ლიგა 1-ის მეთოთხმეტე ტურში პსჟ გასვლაზე „მონაკოსთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა პარიზელებს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ და მეტოქეს სახიფათო იერიშების მიტანის საშუალებას არ აძლევდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომლის დარტყმული კერერმა დაბლოკა. შემდეგ ვიტინიამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ ბურთს მეკარე ჰრადეცკი დაეუფლა. შანსები „მონაკოსაც“ ჰქონდა, რომლებიც მინამინომ და სალისუმ ვერ გამოიყენეს. მერე ხვიჩას გატანა ჰრადეცკიმ არ დაანება. 41-ე წუთზე სალისუმ შევალიეს კარი დალაშქრა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა და ფრთხილი, თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეილიუმ „კვარა“ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეტევის გასაძლიერებლად ლი და მეილიუ დემბელეთი და ნჯანტუთი შეცვალა და მალე მონეგასკები მინამინომ დააწინაურა. კვარაცხელიას ნაცვლად 76-ე წუთზე მოედანზე მბაიე შევიდა. მსაჯმა ცოტა ხანში მბაიესთან ბოლო იმედის ჯარიმისათვის მაპინძელთა მცველი კერერი გააძევა, რითაც პარიზელებმა ვერ ისარგებლეს და მარცხი განიცადეს.

პსჟ ამ მომენტისთვის 30 ქულით ლიდერია და 7 დეკემბერს „რენს“ უმასპინძლებს.

მონაკო. „ლუი II“

მონაკო - პსჟ 1:0

გოლი: მინამინო (68)

გაძევება: კერერი (80, მონაკო)

გოჩა
ეგრეა ზუსტათ მაგისი ფაფხური დამღლელია უკვე დიდი ხანია
Achi
Pexburts zogiertebi rogor uxurebt naxdad ar mesmis psj rogor tamashobs Liga ertshida rogor tamashobs chempionta ligaze ver atyobt xo. Imena Liga ertis tamashebze dadian kiar darbian
კაი ერთი
ფსევდო-პროფესორ, შენნაირებმა დაღუპეს საქართველო, ისე, რომ იცოდე... ამ შენი ტექსტით კვარას მოღალატეობა რომ იკვეთება, იმას მაინც თუ ხვდები?! თუ პროფესორობა გინდა, ამას შესაბამისი საფეხურების გავლა სჭირდება და როცა არ გაქვს გავლილი ეგ საფეხურები, ცოტა პარას დაუწიე, ემანდ შიგ არ დაიწვა, შემთხვევით.
ტორო
დამღალა უკვე ამის ფაფხურმა და უკან პასმა. წადი ბიჭო კაცი მოატყუე რაღაც ჯიგარი ჩადე.
დავით 67
წელს ალბათ არსენალი და ბავარიაა ფავორიტი ლიგაზე თუ ასე გააგრძელეს. პსჟ-ს გადაღლა ეტყობა, ასევე დუე და დემბელეს არ ყოფნა. ვფიქრობ ჩემპიონატს მაინც მოიგებენ, აი ლიგის რა მოგახსენოთ. ყველა წელს ერთ დონეზე ვერ იქნები, ესეც დაუწერელი კანონია. ამის ნათელი მაგალითია ლივერპული, შარშან სიტი, თუმცა პსჟ-ს ასეთი კატასტროფა არ სჭირს
გიგა
ხვიჩას, ნელ-ნელა "ნაპოლის სინდრომი" ხომ არ ემართება? რაღაც შეაჩვია ენრიკემ მისი შეცვლა.
ამატაკი
პსჟ გადაღლილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს წინა სეზონის გადატვირთულ გრაფიკს უკვალოდ არ ჩაუვლია. განსაკუთრებით ამერიკულმა ტურნირმა იმოქმედა, ისედაც მძიმე სეზონის პაპანაქება სიცხეში გაგრძელებამ სერიოზულად შეარყია გუნდის ფიზიკური მდგომარეობა. აქედან მოდის ეს გაუთავებელი ტრამვებიც.ამაზე ყველა საუბრობს და ახალი არაფერია. შექმნილი სიტუაცია ენრიკეს აიძულებს სეზონის პირველი ნახევარი როგორმე ეკონომ-რეჟიმით გაათრიოს. ეს პსჟ ჯერჯერობით შარშანდელის "ჩინური რეპლიკა" უფროა, იმ მანქანასთან შედარებით- დაუნდობლად რომ აუთოებდა თითქმის ყველას და ყველგან. სავარაუდოდ მართლაც არ აპირებენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სერიოზულ აქტიურობას (როგორც განაცხადეს). ენრიკეს უპირველესი ამოცანა არსებული ვარსკვლავური შემადგენლობის სასურველ სათამაშო კონდიციებში მოყვანა იქნება. რამდენად ამას მოახერხებს, მხოლოდ სათქმელადაა ადვილი. პსჟ მაინც მიხედავს მის თავს, ამასობაში ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და გვადარდებს. კვარას ირგვლივაც რთულადაა საქმე, როგორც ჩანს.არამგონია მოტივაციის ნაკლებობას უჩიოდეს, უფრო პრაგმატული მიდგომა იკვეთება - პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ფორმის პიკზე სადღაც გაზაფხულისკენ გავიდეს. როგორც ჩანს ასეთი ზეგადატვირთული გრაფიკის ატანა, მის ძალებსაც აღემატება.მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია მთელი სეზონის მანძილზე, მითუმეტეს მცველებისგან მომეტებული ყურადღების ფონზე, მუდმივად უმაღლესი კლასის დემონსტრირება შეძლოს.არადა უცხოელები კი არა ზოგიერთი ჩვენიც კი მისგან ნებისმიერ სიტუაციაში ითხოვს თითქოსდა "ძველი" კვარას დაბრუნებას. თურმე თუ მართლა დიდია, მარტომაც კი უნდა შეძლოს თამაშების მოგება. არ უნდათ იმის გაგონებაც კი, რომ ფეხბურთი უკვე თითქმის ყოველდღიურად ვითარდება, ულმობლად მეტ და მეტ ძალებს მოითხოვს. დღეს ინდივიდუალური ტექნიკის დემონსტრირება ფეხბურთელმა უმაღლეს სიჩქარეებზე უნდა მოახერხოს, სხვაგვარად არავინ მიცემს მას ამის უფლებას, თუნდაც ახალი პელე იყოს.თითქმის მანქანასავით უნდა ასკანერებდეს მინდორზე სიტუაციას.

მონაკომ მაღალ ბურთების დაახლოებით 80% მოიგო.აქედანაც ჩანს რამდენად მეტად იყვნენ მოტუვირებულები.პსჟს ენერგია,სიცოცხლე არ ჰკმარა.შარშან ისინი თამაშობდნენ,ამ სეზონში კი,უფრო მუშაობენ.ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვავებაა და ეს განსხვავება განსაზღვრავს,სხვაობას შარშანდელ და წლევანდელ პსჟს შორის.პსჟ,არც შარშან ამ დრომდე ბრწყინავდა,მაგრამ როცა დასჭირდათ,გაფრინდნენ.წელს არ ეტყობათ,რომ ენერგიის ამდენი მარაგი ჰქონდეთ.არც სიჩქარეები ჰკმარათ,არც სიმკვირცხლე და არც ენთუზიაზმი.მთავარი მოვლენები,თებერვლიდან დაიწყება და მნიშვნელოვანია,იმ დროისათვის რა მდგომარეობაში იქნებიან,ფეხბურთელები.ფაქტია,რომ შარანდელისაგან განსხვავებით,წელს მათ,საფრანგეთის ჩემპიონატშიც საბრძოლო ექნებათ და ეს კიდევ უფრო ართულებს მათ ამოცანას.რეალმა სამჯერ ზედიზედ მოახერხა ლიგის მოგება,მაგრამ დათმო ლა ლიგის ჩემპიონობა.შეძლებს პსჟ კვლავ გამარჯვებას?საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატმა,მათ ისე გამოაცალა ძალები,რომ ძნელად წარმომიდგენია,რეალის შედეგის გამეორება.ეგ კი არა უკვე ამ სეზონში გამარჯვებაც დღეისათვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ნამდვილად არ ეტყობათ,რომ საამისოდ მზად არიან.დღეს ასეა და გაზაფხული ნამდვილ სურათს გვიჩვენებს.ჩვენთვის ხვიჩაა მთავარი,მაგრამ ისიც დანარჩენების მსგავს მდგომარეობაშია და მასაც ეტყობა გამოფიტვის ნიშნები.იბრძვის,მუშაობს,მაგრამ ეს დაღლილი კაცის მუშაობაა და არა წინა წლებივით კისკასი სიმსუბუქე და სიზუსტე.
ზურა
კვარა მაინც ყველას სჯობდა, დამარცხებაშიც პირველი.
gogi
რაღაცნაიარად დაიკარგა კვარა ამ პსჟ-ში. ნაპოლიში ბევრად გადამწყვეტი ტიპი იყო, რაც აქ ასე არ არის. ამაში თავისი წვლილი ენრიკეს ტაქტიკურ კომბინაციებსაც მიუძღვის, თუცა ფაქტია ისიც რომ თვითონ კვარაც აღარ არის ისეთი, როგორიც იყო და მოგვწონდა.
სიმართლე
ფაქტია რომ პსჟ ს ვერ აქვს მთლად აწყობილი საქმე,ახალი სისხლი სჭირდება...
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება