წყალტუბოს "სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო გომისმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ახლახან დასრულებული ჩემპიონატი შეაჯამა და მომავალი სეზონის კონტურებზეც ილაპარაკა:

"იყო მომენტები, როდესაც შეგვეძლო უკეთესი შედეგების მიღწევა და, შესაძლოა, "სამგურალის" ისტორიის შეცვლაც, თუკი მეოთხე ადგილს მივუახლოვდებოდით. თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, მათ შორის, ისეთი თამაშებიც, სადაც მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. ამისთვის მაღალი ფასიც გადავიხადეთ.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი "სამგურალის" ევოლუციაა. ჩვენ ჩამოვყალიბდით შემტევ გუნდად, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. ყოველთვის შეტევაზე ორიენტირებული საფეხბურთო სტილი გვქონდა - შინაც და სტუმრადაც. სეზონის ბოლოსთვის გავარდნის პრობლემა აღარ შეგვქმნია", - ამბობს ტიაგო გომისი.

"რაც შეეხება მომავალს, კარგად ვიცით, საითაც მივდივართ. კლუბის პრეზიდენტის, ჩემი და მთლიანად "სამგურალის" სტაფის საერთო მიზანია ევროტურნირებზე გასვლა.

ცხადია, ამ მიზნის მისაღწევად ბევრ გამოწვევას შევხვდებით. მომდევნო კვირები და წინასასეზონო მომზადება გადამწყვეტი იქნება გუნდის სწორად დაკომპლექტებისთვის.

"სამგურალის" პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ იაშვილი, შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიხარია მასთან და კლუბის ყველა თანამშრომელთან მუშაობა. უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული სია, თუ რომელი პოზიციების გაძლიერება და რა ტიპის მოთამაშეები გვჭირდება.

პრეზიდენტი და დირექტორები დიდი მონდომებით მუშაობენ იმისთვის, რომ გუნდი მზად იყოს უფრო ამბიციური მიზნებისთვის. აუცილებელია, რომ თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი მოთამაშე გვყავდეს. კონკურენცია ვარჯიშებზეც მნიშვნელოვანია, ხარისხიც მეტი იქნება, რაც, შესაბამისად თამაშზეც, აისახება.

გავაგრძელებთ ჩვენი სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას, რათა ფეხბურთელების ინდივიდუალური საშემსრულებლო დონე კიდევ უფრო გაიზარდოს. მჯერა, ეს არის წარმატების მთავარი რეცეპტი", - აცხადებს 41 წლის სპეციალისტი და იქვე მომავალი სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გეგმებს გვიმხელს:

"მომდევნო სეზონისთვის მზადებას 10 იანვარს დავიწყებთ. სამ კვირას საქართველოში ვივარჯიშებთ, შემდეგ კი შეკრებაზე თურქეთში გავემგზავრებით", - ამბობს ბრაზილიელი და ბოლოს ქართულ ფეხბურთსა და ეროვნულ ლიგას აფასებს:

"ეროვნულ ლიგაში ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. ქართველი მოთამაშეების ინდივიდუალური თვისებები ძალიან მომეწონა. ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ედგნენ სათავეში. განსაკუთრებით აღვნიშნავ "იბერიას", რომელიც საოცრად ორგანიზებული გუნდი იყო.

ასევე საოცარი სამუშაო გასწია გიორგი ჭიაბრიშვილმა ბათუმის "დინამოში". ვიცი, რა სირთულეებიც ჰქონდა მას სეზონის განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, შეძლო გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება. ასევე საინტერესო სტილის გუნდი იყო გიორგი ონიანის "გაგრა".

ოცნებას კაცი არ მოუკლას
ეჰ ტიაგო, ნეტა გათვითცნობიერებული გქონდეს როგორი ქვეყნის რანაირ ჩემპიონატში ხარ მოხვედრილი. წადი ბიძია ნორმალურ ქვეყანაში, რატომ კარგავ დროს? რაის ევროტურნირებზე მოხვედრა, მალე ალბათ ჯამაგირსაც არ მოგგცემენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!