რუსულმა ველოსაჯინიბო "კატიუშამ" "ვუელტაზე" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეორედაც გუნდი ტრიუმფს ესპანელ ველომრბოლებს უნდა უმადლოდეს
რუსულმა ველოსაჯინიბო "კატიუშამ" "ვუელტაზე" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. და მეორედაც გუნდი ტრიუმფს ესპანელ ველომრბოლებს უნდა უმადლოდეს. წინა დღეს ეტაპის ტრიუმფატორი გახდა დანიელ მორენო, ამჯერად კი პირველი მივიდა ფინიშთან ხოაკინ როდრიგესი. თუმცა ესპანური ველომარათონის ერთ-ერთი ფავორიტის გამარჯვების მიუხედავად, ლიდერის წითელი მაისურა შეინარჩუნა ფრანგმა სილვენ შავანელმა.

პრინციპში მეხუთე ეტაპზე გენერალურ კლასიფიკაციაში სერიოზული ცვლილებები არ იყო მოსალოდნელი, რადგან დისტაციაზე ველომრბოლებს სერიოზული მთა არ ელოდათ. თუმცა ფინიშზე იყო ერთი მეტ-ნაკლებად რთული ამაღლება, სადაც შარშან ესპანელმა იგორ ანტონმა გაიმარჯვა, თუმცა დღეს "ეუსკატელ-ეუსკადის" კაპიტანი მთავარ ფოვორიტებთან დაახლოებით წუთს აგებს.

როგორც ყოველთვის, მაყურებელმა გაქცევა იხილა, თანაც საკმაოდ ფუნდამენტალური და მრავალრიცხოვანი. თუმცა ამ ჯგუფიდან, საბოლოოდ, სამი "გადარჩა" და სწორედ ამ ტრიომ შემოგვთავაზა რიგით მეორე გაქცევა. ეტაპის მოგებას ცდილობდნენ: შვეიცარიელი მიხაელ ალბაზინი "ჰაიროუდიდან", გერმანელი იოჰანეს ფრელინგერი "სკილიდან" და ესპანელი ანხელ მანდრაზო "მუვისტარიდან". თუმცა მალე გაირკვა, რომ ამ გაქცევიდანაც არაფერი გამოვიდა და წინ წასულებს პელოტონი ძალიან მალე დაეწია.

ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, მეორე კატეგორიის სირთულის მთაზე რამდენიმე შეტევა ვიხილეთ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას წინ წავიდა ფრანგი დავიდ მონკუტიე - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ვუელტას თანამედროვე ისტორიაში. მაგრამ ძირითადმა ჯგუფმა ისიც დააკავა.

ამასობაში, წინა ეტაპის გამარჯვებულმა დანი მორენომ შესანიშნავი დახმარება გაუწია ჯოაკინ როდრიგესს. ესპანელთან კონკურენცია სცადა ჰოლანდიელმა ვოუტერ პოელსმა, მაგრამ მას არანაირი შანსი არ ჰქონდა მასპინძლის წინააღმდეგ.

საბოლოოდ, ფავორიტთაგან როდრიგესთან ბევრი არავის წაუგია, გარდა იგორ ანტონისა. ლიდერის მაისური კი, როგორც გითხარით სილვენ შავანელმა შეინარჩუნა - მას ცხრაწამიანი უპირატესობა აქვს მორენოზე.

V ეტაპი

1. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - 4:42.52; 2. ვიუტერ პოელსი (ჰოლანდია, Vacansoleil) - +0.04; 3. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +0.05; 4. ბოკ მოლემა (ჰოლანდია, Rabobak) - +0.07; 5. მიკელე სკარპონი (იტა, Lampre-ISD) - იგივე დრო; 6. აიმარ სუბელდია (ესპ, RadioShack) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. სილვენ შავანელი (საფრანგეთი, Quick Step) - 18:02.34; 2. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +0.09; 3. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +0.23; 4. იაკობ ფუგლსანგი (დანია, Leopard-Trek) - +0.25; 5. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas) - +0.33; 6. ფრედრიკ კესიაკოფი (შვედ, "ასტანა") - +0.35...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს