კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ერევნის „ნოამ“ სახლში 2:1 სძლია „ლეგიას“ და 8 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდმა თითქმის მთელი მატჩი ლეგიონერებით ჩაატარა.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: კონგო, გვადელუპა, განა, იაპონია, ისლანდია, ბრაზილია, პორტუგალია, ხორვატია და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ამ შეხვედრაში ერთადერთმა სომეხმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა - სერგეი მურადიანი შეცვლაზე 88-ე წუთზე შევიდა. ის საქტ-პეტერბურგშია დაბადებული და "ზენიტის" დუბლებიდან 2023 წელს გადაიყვანეს.

საჩინო
ნამდვილად არ არის მისაბაძი და სასიამოვნო როცა გუნდში არა თუ შენი ქალაქის ,არამედ შენი ქვეყნის და შენი ერის წარმომადგენელი არ ფიგურირებს.ჩვენ რატომ ვცდილობთ მაგალითების აღებას ფაქტიურად გადაგვარებული დასავლური საზოგადოებებიდან, როცა საქართველოს (სწორი მიდგომისა და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში) აქვს პოტენციალი მხოლოდ საკუთარი რესურსით ჩამოაყალიბოს და შექმნას საკმაოდ კონკურენტული საფეხბურთო გუნდები.400-მდე ჩვენი ფეხბურთელი თამაშობს საზღვარგარეთ,სადაც ვერ იზრდებიან და ვერ ვითარდებიან. აქ, ჩვენთან,სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში,მათი პოტენციალი სრულად გამომჟღავნდებოდა ,კლასიც ამაღლდებოდა და კონკურანტუნარიანობაც აიწევდა, თუნდაც საზღვარგარეთულ გუნდებთან მიმართებაში.მაგალითებიც ხომ გვაქვს___ჩვენი დინამო ევროპულ გრანდებს არ უდებდა ტოლს.
გიორგი
ჩვენი გუნდები ჯერ ფარერების მოყვარულ, მეხანძრე-მეთევზეების გუნდს უნდა მოვუგებთ, მერე ვიფიქროთ ევროჯგუფებზე. ისე რითი ვერ აღადგინეს ეს "დესეთეს" თასი? მანდ მაინც მოაგებინებდნენ თბილისის დინამოს ხათრით და აყაყანდებოდნენ მერე შადიმანები და ყორღანაშვილები, რა კარქი იყო სუსურუკუ, 2-3 ფეხბურთელი სულ გვყავდა "სბორნაიაში". ტფუ თქვენი
ბერო
აქ ზოგიერთები წუწუნებს რომ თანამედროვე ფეხბურთში ფული წყვწტს ყველაფერს და სად არის ამდენი ფულიო, - კლასიკური გაპრავებაა პროპაგანდის სტილში, არადა ნაკლები რომ მოიპარონ ჩვენივე ბიუჯეტიდან და მილიონები ქეშათ არ ჰქონდეს საკუთარ, მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში დასაწყობებული, დავიჯერო ერთი-ორი, სომხური ან აზერული დონის გუნდის დაკომპლექტება გაჭირდებოდაა!!!...
გიორგი
ჯერ იყო და უკრაინული გუნდები გაუშინაურდნენ ევროტურნირებს, მერე არასაფეხბურთო ლატვიის სკონტო, ასევე არასაფეხბურთო ბელარუსის ბატე, სომხეთის/აზერბაიჯანის და თვით შუა აზიური გუნდიც გაძვრა. ამ დროს "ჩვენ ძმაუ საფეხბურთო ტრადიციების" ქვეყანა შურით ვსკდებით და ფეხბურთელებს პასპორტებს ვუთვლით... ნაცარქექიების ქვეყანა.
საბა
ისე სომხების და აზერების გუნდებზე რომ ქილიკებთ, ასეთი უტვინოები საიდან შეიყარეთ, თანაც ამდენი ერთად!!??, ვის აინტერესებს დღეს გუნდის შემადგენლობაში ფეხბურთელებს, რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს,მისი კანის ფერი, რელიგია თუ წარმომავლობა, რაა!! ბრიტანელები,ფრანგები თუ ესპანელები ქართველებზე ნაკლები ტრადიციების მიმდევარინი არიან, თუ ჩვენზე უარესი ქვეყანები აქვთ ან ისტორიულ წარსულს უწუნებთ. სატირალი ის არის რომ ამდენი ხანია ერთი მაგარი გუნდი ვერ გაკეთდა, რომ ჩვენთანაც იყოს პერიოდულად დიდი ფეხბურთი, მით უმეტეს როდესაც ქვეყანაში ამდენი მილიონერი, მდიდარი ჩინოვნიკი და ორი იმდენი კორუბციონელია.....ნეტავ ჩვენთანაც იყოს ისეთი ერთი გუნდი მაინც, რომელიც ევროტურნირებზე ითამაშებდა და თვეში 2-3 - ჯერ ნამდვილ ფეხბურთს ვნახავდი და სულ ჩემთვის სულ ერთია ქართული კლუბის მაისურით, რომელი ქვეყნის პასპორტის მქონე ფეხბურთელი გაუტანს გოლს, დაუშვათ თურქულ, სომხურ თუ ყაზახურ გუნდს.....კიდევ!! ვითომდა ნაკრებით რომ ყოყლოჩინობთ, ხომ არ დაგავიწყდათ, ბოლო შესარჩევები- ბოლოდან მე-2 ადგილი ჯგუფებში,ისე როგორც აზერებსა და სომხებს. ასე რომ ნაკრების დონეზეც იგივე ჭაობში ვართ....ჩვენი ფეხბურთი კვარას გოლი ან მისი საგოლე პასია- სულ ეგ არის...ხან ნაპოლიზე ვაფანატებდით ახლა პსჟ-ზე ვართ გადართული....ხოო კიდევ...იმ, კვარას თანაგუნდელების ლანძღვა-გინება ვინც მას პას არ აძლევს ან უვიანებს....ახლა ბარკოლას კვირეულია...მაგის დდდ..
Gurulo
ვის უნდა მივბაძოთ და რეალს,ბარსელონას და პსჟ-ს:)) თანამედროვე ფეხბურთში ფული წყვეტს ყველაფერს,თითო ფეხბურთელში საქართველოს ბიუჯეტის ტოლ ფულს რომ იხდიან და ამდენივეს წლიურ ხელფასად რომ უნიშნავენ,მაგათ როგორ უნდა ეჭიდავო. სომხური,აზერბაიჯანული და მოლდავური(შერიფი) ლიგები არაფრითაა ჩვენზე წინ მაგრამ ფულის ჩადებით თითო გუნდი გააკეთეს.ჩვენც შეგვიძლია ალბათ ერთი საშუალო გუნდის გაკეთება,მაგრამ რა ვიცი.
zura222
მაგ გუნდში არ არიან სომხები მაგრამ სხვა გუნდებში ძალიან ბევრია. არ არის ეგეთი თემები საშაყირო. სომხებს 2 მსოფლიო ჩემპიონი ყავთ სხვათა შორის.
რეზო
ხო გადიან, და? ჩვენთან რა ვერ გაკეთდა ერთი გუნდი, ფუ
ციციკორე
სომხეთს რამდენიმე წლის წინ ნორმალური ნაკრები ჰყავდა. ჩვენ კი პირიქით, არ გვივარგოდა. გრანდი , არც სომხეთია და არც ჩვენ ვართ, სულ რომ კარგი თაობა მოდიოდეს. საკლუბოში, ორივე მეზობელმა გაგვასწრო.
გურულო ს
ბატონო გურულო არაფერს არ ვამბობ ნაკრებზე, საკლუბო ფეხბურთზე ნამდვილად მისაბაძი არიან , ყოველ წელს გადიან ჯგუფური ეტაპზე, კარაბახი აზერბაიჯანიდან,ნოა ან არარატ არმენია სომხეთიდან , თამაშობენ შემოდგომა გაზაფხულზე, ჩვენთვის ნამდვილად მისაბაძი არიან, დაწერეთ თქვენი აზრი,ვის მივბაძოთ, საკლუბო ფეხბურთში, მადლობა,
ლაშა
კლუბის ძირითად შემადგენლობაში მინიმუმ 6 ადგილობრივი ფეხბურთელი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ეროვნულ ფეხბურთს არათუ არ გამოადგება, აზარალებს და უკან დახევს.
გურულო
მ ა გ ე ნ ე ბ ი ს მაგალითი არ გამოგვადგება.რა ნაკრები ყავთ,ესეც სამაგალითოა?
იხვი
ნავთიანი აზერეთი რომ გვჯობია საკლუბო ფეხბურთში, კარგით ბატონო. სასომხეთი რაღატომ უნდა გვჯობდეს?
მერაბი 61
აი სამაგალითო არიან ჩვენი მეზობლები, სომხეთის გუნდი გადის ევროპის კონფერენცლიგაში, აზერბაიჯანის გუნდი გადის და სასახელოა იქ ბენფიკას უგებს, ავიღოთ მაგალითი მაგნებისგან, ისინი თამაშობენ შემოდგომა გაზაფხულზე,ჩვენ კი საბჭოთა კავშირის ფორმატს დაუბრუნდით სამწუხაროდ, ძალიან გთხოვთ ფედერაციას ვისგან არის ეს დამოკიდებული , პატივცემულებო არ ივარგა ჩვენმა ფორმატმა , გადავიდეთ ევროპულზე,ეს მაინც გავაკეთოთ
Ice
საფრანგეთის ნაკრები დიდი ხანია ფრანგების გარეშე თამაშობს
ამბარცუმიან
ეს ინჩა ტო! ტბილისის დინამო რო იყოს ევროტურნირზე, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი ექნებოდა, იტყოდი რამეს?
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ჩვენ რომ ლამაზად ვთამაშობდით, რა მოვიგეთ?" - გლები "არსენალის" კრიტიკას გამოეხმაურა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
სრული ქაოსი და ვარაუდები ალისონთან და მამარდაშვილთან დაკავშირებით
დუე: კვარაცხელია განსაკუთრებულია - ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს
ენცო "ჩელსის" ტოვებს - არგენტინელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
"ჩემი ხანგრძლივი კარიერის მიზეზი ეს არის" - ლუკა მოდრიჩი
"მხოლოდ სახელის გამო ვერ გამოვიძახებდი" - ტუხელმა პალმერის განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
"ჰოლანდი თუ ალვარესი?" - ლაპორტამ ჭორები გააქარწყლა
"ვაღიარებ, ამას წლებია ყველაზე მეტად ვნანობ" - პეპ გვარდიოლა
[VIDEO] ვემბანიამას 26 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ფინალურ სერიაში "ოკლაჰომა" დაწინაურდა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
აირია მონასტერი: ალისონი ბრუნდება, მედია მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს, სლოტი იხტიბარს არ იტეხს
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
მიდის თუ რჩება - დემბელემ პსჟ-ში თავის მომავალზე ისაუბრა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან