ქალაქ ვალენსიას სპორტის მინისტრმა ლოლა ჯონსონმა განაცხადა, რომ გრანპრის გამართვაზე მოლაპარაკებები ჩემპიონატის ორგანიზატორებთან კვლავაც გრძელდება
ქალაქ ვალენსიას სპორტის მინისტრმა ლოლა ჯონსონმა განაცხადა, რომ გრანპრის გამართვაზე ახალი კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის და მოლაპარაკებები ჩემპიონატის ორგანიზატორებთან კვლავაც გრძელდება.

მიმდინარე ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე იქნება ძალაში, თუმცა ჯერ უცნობია, მოინდომებს თუ არა მის გაგრძელებას ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ მიიღებენ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ფინანსური ხასიათის. რბოლის ორგანიზატორები ცდილობენ შეცვალონ კონტრაქტის პირობები და ვალენსიაში არა ევროპის გრანპრი, არამედ ესპანეთის გრანპრი ჩაატარონ, რომელიც ამჟამად ბარსელონას ეკუთვნის, მაგრამ კატალონიის დედაქალაქს ფინანსური და პოლიტიკური პრობლემები აქვს.

ეს სიტუაცია, როგორც ჩანს, არ მოსწონს ბერნი ექლსტოუნს, რომელიც ფორმულა 1-ის გრანპრის ჩატარების უფლებაზე ამ ორ ტრასას შორის კონკურენციაზე ოცნებობდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი რამ შეიძლება აღარც მოხდეს - ორივე რბოლის ორგანიზატორებს შეექმნათ პრობლემები: ბარსელონაში იძულებულნი არიან ხისტი ეკონომიკის გეგმას მისდიონ, ვალენსიაში კი ვალებში ეფლობიან, რათა რბოლა ჩაატარონ. სავარაუდოდ, ესპანეთის გრანპრის ბედი ბოლო წამს გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს