საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"ჯვაროსნები" 26 მარტს თბილისში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.

29 მარტს კი ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება.

გია
ხვიჩას მეტი არავინ არის გუნდში წამყვანი ფეხბურთელი ნაკრები საიდან გეყოლება.
მირო
კობიაშვილო და იაშვილო,რატომ არასდროს ამხანაგურ მატჩებს არ ვატარებთ სერიოზულ მეტოქეებთან,რომლებთანაც შეიძლება ჩვენი რეალური დონე დავინახოთ და განსავითარებლად გამოვიყენოთ???ლიეტუვათი გინდათ გუნდი განავითაროთ?ან სანიოლი რატომ თანხმდება ამას???ეტყობა შეხმატკბილებულები არიან და ერთ ნოტაზე მღერიან.
გიგი
რატო ადისლაიქებთ? მოგწონთ თქვენი შვილების მომავალს არაპროფესიონალები რო წყვიტავენ?
gzp
ისრაელის ნაკრები ნორმალურია ამხანაგურისთვის, მაგრამ ლიეტუა? და ასე გინდათ გაფრინდეთ? რა გახდა აღმოსავლეთ ევროპული გუნდების მოძებნა?
1981
ავშენებულვართ
გიზოგ
გეთანხმები ძმაო, ყველას პირზე აკერია ბავშვთა ფეფბურთი და როცა დინამოს 19 წლამდე ასაკის უნდს მიეცა შანსი ევროპის ჩემპიონთა პლეიოფში ეთამაშა სტადიოზე და თანაც დინამოზე 400 კაცამდე, თუ იქნებოდა და ისინიც, ფანებთან ერთად, თითქოს თეატრში ისხდნენ ჩუმად უყურებდნენ თამაშს. და მაინც ყველა გაოცდა, როცა პირველი ტაიმის დამთავებას ალბათ წუთზე ნაკლები დარჩა მაშინ დაიწყეს ხმაური და ხმაურით გააცილეს გუნდები გასახდელში. გადახედეთ ქართულ ტელევიზიებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ არხს, ყველას თამაშები აინტერესებთ ქართული ფეხბურთის გარდა. ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთს აჩვენებს სიქნეტი, რომელიც ქვეყნის მაშტაბით ყველგან არ მაუწყებლობს და საზ. არხი თავის სპორტული არხით ჩოგბურთის რომელიღაც ტურნირს აჩვენებს. ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე მხოლოდ. თუმცა ამას ვერ იტყვი ობოლაძის გადაცემაზე, რომელსაც მოჰყავს ქართველი მწვრთნელები, ვეტერნები, ექსპერტები საქართველოს ჩემპიონატის და ბავშვთა ფებურთის პრობლემებს. ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხო შემოვბრუნდეთ ქართული ფეხბურთისკენ და სალახი და ლივერპული თვითონ გაარკვევენ ურთიერთობას.
gio gio
ასეთი მატჩები სასარგებლოა ყოველთვის თუ სწორად გამოიყენებ.(მოხდება სწორი სელექცია) და არ მოხდება ვიღაცის კარნახით ფეხბურთელების გამოძახება. ასევე მისაღებია გულშემატკივარის მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა.მაგრა რაც აქ იწერება ზოგიერთი ვაიგულშმატკივარისგან ნაღდად მიუღებელია.(საკუთარი ნაკრების ცინიკურად მოხსენება).იმედია ეს რთული პერიოდიც გაივლის და ნაკრებიც ათამაშდება.(საჭირეობის შემთხვევაში მწვრთნელიც უნდა შეიცვალოს).წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
საქართველო
ჰოი საოცრებავ,საქართველოს პარლამენტში განათლების რეფორმას სერიოზული სახით განიხილავენ ყოფილი სპორტსმენები,ივანე ჯავახიშვილის,პეტრე მელიქიშვილის,აკაკი შანიძის ქვეყანაში ხალხოოო!!
მერაბი 61
მეგობრებო ნაკრებზე ბოდიშს ვიხდი არაფერს ვიტყვი, მინდა საკლუბო ფეხბურთზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა,მოვა ზაფხული და ჩვენი გუნდები ითამაშებენ ევროპის საკლუბო მატჩებში, ესეიგი რომ დავაკვირდეთ ისეთი ქვეყნებმა ისწავლეს ფეხბურთის თამაში რომ ადრე მაპატიეთ სტადიონებიც არ ქონდათ, მაგალითად ფარერების კუნძულებში სულ რამდენიმე სტადიონია, მინდა მოვუწოდო პასუხისმგებლობას გააკეთონ რეფორმები ,1, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე,2, ლიგა 2გახდეს16 გუნდიანი და იქ დაწესდეს ლიმიტი ლეგიონერების და იქ ითამაშონ ბევრმა ჩვენმა პერსპექტიულმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ლიგა 3 გახდეს 18 გუნდიანი აი შვეიცარიას პრომოუშენი ლიგასავით,მე 4 ე ლიგას გუნდები ითამაშებენ რეგიონალური ლიგებში,აი ავსტრია ან გერმანული ობერლიგასავით, სპეციალისტები, მწვრთნელები, გუნდის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები,და ჟურნალისტები ,დაამატებენ თავიანთ აზრებს, დიდი პატივისცემით საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივარი 55 წლის სტაჟით, მერაბი 61, მადლობა,
Levani
დაბერდა ის დაცვა ვინც 2024 წლამდე ითამაშა. ახლები-საზონოვს სულ ტრავმა აქვს,გელაშვილი ვერას ჯერ იმ დონეზე ჰალანდებს,ილდიზებს და თუნდაც ტადიჩებს დაუყენო. გოგლიჩიძე-ლოჩო კი ათამაშეს და თქვენც ნახეთ ჩვენი დაცვა რას გავდა. ამ მომენტისთვის არც დაცვა გვყავს და წინაც უნდა ვილოცოთ რომ ყველა გვყავდეს ჯანმრთელად. ჟორჟი-ბუდუ უკვე სამი წელია მესამე კონკურენტუნარიანი თავდამსხმელი ვერ გამოჩნდა. რა აზრი აქვს ამხანაგურს-გულიაშვილს გამოცდი თუ აბუაშვილს. კიდე დავამატებ-ამ თემას არ ეხება,მაგრამ იუთუბზე ბიჭები რო უბერავენ გადაცემებს- ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკეთ,მარტო ეგ არის საინტერესო. რა ჩვენი საქმეა ალონსო გასაშვებია თუ სალათი ლივერპულში რას იზავს. კი მეც მიყვარს და ვუყურებ ევროპულ და სამხრეთამერიკულ ფეხბურთსაც კი,მაგრამ იცით რომ იმ ევროპაში მხოლოდ თავის გუნდს გულშემატკივრობენ? აი ვთქვათ ჩართე ტელევიზორი და ნახე გლადბახის გიჟი ფანები-90% არ იცის ნიუკასლი რომელი ქვეყნის გუნდია. აი შენ თუ გალათასარაის ფანს უთხარი რომ იცი ოსიმენი ჰყავთ-იფიქრებს რომ უკან ეტენები. ანუ თავს იბანძებთ,არ არის ეგ ჩვენი პრობლემა იმათი ფეხბურთის გარჩევა-ცუდი მოსასმენია. თქვენსაზე ილაპარაკეთ და თავი ღირსეულად დაიჭირეთ.
არჩი – ეჰჰჰ–ს
კარგი, ყველაფერი გასაგებია, ვინ რას წერთ. თქვენ ქართული ფეხბურთი არ გიყვარდეთ, მეტია არაა ჩემი მტერი. მაგრამ, გიორგი შერმადინი რატომ იყო წუმპეში, შე მართლა ბოროტო ადამიანო?
დდდ
ისრაელთან არ ვიცი და ლიეტუველებთან ნაღდად არ გამოვა ამხანაგური... მაგათ ამხანაგი-ს გაგონებაზე გულყრა ემართებათ...

ჩვენები ბადეებს დახევენ:)
ეჰჰჰჰ
ხალხო, რატომ წუწუნებთ, ვერ ხედავთ რომ წინ მივიწეთ? ტაილანდი მაინც ხომ აღარ ჩამოყავთ. ცოტაც ვაცალოთ, ხდილობს ფედერაცია .... ისე ფეხბურთთან რა მოსატანია და ჯამლეტ ხუხაშვილმა რა წუმპედან ამოიყვანა 1 კაცი და იმან კიდევ მადლობა ვისთვის გადაეხადა, ვერ მოარტყა ....
გივი
რატომ ეს გუნდები? ტაილანდმა უარი თქვა?
jo
აბა, აბა, მთლად ნამეტანი არ მოგივიდეთ!
ბადრი
შევჭამთ, დავღეჭავთ, დაღეჭილები იქნებიან ბატონო.
გიორგი
სამართლიანი შედარებაა კლუბების ცუდ ასპარეზობას უფრო სწორად კატასტროფულ ასპარეზობას ასე თუ ისე გამართლება შეიძლება მოიძებნოს მაგრამ ნაკრების ვერანაირ გამართლებას ვერავინ ვერ ახსნის ახლა გინდა ლატვიას მოუგეთ და გინდა ისრაელს მთავარ მატჩებში თურქებთან ისე უსსურად ითამაშეთ დასაცინი გახადეთ მთელი საქართველო
ბოროტი ბეჰემოტი
ეეჰ, ერთი სცენა გამახსენდა "ბაში აჩუკი"-დან: "შაითან, შაითან" - დაიძახეს ოსმალებმა. "ახლა გინდა შაიტანე, გინდაც გამაიტანე ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო - უპასუხეს ქართველებმა". ამათი მორალიც ეგ არის: ახლა გინდა ათამაშე ამხანაგურები, გინდაც ნუ ათამაშებ - მაინც აღარაფერი გამოვა
ლევანი
მშვენიერი სპარინგია, იქნებ გაიღვიძონ.
აბა?
ორივეს: გადავუვლით, გავანადგურებთ, ბალახზე გავასწორებთ!
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში