საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სელექციამ, სამხრეთ აფრიკულ ‘კუდუს’ 16 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი უპირატესობით, 106:0 აჯობა.

პრეტორიელები თბილისს სამი ასაკობრივი გუნდით გუშინ ეწვივნენ და დღეს „რაგბი პლატოზე“ ქართულ გუნდებთან თამაშები გამართეს - 16-წლამდელებმა ‘აკადემიასთან’, 18-წლამდელებმა ‘რაშებთან’ და 20-წლამდელებმა საქართველოს ნაკრების სელექციასთან. სასიამოვნოა, რომ სამივე შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა, უმთავრესი კი ის გარემო იყო, რომელიც გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე შექმნეს.

20-წლამდელებისთვის, რომლებიც 2026 წლის ზაფხულში საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ეს პირველი თამაში იყო. გუნდებს ერთმანეთთან კიდევ ორი შეხვედრა უნდა გაემართათ (4 და 7 დეკემბერს), თუმცა სტუმართა თხოვნით გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 7 დეკემბერს შეხვდებიან.

თამაშის დამთავრების შემდეგ 20-წლამდელთა მწვრთნელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე სელექციის პროცესის შესახებ გვესაუბრა:

„სელექციის ორი ეტაპი გავიარეთ, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. ადგილობრივი კლუბებიდან ამ ეტაპისთვის 36 მოთამაშე შეირჩა და სამხრეთ აფრიკელებთან შეხვედრებიც სელექციას ემსახურება. თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას ექნება. სამწუხაროდ, ამ თამაშში მეტოქემ სირთულეები ვერ შეგვიქმნა, თუმცა ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება შეიძინეს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მომდევნო შეხვედრისთვის შემადგენლობაში გვექნება ცვლილებები“.

„დეკემბერში ლეგიონერებიც შემოგვიერთდებიან და გვექნება წლის ბოლო, დასკვნითი შეკრება, რომლითაც შეიძლება ითქვას სასელექციო პერიოდი დასრულდება და ახალი წლის შემდეგ გაგრძელდება მზადება 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის“.

Rugby.ge

სინათლე
სხვა უფრო ძლიერი სპარინგ პარტნიორი უნდა მოეძებნად....
dato
სხვა ანგარიშების მოძიება ძაანგართულდა?
dato
სხვა ანგარიშების მოძიება ძაან გართულდა?
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა