14 დეკემბერს, ლას-ვეგასში, UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდება.

ბრძოლამდე გიგამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"გიგა შოუ ბრუნდება, ბრძოლები ESPN-ის ეპოქაში დავიწყე და მოხარული ვარ, რომ მათ ბოლო ღონისძიებაშიც მივიღებ მონაწილეობას, ეს მათ ძალიან სურდათ. ვიცი თუ რა დონეზე ვიმყოფები და სად მინდა წავიდე, ამიტომ რეიტინგებს ამ ეტაპზე არ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და ვიცი, რომ ჩემპიონობისთვის ჯერ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი.

გარისკვას არ ვაპირებ, ვალეხოსს პირველივე რაუნდში დავაფინიშებ. ის ახალგაზრდა, პერსპექტიული მებრძოლია, თუმცა ამჟამად ჩემი გამოცდილება დიდ უპირატესობას მაძლევს. საერთოდ არ გამიკვირდება თუ მეტოქე აქცენტს გრეპლინგზე გააკეთებს, მაგრამ ჩხუბს პირველივე რაუნდში დავასრულებ. ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო. ვალეხოსის თავდაჯერებულობა მომწონს და შანსიც ამიტომ მივეცი, თუმცა შაბათს ყველანი ვნახავთ რა მოხდება, როდესაც მას საბავშვო ბაღში დავაბრუნებ. არ მინდა, რომ უპატივცემულოდ გამომივიდეს, მაგრამ ის ჩემთვის კარგი სტეიკია, მე კი სტეიკი ძალიან მიყვარს", - განაცხადა ჭიკაძემ.

როგორც მოგახსენებთ, ჭიკაძის მეტოქე ვალეხოსი იქნება, 24 წლის არგენტინელის ანგარიშზე MMA-ში 16 მოგება და 1 მარცხია. ქართველისა და არგენტინელის ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და იგი 14 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 09:00 საათიდან დაიწყება.

ჯონი
მართლა ცოტა ილაპარაკე დალოცვილო.მესმის რო რეკლამა და ა.ს.შ.მარა ქართვს არუხდება ეს ბაქიბუქი.მე მრცხვენია ამის მაგივრად.წინა ჩხუბზეც მასე ილაპარაკა კარგი რა.არც მწვადი დაწვა და არც შამგური
გაგიკ ბოლო
ცოტა ლეტნათ არი, აი!
ამირან
სამწუხაროდ თვითონ გახდა სტეიკი.
Levani
გიგა, ვინ ვისი სტეიკი გახდა კი ნახე ახლა. ისე ლარგად დაგასტეიკა😀😀
გოგია
ისე რა მაინტერესებს ეხლა რომ წააკითხო ეს თავის ინტერვიუ რა რეაქცია ექნება ჭიკას
ანი
წარმატებები გიგა,შენ იყავი პირველი ქართველი UFC-ზე ვისი გულშემატკივრობაც დავიწყე!!!
დათო
რა გჭირთ ბიჯო? აუტანელი ხდება თქვენი ამდენი ბაქი-ბუქი და მერე დასიებული თავ-ყბის ყურება. მერე კიდევ ტირილი. არ ჯობია ჩუმად იყო, ჯერ მოუგო და მერე გინდა სტეიკი ეძახეთ მოწინააღმდეგეს და გინდა ხინკალი და ბასტურმა! ქართველს საერთოდ არ შეშვენის სხვისი დაცინვა!
მალხაზ ჯობავა
მიდი ჭიკა, შენი იმედი გვაქვს. დვალიშვილს გაუმაგროთ გული.
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"ეს რა უბედურება იყო? ასეთი რაღაცები მაგიჟებს" - დენა უაითი
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
[VIDEO] ჩიმაევის პირველი მარცხი კარიერაში - შონ სტრიკლენდი საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონია
[VIDEO] დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
ჭიკაძის მარცხი - მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა