ვეტერანმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან მარცხი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, ამ მატჩში არგენტინელმა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც თანაგუნდელები მასზე გაბრაზებულები იყვნენ.

"როცა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, გასახდელ ოთახში არავინ მელაპარაკებოდა. ჩუმად ვიჯექი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი მსოფლიო მე მადანაშაულებდა. ზოგიერთი თანაგუნდელი გაბრაზებული მიყურებდა და თავს მეც დამნაშავედ ვგრძნობდი.

შემდეგ მესი მოვიდა ჩემთან, ჩამეხუტა და მითხრა: "დამშვიდდი, ეს ფეხბურთია. ჩვენ ფინალი ვითამაშეთ. ისედაც ჩემპიონები ვართ!".

ამის შემდეგ, გავიგე, რომ მწვრთნელს ჩემი ნაკრებში დაბრუნება არ უნდოდა. მესი კი კვლავ ჩაერია და უთხრა: "ეს მისი ბრალი არ არის. ფეხბურთში ჩვენ ერთად ვმარცხდებით. არავინ არის იდეალური".

მესის საუბარმა შედეგი გამოიღო და მწვრთნელმა გუნდში დამაბრუნა. ლეო რომ არა, დღესაც დამნაშავედ ვიგრძნობდი თავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რადგან ის ამას იმსახურებდა", - იგუაინის სიტყვებს Fanatic-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, გონსალო იგუაინმა ფეხბურთელის კარიერა 2022 წელს მაიამის "ინტერის" შემადგენლობაში დაასრულა.

მალხაზას
მალხაზ ბიჭო!მაი ეხლა ხომ გაიგე?
მალხაზ ჯობავა
მაგარი ფეხბურთელი რომ იყო, მაი რავა არ ვიცოდი მარა, მთლათ თუ ბაჯაღლო ოქრო ედო მაგ მკერდში, მაი ნამდვილად არ ვიცოდი.
ვახო
სხვათაშორის ბევრი ფეხბურთელი აღიარებს, ლეოს ამ თვისებას, გაჭირვების დროს მორალურად მხარდაჭერას. ყოჩაღ ლეო! ამიტომაც ხარ დიადი.
ლეო მესი
მადლობა ნინი, მეც მიყვარხარ!

ისეთი მომენტები გააფუჭა,ნამდვილად დამნაშავე იყო,მაგრამ შეცდომას,თანაც ფინალში, საკუთარი სურვილით არავინ დაუშვებს.ეს ყველას უნდა ესმოდეს.დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა,ადამიანს ისეთ სისულელეს გააკეთებინებს,მერე თვითონვე უკვირს,ეგ როგორ გავაკეთეო.მესი,ნაკრების ყველა ფეხბურთელზე ბევრად მაღლა დგას და მათზე მეტად აღითქვამს,სიტუაციას.გონსალო საკუთარ შეცდომებს,დარწმუნებული ვარ,ყველაზე მეტად განიცდიდა და ზედ ნავთის გადასხმას,შეიძლება მთლიანად გაენადგურებინა,როგორც პიროვნება.მესიმ გონსალოს ისე დაუჭირა მხარი,როგორც მას სჭირდებოდა,მწვრთნელთან კი ისე დაიცვა,როგორც მწვრთნელთან იყო საჭირო.მესი,ამიტომაც არის მესი.დიდი ფეხბურთელი და ადამიანი.ამიტომ უყვარს,მთელ მსოფლიოს და ამიტომ იყო,მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე,არგენტინის ნაკრები ჩემპიონობისათვის,უკვე პირველ რიგში,მესის გულისთვისაც რომ იბრძოდა.მანამდე მესი მიათრევდა ნაკრებს,ფინალისაკენ,ახლა კი,მთელი ნაკრები იბრძოდა იმისათვის,რომ მესისთან ერთად ჩემპიონობა მოეპოვებინა და მოიპოვეს კიდეც.
ნინი
როგორც, ფეხბურთელი ხომ არის და არის უნიჭიერესი, მაგრამ როგორც ადამიანი, თავისი პიროვნული თვისებებითაც უმაგრესია! ამიტომაც მიყვარს ლეო!
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება