ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო.

ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს, ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია ჰერას ტაძრის ნანგრევებთან შედგა.ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დავით ჯალაღანია და ვარლამ ბაძაღუა.

ოლიმპიური ცეცხლის პირველი მეჩირაღდნე გახდა ნიჩბოსნობაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი პეტროს გაიდატზისი.ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში დაახლოებით 450 მეჩირაღდნე იქნება ჩართული.

ესტაფეტა გაივლის საბერძნეთის არაერთ ღირსშესანიშნაობას, კულტურულ ძეგლს, სპორტულ ცენტრებს, მათ შორის დასახლებულ პუნქტებს: პირგოსს, ამალიადას, კალავრიტას პატრის, აგრინიოს, კარპენისის, კალამბაკას, მეცოვოს, კოზანის, კასტორიას, ფლორინას, ნაუსას, სერეს, დრამას, სალონიკის, ლამიას, არახოვას, ლევადიას და ათენს.ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც საბერძნეთში ცხრა დღეს გაგრძელდება და 2200 კილომეტრს მოიცავს, 4 დეკემბერს დასრულდება ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების მასპინძელ, „პანათინაიკოსის“ სტადიონზე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებისთვის ჩირაღდნის გადაცემის ცერემონიით.

ესტაფეტის იტალიური ვოიაჟი დაიწყება მილანი/კორტინას თამაშებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, 6 დეკემბერს, რომში. ოლიმპიური ცეცხლი სრულად მოივლის იტალიას, მათ შორის კუნძლებს, სარდინიას და სიცილიას. რა თქმა უნდა, ეწვევა კორტინა დ’ამპეცოს, სადაც ასპარეზობათა ნაწილი ჩატარდება.ოლიმპიური ესტაფეტა დასრულდება 6 თებერვალს, მილანის ოლიმპიურ სტადიონზე (სან სირო) საზეიმო ცერემონიით.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

2026 წლის საქართველოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში გუდაურში გაიმართება
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა