"მილანი" "დენვერის" ფორვარდს, უილსონ ჩენდლერს მოელაპარაკა და ამ კალათბურთელის იტალიურ კლუბში თამაში უკვე გადაწყვეტილია
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ლიდერი ლამარკუს ოლდრიჯი პესიმისტურად არის განწყობილი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სეზონის მიმართ. მას არ სჯერა, რომ ლოკაუტი დროულად დასრულდება და კალათბურთელებს მოედანზე დაბრუნების საშუალება მიეცემათ.

"ოპტიმიზმის საბაბი არ არსებობს. დღევანდელი მდგომარეობით ორივე მხარე საკმაოდ შორს არის კომპრომისიდან", - ამბობს ოლდრიჯი. მანვე ისიც დაამატა, რომ უკვე შეეგუა 2011-12 წლების სეზონის ჩაშლას.

"დენვერ ნაგეტსის" ორი კალათბურთელი გააგრძელებს კარიერას ევროპაში. იტალიური პრესის ინფორმაციით, კლუბის იტალიელი ლეგიონერი, 23 წლის ფორვარდი დანილო გალინარი მოკლევადიან კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს "მილანთან". მოთამაშის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ლოკაუტის დასრულების შემდეგ NBA-ში დაბრუნების შესაძლებლობა.

გალინარის რეგულარულ სეზონში 171 მატჩი ჩაუტარებია "ნიუ იორკისა" და "დენვერის" შემადგენლობაში და საშუალო მონაგარი 13.8 ქულასა და 4.4 მოხსნას უდრის.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ "მილანი" მოელაპარაკა "დენვერის" ფორვარდს უილსონ ჩენდლერს და უკვე გადაწყვეტილია ამ კალათბურთელის იტალიურ კლუბში თამაში. კონტრაქტი ევროლიგის პირველი ეტაპის ბოლომდე იქნება ძალაში, რის შემდეგაც მხარეები განიხილავენ ლოკაუტთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

24 წლის კალათბურთელი, რომელიც შარშან საშუალოდ 12.5 ქულასა და 5.0 მოხსნას აგროვებდა, ხელფასის სახით 500 ათას დოლარს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო