საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ ჩინელმა ნა ლიმ პირველად გააღწია WTA-ის ტურნირის მეოთხედფინალში
უინსტონ-სალემის ტურნირზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. ზედიზედ მეორე მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ენდი როდიკმა. ამერიკელს გრუნტის მოყვარული კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდო ხვდებოდა და თითქმის ყველა დარწმუნებული იყო ენდის გამარჯვებაში, თუმცა ასეთ იოლ გასეირნებას არავინ ელოდა.

ხირალდო ერთადერთხელ გავიდა წინ მატჩში. ეს მეორე სეტის სტარტზე მოხდა - 2:1, მაგრამ ენდიმ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და დაიბრუნა მატჩზე კონტროლი. საათიანი მატჩი ისე დასრულდა, რომ 23 წლის კოლუმბიელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, როდიკი კი მეოთხედფინალში არგენტინელ ხუან მონაკოს შეხვდება, რომელმაც კიდევ უფრო დამაჯერებლად მოუგო იაპონელ კეი ნიშიკორის - 6:0, 6:3.

მეორე ამერიკელმა ჯონ ისნერმა ზედიზედ მეორე მატჩი ერთნაირი სცენარით მოიგო - პირველ სეტში ტაი-ბრეიკი დასჭირდა, მეორეში კი გაანადგურა მეტოქე - 7:6(4), 6:2. ამჯერად გიგანტი ამერიკელის მსხვერპლი გახდა გამოცდილი ფინელი იარკო ნიემინენი. აღსანიშნავია, რომ მასპინძელმა მეორე პარტიაში 23 წუთში მოამთავრა საქმე. თავის მოწოდებაზე გათამაშებული 51 ქულიდან ისნერმა მხოლოდ შვიდი დათმო და ახლა, ნახევარფინალში გასასვლელად კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს შეხვდება. კუნძულელმა, თავის მხრივ, ორ სეტში მოუგო ბელგიელ სტივ დარცისს - 7:5, 6:0.

ATP

Winston Salem

უინსტონ სალემი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

1/8 ფინალი

ენდი როდიკი (აშშ, 1)-სანტიაგო ხირალდო (კოლ, 15) 6:1, 6:3; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 3)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 14) 6:4, 1:6, 7:6(7); ჯონ ისნერი (აშშ, 4)-იარკო ნიემინენი (ფინ, 13) 7:6(4), 6:2; სერგეი სტახოვსკი (უკრ, 9)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 5) 6:4, 6:4; ხუან მონაკო (არგ, 7)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:0, 6:3; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 8)-სტივ დარცისი (ბელ) 7:5, 6:0; რობინ ჰაასე (ჰოლ, 10)-პიერ ლუდოვიკ დუკლო (კან) 6:4, 7:5; ჟულიან ბენეტო (საფ)-იგორ ანდრეევი (რუს) 2:6, 6:1, 7:6(5).

მეორე წრე დასრულდა ნიუ ჰევენის ტურნირზე და ამჯერად სათამაშო დღეს განსაკუთრებული გართულებების გარეშე ჩაიარა. კვლავ გაუჭირდა როლან გაროსის ჩემპიონს ნა ლის, თუმცა ნიუ ჰევენის ტურნირი უკვე შეიძლება მის აქტივში შევიტანოთ, რადგან საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ ჩინელმა პირველად გააღწია WTA-ის ტურნირის მეოთხედფინალში. როლან გაროსიდან მოყოლებული, ნიუ ჰევენი მისთვის რიგით მეოთხე ტურნირია.

ამისთვის ნა ლის რუსი მარია კირილენკოს დამარცხება დასჭირდა. მართალია, ჩინელმა ორ სეტში მოაგვარა საქმე, მაგრამ ეს დიდი ნერვების ფასად დაუჯდა. ორივე პარტიაში ნა ლი თავიდან კომფორტულად იგებდა (3:1 - პირველში, 4:1 - მეორეში) და შემდეგ თამაშის გადარჩენის საშუალებას აძლევდა მეტოქეს. თუმცა ბოლოსკენ ლი მაინც ახერხებდა კონცენტრაციას, რამაც მას მეოთხედფინალის საგზური მოუტანა - 6:4, 7:6(4). სხვათა შორის აზიელმა ხუთი შეხვედრიდან მეოთხედ მოუგო კირილენკოს და შემდეგ წრეში მეორე რუსს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდება.

ასევე გავიდა მეოთხედფინალში კიდევ ერთი ფავორიტი - ფრანგი მარიონ ბარტოლი. მან ჩეხ კლარა ზაკოპალოვასთან მატჩის პირველ სეტში სამი ბრეიკი გააკეთა, სამაგიეროდ, მეორეში იგივე შეძლო ზაკოპალოვამ, მაგრამ მესამე პარტიაში ჩეხს არაფერი გამოუვიდა და მხოლოდ ერთი გეიმის ამარა დარჩა.

WTA

New Haven Open

ნიუ ჰევენი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

II წრე

ნა ლი (ჩინ, 2)-მარია კირილენკო (რუს) 6:4, 7:6(4); მარიონ ბარტოლი (საფ, 4)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:2, 2:6, 6:1; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 8)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:2, 6:4; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:2, 7:6(5).

ნაკლებად წარმომადგენლობითი ტურნირი მიმდინარეობს დალასში და აქ ყოველდღიურად ეთიშებიან ბრძოლას ფავორიტები. წინა დღეს წააგო გერმანელმა იულია გორჯესმა, რომელიც ბოლო დროს, აბსოლუტურად ამოვარდნილია ფორმიდან. გუშინ კი ტურნირის დატოვება მოუწია მეორე ნომრად განთესილ დომინიკა ციბულკოვას.

უკრაინელი კატერინა ბონდარენკო ხელწამოსაკრავი მეტოქე არასოდეს ყოფილა, მაგრამ მისგან არავინ ელოდა, რომ ნიჭიერ სლოვაკს ის მხოლოდ ოთხი გეიმს დაუთმობდა. ბონდარენკომ ასეთ იოლ გამარჯვებას ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის თითქმის ასპროცენტიანი მაჩვენებლით მიაღწია - შვიდიდან ექვსი ასეთი შანსი გამოიყენა. უკრანიელი წელს მეხუთე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა უფრო შორს მხოლოდ ერთხელ შეძლო გასვლა. ახლა იგივე გაკეთებას მეოთხედფინალში გერმანელი საბინ ლისიცკის წინააღმდეგ ეცდება.

WTA

Texas Tennis Open

დალასი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

II წრე

კატერინა ბონდარენკო (უკრ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 2) 6:3, 6:1; ანასტასია სევასტოვა (ლატ)-სოფია არვიდსონი (შვედ) 7:6(4), 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ)-მელანი იუდინი (აშშ) 6:3, 6:2; არავან რეზაი (საფ)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:2, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა