დღეს, 26 ნოემბერს საბერძნეთში, ანტიკური ოლიმპიის მერიაში გაიმართა სახელოვანი ქართველი მოქანდაკის - გიორგი შხვაცაბაიასთვის ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა, რომელიც სიმბოლურად დაემთხვა ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ტრადიციულ ცერემონიას.სწორედ ოლიმპიის მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრშია აღმართული გიორგი შხვაცაბაიას ბრინჯაოს ცნობილი ქანდაკება - „მშვდობის ჩირაღდანი.“

ეს მოხდა 1992 წლის 5 ივნისს (ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების დღეს), ახალდაარსებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით და ოლიმპიის მერიის გადაწყვეტილებით. და აი, 33 წლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ოლიმპიის მერიამ, ქართველი სკულპტორის ღვაწლის და მაღალი ხელოვნების აღიარების ნიშნად, მიიღო მეტად სასიხარულო გადაწყვეტილება გიორგი შხვაცაბაიასთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.შხვაცაბაიას შესაბამისი რეგალიები გადასცა ოლიმპიის მერმა არისტიდის პანაიოტოპულოსმა - „სამ ათეულ წელზე მეტია, რაც ჩვენს უძველეს ქალაქს, მის ცენტრალურ მოედანს ამშვენებს ქართველი მოქანდაკის შესანიშნავი ქმნილება.

"მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება მერიისა და ჩვენი თანამოქალაქეების სახელით მივესალმო ბატონ გიორგის და მივულოცო ეს აღიარება.“თავის მხრივ, გიორგი შხვაცაბაიამ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს ასეთი დაფასებისთვის და ოლიმპიის მერიას საჩუქრად გადასცა მედალი „მშვიდობის ჩირაღდნის“ გამოსახულებით.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მასთან ერთად ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები - დავით ჯალაღანია და ვარლამ ბაძაღუა, პროფესორი ზურაბ შხვაცაბაია.როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, გიორგი შხვაცაბაიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სპორტს. მან არაერთი ქანდაკება თუ ნახატი მიუძღვნა გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს.

„მოგეხსენებათ, ოლიმპიაში „მშვიდობის ჩირაღდანი“ აღიმართა 1992 წლის 5 ივნისს, იმავე დღეს კი აქვე, ზევსის ტაძრის ნანგრევებთან აინთო ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი. მე სწორედ ბარსელონაში მოვიპოვე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული და, ბუნებრივია, ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს 1992 წლის ამბებს. მივესალმები ოლიმპიის მერიის გადაწყვეტილებას და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით.“დღესვე საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ცერემონიას, რომელიც უამინდობის გამო ამჯერად გაიმართა არა ტრადიციულ ადგილას - ზევსის ტაძრის ნანგრევებთან, არამედ დახურულ სივრცეში - ანტიკური ოლიმპიის არქეოლოგიის მუზეუმში.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ვულოცავ ბატონ გიორგის,საპატიო წოდებას.რამდენადაც ვიცი,აკადემიკოსი გიორგი შხვაცაბაია სპორტსმენი იყო და რეკორდიც აქვს დამყარებული ადგილიდან სიმაღლეზე ხტომაში,რომელიც დღეს სპორტულ დისციპლინებში აღარ ითვლება.ისე მგონია,ბატონი გიორგი,აკადემიკოსი შხვაცაბაიას შვილიშვილი უნდა იყოს და სპორტისადმი გულგრილი ვერ იქნებოდა.როცა საქართველოს აღიარება სჭირდებოდა,რითაც შეეძლო იმითი დაეხმარა ქვეყანას და ოლიმპიურ კომიტეტს აჩუქა ქანდაკება,რომელიც ოლიმპიაშია დადგმული.იქ არავის აქვს რაიმეს შეცვლის უფლება,მისი ქანდაკება კი ისე ერწყმოდა იქაურობას,რომ იქ დადგმაზე უარი ვერ თქვეს.თუ სურათის ნახვა ვინმეს აინტერესებს,დაგუგლოს გიორგი შხვაცაბაია,მოქანდაკე და ფეისბუკზე სურათები გამოვა,სადაც გიორგი შხვაცაბაია,მისივე ქმნილების ფონზეა გადაღებული.
სამართალი
ქანდაკება გვაჩვენეთ
2026 წლის საქართველოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში გუდაურში გაიმართება
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა