკარიოს კარი ფაბიან რუისმა და პაჩომ დალაშქრეს, მაგრამ კოლო მუანიმ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში „კვარა“ მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, ვიტინიას დარტყმული ბურთი ხელზე რომეროს მოხვდა, პენალტი თავად პორტუგალიელმა გამოიყენა და ჰეთ-თრიკიც მიითვალა. 79-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია და ნჯანტუ დემბელეთი და რამუშით შეცვალა, ანგარიში კი არ შეიცვალა და "პარი სენ ჟერმენმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

პსჟ 12 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 11 დეკემბერს, ბილბაოში „ატლეტიკთან“ ჩაატარებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ტოტენჰემი 5:3

გოლები: 0:1 რიშარილსონი (35), 1:1 ვიტინია (1:1), 1:2 კოლო მუანი (50), 2:2 ვიტინია (53), 3:2 ფაბიანი (59), 4:2 პაჩო (65), 4:3 კოლო მუანი (72), 5:3 ვიტინია (76, პენ)

გაძევება: ერნანდესი (90+3, პსჟ)

მალხაზ ჯობავა
ნუ ეხლა თქვენი ნაწერის პასუხად მე ასე ვიტყოდი გავლენას თამაშზე კიტეიშვილიც, დავითაშვილიც, მიქაუტაძეც და სხვებიც ახდენენ თავიანთ გუნდებში მარა, გააჩნია ვის გვერდით, როგორი ვასკვლავების გვერდით და როგორი ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდის წინაამდეგ თამაშში ახდენ გავლენებს თორემ ბავშვობაში, ჩემი ქუჩის გუნდში მეც ვახდენდი, გავლენა-განსხვავებას. ასე რომ ხვიჩა კვარაცხელია, კომაროვის სკოლას ამთავრებს, სხვა დანარჩენი კიდე ჯერ მეხუთე-მეექვსე კლასში არიან. იმედია ექსტერნით დაეწევიან ხვიჩას, კარგ გუნდებში გადასვლით და თავდაუზოგავი შრომით მიაღწევენ დიდ წარმატებებს, რაც ჩვენი დიდი სურვილიცაა.
დათი
ხო მაგრამ, ჩვენ განებივრებული არ ვართ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელებით, ჩვენ იმიტომ ველოდებით შუაღამეს, რომ მისი ბრწყინვალება ვნახოთ: გამორჩეული ვარსკვლავი, გამორჩეული ინდივიდუალიზმით, დრიბლინგებით, დარტყმებით, მაკრატელებით. ფეერული მატჩებით, გოლებით, ჩვენ ყიფიანი,გუცაევი, შენგელია, ქინქლაძე მოგვენატრა და რახან ბევრი არ გვყავს, მაგ ერთ კაცში გვინდა ვნახოთ ყველაფერი ერთად აღებული, თორემ გავლენას თავისგუნდზე და შედეგზე კიტეიშვილიც ახდენს, ხანდახან ზურიკოც ახერხებს დრიბლინგს და დროგამოშვენით მიქაუტაძეც გამოანათებს, მაგრამ ჩვენ კვარა გვინდა, ისეთი, როგორიც მინიმუმ 2022 წლის შემოდგომაზე იყო!
გიორგი
ხვიჩა მართლა მოთამაშე მწვრთნელია, არეგულებს ტემპს, ეხმარება დაცვას, მაგნიტივით იზიდავს მოწინააღმდეგეებს, მშვენივრად ხედავს მოედანზე პარტნიორებს და ამაში ჰგავს ჯანოს. მე ვემხრობი მათ, ვინც ხვიჩას ხედავს ყიფიანის პოზიციაზე. თქვენ წერთ, ლამაზ სოლო სპექტაკლებს არ გვთავაზობსო. თქვენ თუ იმდენი გირახუნეს და მსაჯმა დახუჭა თვალები, რამდენად მისაღებია? თითქმის ყველა გოლი მის გამწვავებას მოსდევს. დააკვირდით, როცა მარცხენა ფლანგზე დაბრუნდა, ოთხი, ოთხი კაცი გამოდიოდა მასზე.
ვაჟა მასწავლებელი
სამწუხაროა, მაგრამ კვარა ნელა-ნელა "გულკეთილ მიხოდ" და მოედანზე მოქმედ "მოთამაშე მწვრთნელად" ყალიბდება, ყველას ლამაზ პასებს უგორებს და როცა გაიტანენ "ხბოსავით" აღტკინებას გამოხატავს, გამტანები კი მადლობასაც არ უხდიან, მაგალითად პსჟ-ს ვიტინია - კალინინმა (ძალინ გავს იმ წყეულ რუს სახელმწიფო ჩინოვნიკს) არც შეიმჩნია კვარას კარგი პასი და მადლობაც არ უთქვავს და სხვათა შორის პენალტიც შეეძლო დაეთმო მისთვის, მაგრამ არა: ღირი ყველგან ღორია, რაც არ უნდა ხეხო ქვიშითა!
RR
თავდამსხმელმა, რაც არ უნდა ლამაზად "იმატავოს", გოლებიც თუ არ გაიტანა, მალე სათადარიგითა სკამზე დასვამენ.
კვარაცივია
თითქოს ჩვეულებრივი სექტა ჩამოაყალიბეს, მარა სინამდვილეში არაა ეს ჩვეულებრივი სექტაა, ამ სექტას სულ სხვა მიზნები აქვს (ეს აქამდეც გამოჩნდა და კიდევ გამოჩნდება)
Vakoo
Bolos kvaram goli rodiiis gaitanaa dzmaaa gaxsovt?????? Eg tu wingeriaaa da me Centr forwardi vkofilvaar mashiiin braat))))))))
sergo
ისე, მეც მგონია, რომ დაცვაში წინ და უკან სირბილი უფრო გამოსდის ვიდრე შეტევაში რაიმე კრეატიული სვლების მოგონება, რადგანაც, მისი ფლანგზე ბურთის მიღება, ცენტრისკენ შემოწევა და დარტყმა, უკვე ბავშმაც კი იცის, მითუმეტეს ძალიან ცუდათ ურტყავს და ყარაულის თოფივით თუ არ გაუვარდა ათასში ერთხელ, თეთრია მისი ფასი....კარგით მოვიტყუოთ კიდევ ერთხელ თავი და ვიზეიმოთ მისი ე.წ.სასისტი, ე.წ. იმიტომ რომ მან საჯარიმოს გარეთ ბურთი დაუგორა ვიტოს მაშინ როდესაც მორიგ ჯერზე ცენტრის კენ შემოიწია,მაგრამ დარტყმის საშუალება არ მისცეს და გვერდზე დაუგორა, რომელმაც მიიღი,ჩამოიშორა მცველი იარა საჯარიმოსკენ მინიმუმ 6 მეტრი და საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა საუცხოვოდ...ხოდა დავარქვათ ამას - ვიტინიას გაატანინა!!???..კი ბატონო, მაგრამ ამხელა სუპერვასკვლავი 5 გოლიდან ერთსაც ვერ გაიტან...... არ ხარ, არც სუპერ და არც ვასკვლავი საერთოდ, რაც კარგად ჩანს მისი ნაკრებში თამაშით და შედეგებით...კი ბატონო! ვამტკიცოთ რომ მაგარია ლიგა მოიგო, ბარკოლას და ვიტინიას გაატანინა,იგივე ბარკოლა დაცვაში არ ჩამოდის, რაღაც გამოცემამ დაბალი შეფასება დაუწერა, მარჯნიდან არ ათამაშებენ, და ა.შ. აფსურდულ მიზეზს რა გამოლევს....ახლა სათქმელი ბევრი რომ არაფერი დარჩა მის თამაშზე ახალი - დაცვაში კარგი თამაში წამოწიეს, არა და გუშინ 3 გოლი გაუშვა პსჯ-მ და პირველი ზუსტადაც კვარას ზონიდან გავიდა,,,,ეს ისე... თუ არა კვარა მაგარია და გუშინაც საუკვეთესო იყო ორივე გუნდიდან...ვიტალასაც პასი დაუხატა და გაატანინა....მეტი რა გვინდა!!!..
321
კვარაზე რაც არუნდა თქვათ, ლიგაზე გოლებსაც იტანს, ტიტულებსაც იგებს, ეხლა მეორე ლიგასაც მიაბავს. თუ ვინმეს იცნობთ საქართველოში ფინალში გოლს იტანდეს და ლიგას იგებდეს გამოუშვით.
გელა
ეს ის თამრო აღარ არის,სამწუხაროოოდ
გიგო პაპა
ბარკოლა დაცვაში რო არ ჩამოდიოდა და წინაც ვერაფერი ქნა, მაგიტომაც შეცვალა ენრიკემ პირველი. ხვიჩა კარგი იყო, სრული თავისუფლება აქვს მწვრთნელისგან, მაგრამ დაცვაში სირბილი ბევრ ძალებს ართმევს. დუეს არყოფნა იგრძნობა. შემოქმედი ფაქტიურად ხვიჩაა გუნდში, მხოლოდ მას შეუძლია ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღება. ვიტინიას პენალიც 90% ხვიჩას დამსახურება იყო, მშვენივრად შევიდა მარჯვენა ფლანგიდან. ორი ქონდა უკვე ვიტინიას გატანილი და შეეძლო დაეთმო ხვიჩასთვის, მაგრამ როგორც ვხედავთ ყველა ცდილობს თვითონ გაიტანოს ბევრი. წარმატებები ხვიჩას, იმედია ძირითადში დატოვებს ენრიკე!

5გოლში ერთსაც რომ ვერ გაიტან. რატომ ბარკოლა არ ჩამოდის დაცვაში
გურჯი
კვარა საშუალო დონისაც აღარ არის. ბურთს მიიღებს რაიმე მოქმედების თავი აღარ აქვს. მცველად ჩამოყალიბდა.
kk
მცველად აგციეს ტიპი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა