"ალ იტიჰადის" ფორვარდმა კარიმ ბენზემამ L'Equipe-თან ინტერვიუში პსჟ-ს შემტევი, უსმან დემბელე შეაქო და განაცხადა, რომ მასზე საკმარისად არ საუბრობენ.

"ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო და არ ვფიქრობ, რომ მასზე საკმარისად ლაპარაკობენ. რაც უსმანმა პსჟ-ში გააკეთა, უპრეცედენტოა. ვფიქრობ, საკმარისად არ ვაფასებთ, მაგრამ უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

დემბელეს კარიერის განმავლობაში არაერთი ტრავმა ჰქონდა. როცა "ბარსელონაში" თამაშობდა, არ იყო იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან საპირისპირო დაამტკიცა. სწორედ ესაა მიზეზი რატომაც დემბელე მომწონს", - განაცხადა ბენზემამ.

შეგახსენებთ, ამავე გამოცემასთან ინტერვიუში ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილიც დააფიქსირა: "თუ ნაკრებში მიმიწვევენ, მე დავთანხმდები. ვის არ უნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში? ამის სურვილი ყველას აქვს. რომ გითხრათ არ მინდა-თქო, მატყუარა ვიქნები“, - უთხრა ბენზემამ L'Equipe-ს.

მალხაზ ჯობავა
არა ჩემო ვაგნერ,გამონაკლისები ბევრნი არიან. არიან ერთი ან ორი ფეხბურთელი გუნდებში, რომლებსაც თავიანთი, საშუალო დონის ნაკრებები გაუყვანიათ და გაყავთ დიდ ფორუმებზე. ნუ ახლა დანარჩენი ცხრა ან ათი კაცი მთლად მკვდრები თუ არ არიან. მაგალითი გინდა კი ბატონო, პანდევი, სად გაიყვანა გუნდი იცი, და ბევრი კიდევ სხვა.
ჯანაშია ვაგნერი.
გუნდი იგებს და გუნდი აგებს.მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო...მაგრამ არსებობს ერთი იშვიათი გამონაკლისი.ეს გამონაკლისი მარადონა და მისი ღვთიური ხელია.🤣😅😍
მალხაზ ჯობავა
აწყობილ ჩონგურზე ყველა უკრავს მერე, ინერციით. კვარამ კიდე 33 წლის და მარადონას მოგებული სკუდეტოს მერე მოაგებინა ნაპოლის სკუდეტო, ხოლო პსჟს კიდე, ლიგის თასი მოაგებინა მესის, ნეიმარის და მბაპეს დანატოვარ გუნდს, რათქმაუნდა გუნდთან ერთად. ასე რომ ჩემო ლევან ჩვენ ქართველები დიდებულად ვაზროვნებთ, მაგრამ დაგვღუპა გაუმაძღრობამ, მექრთამეობამ, ნეპოტიზმმა და ამ ბოლო, ოცწლეულის დროს წამოსულმა გაუნათლებობამ. დღეს ის ხალხი სახემწიფოს ყველა სფეროს ხელძღვანელობენ და სახეზე გვაქვს ყველა ის ატრიბუტი რომელიც ჩამოგითვალე ზემოთ და ამიტომაც არ დაადგა საშველი ჩემა და შენს ქვეყანას. მაგრამ იმედია მოვლენ ნიჭიერი, ქვეყნისა და ერისთვის გულანთებული, უანგარო და თავთავიანთი საქმის მცოდნე ახალგაზრდები, რომლებიც გაიყვანენ ჩვენს ქვეყანას იქ, სადაც მე და შენ გვინდა. ასე მგონია მე.

დემბელე ოქროს ბურთი მოიგო,როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა და სალაპარაკო რაღაა?!მეორე მხრივ,ოქროს ბურთის კანდიდატებში,პარი სენ ჟერმენის 9 ფეხბურთელი იყო დასახელებული და რამდენიმე,პირველ ათეულშიც მოხვდა.რა თქმა უნდა გუნდის წარმატებებში,მათი როლიც ძალიან დიდი იყო.ერთია,როცა ვიღაცა გუნდის აღიარებული ლიდერი და ლოკომოტივია,მაშინ ყველა მხოლოდ მასზე ლაპარაკობს.მეორეა,როცა ერთი ფეხბურთელი,ამ შემთხვევაში დემბელე,უძლიერესებში საუკეთესოა.ამ შემთხვევაში,რა თქმა უნდა,უკვე სხვებზეც ილაპარაკებენ.მთელი პსჟ იყო,სუპერვარსკვლავი და დემბელე,მისი მახვილის ბასრი წვერი,რომელიც მეტოქეს სასიკვდილო დარტყმას აყენებდა.კარიმ ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს და თავის შესაძლო კონკურენტს ასე რომ აქებს,შემთხვევითი არ უნდა იყოს.
ლევანი
ხო პსჟ ლიგა კვარამ მოაგებინა და ნაპოლი კვარამ გახადა ჩემპიონი. აი ასე რომ აზროვნებთ მაგიტომაა ჩვენი ქვეყანა და ზოგადათ ფეხბურფი ჭაობში. ჩვენს კალებს რატო ვერაფერს აგებინებს მაშინ? ან ნაპოლი კვარას მერე არ გახდა კიდე ჩემპიონი?!
დათო
ხვიჩას გარეშე ვერ გახდებოდა. ვერც ოსიმენი გაქაჩავდა იმდენს ნაპოლიში. სადაც ხვიჩაა, იქ გამარჯვებებია, მაგრამ მხოლოდ პირველ წელს. მერე ყველა ერთბაშად იწყებს მოშვებას. არცაა გასაკვირი ამდენი თასების მოგების შემდეგ. უბრალოდ ვერ მოთხოვ იგივე კონცენნტრაციით თამაშს.
მალხაზ ჯობავა
არ ყოფილიყო კვარაცხელი მანდ და ნახავდით რა ოქროს ბურთს მიიღებდა შენი ნაქები დემბელე! ყველა ვხედავთ მაგ ბურთის მერე რისი გამკეთებელია, ხან ტრავმა, ხან გრიპი და ხნ კიდე მესიაჩნიკი რა.
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ბენზემამ "ალ-ჰილალი" დატოვა და შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა