კორინთოში (საბერძნეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე ბოლო ტურის წინ ლელა ჯავახიშვილი ქალებში პირველია
კორინთოში (საბერძნეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე ბოლო ტურის წინ რვა დიდოსტატს 6-6 ქულა ჰქონდა და მთავარი პრიზის მფლობელიც მათ შორის უნდა გამოვლენილიყო.

გუშინ ოთხი პარტიიდან ორი აღმოჩნდა შედეგიანი: ტურნირის რეიტინგფავორიტმა, 2008 წლის ევროპის ჩემპიონმა სერგეი ტივიაკოვმა (ჰოლანდია) შავი ფიგურებით მასპინძელი ათანასიოს მასტროვასილისი დაამარცხა და 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

მართალია, მოლდოველი დმიტრი სვეტუშკინის მძლეველმა სალვადორ დელ რიომაც (ესპანეთი) შვიდ ქულას მოუყარა თავი, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ხვდა. 6,5-6,5 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილები ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა სერგეი ვოლკოვმა (რუსეთი), დრაგან სოლაკმა (სერბეთი), იოანის ნიკოლაიდისმა (საბერძნეთი), კონსტანტინე შანავამ (საქართველო) და ფერნანდო პერალტამ (არგენტინა) გაინაწილდეს.

სამხრეთამერიკელმა გუშინ ლელა ჯავახიშვილს აჯობა, შანავა კი სოლაკს დაუზავდა, ვოლკოვი - ნიკოლაიდისს. დავით ჯოჯუამ ფილიპოს კუვაცუ (საბერძნეთი) დაჯაბნა და 6 ქულით მერვე-მეთექვსმეტე ადგილები გაიყო, 5,5 ქულით მე-17 იყო ჯავახიშვილი, თუმცა მან ქალებში დაიკავა პირველი ადგილი. ჩვენებურს ნახევარი ქულით ჩამორჩა მასპინძელი ელენი სტუმბუ, რომელსაც მანდილოსნებში მე-2 პრიზი ერგო. მესამე ადგილზეც მისი თანამემამულე ეკატერინი პავლიდუ (4,5) გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა