კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე „ჰამრუნს“ 2:0 მოუგო, მერვედფინალის საგზური ვადამდე მოიპოვა, სტუმართა გუნდში კი საგოლე გადაცემა ირაკლი აზაროვმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მას უკრაინის ჩემპიონატზე არ ათამაშებენ, სამაგიეროდ ევროტურნირზე მუდამ ძირითად შემადგენლობაშია და ანალიტიკური საიტებისგან ყოველთვის საუკეთესო შეფასებებს იღებს.

ნამატჩევს აზაროვმა კლუბის საიტთან ინტერვიუში გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა, თქვა, რომ რეალიზაციის დიდი პრობლემა აქვთ, შესვენებაზე მწვრთნელმა არდა ტურანმა დავალებები მისცა, რაც შეასრულეს, მეორე ტაიმში მომენტები გამოიყენეს, უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლოთ, გადათამაშების გარეშე მერვედფინალში გასვლა სასიხარულოა და დაელოდებიან, ვინ იქნება მათი მეტოქე.

25 ნოემბერს ტელეგრამ-არხმა INSIDE UPL-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცირე სათამაშო დროის გამო ირაკლი კლუბის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. ამასთან დაკავშირებით ua-football-თან კომენტარი „შახტარის“ ყოფილმა მეკარემ იური ვირტმა გააკეთა: „ეს ინფორმაცია წავიკითხე. მოკლედ გეტყვით, აზაროვის მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, თუ წავა, ეს დიდი დანაკლისი არ იქნება“.

აზაროვს „მეშახტეებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით „მარსელი“ და „სელტიკი“ იყვნენ დაინტერესებული.

რაისა მაქსიმოვნას
სერგო ორჯონიკიძე საქართველოში გაზრდილი მაგრამ შეგნებით რუსი იყო და ვასილ მჟავანაძე პირიქით, რუსეთ-უკრაინებში გაზრდილი ქართველი იყო და ისევე ჰგავდნენ ერთმანეთს ქვეყნის სიყვარულითა და რაც მთავარია, ნაკეთები საქმეებით, როგორც ვთქვათ, შენ და დედა ტერეზა... ამიტომ ისეთ თემებზე წერე, რაც ყურმოკვრით მაინც გაქვს მოსმენილი ჩეჩმის რიგში - ნაკლებად სასაცილო იქნები...
შადიმან პუტლეროვიჩს
პარტახ! აზაროვზე წერენ აქ და რუსული ნარატივები შენთვის და ორჯონიკიძე-მჟავანაძეებისათვის შეინახე
Gomako
მაინც ვერ ისწავლიან ჭკუას ჩვენი ფეხბურთელები,გაიგეთ ეს დედა აფეთქებული,რუსები და უკრაინელები არიან ყველაზე დიდი შოვინისტები,უკრაინაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა,კალაძეს შევჩენკომ წააშველა სიტყვა და სარფიანად გაყიდეს,დანარჩენ შემთხვევაში ყველას კარიერა დაუნგრიეს მაგალითად კი მიხეილ ფოცხვერია გამოდგება,სულ ბოლო მაგალითი სვინიების შოვინიზმის იყო ბედოშვილის ღრუსეთში გადატვირთვა,რაც მას დიდი ალბათობით კარიერის დასრულებად დაუჯდება.

ბოლო წუთები იყო,რომ გადავრთე და მალევე შეცვალეს კიდეც.შეცვლისას,დიქტორმა ასე გააცილა.აზაროვს კარგი მომენტებიც ჰქონდა და შეცდომებიც,თუმცა მშვენიერი საგოლე პასიც შეასრულაო. ალბათ სჯობია,სხვა კლუბი მოძებნოს,სადაც სისტემატური პრაქტიკა ექნება,მაგრამ როგორც ვიცით,უკრაინული კლუბები,ადვილად არ ელევიან,ქართველ ბიჭებს.ირაკლი,მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია და კარგი მწვრთნელის ხელში,რომელიც მასთან ინდივიდუალურად იმუშავებს,სულ სხვანაირად გაბრწყინება შეუძლია.მასაც და გოჩოლეიშვილსაც დაცვაში აქვთ პრობლემები,თორემ წინ,ორივე მშვენივრად ირჯება.ჩემი აზრით,აზაროვს,ნახევარდაცვაში უკეთესად ვხედავ,ცენტრისაკენ შეწევებით,ვიდრე დაცვაში.სამწუხაროდ მწვრთნელები სხვაგვარად ფიქრობენ და იმის მტკიცებას ნამდვილად ვერ დავიწყებ,მათზე კარგად მე მესმის ფეხბურთიო.2,5 წელი კიდევ აქვს,კონტრაქტი და ჯერ არა მგონია გაყიდონ.აი იჯარით გაშვება კი,არ არის გამორიცხული.ზაფხულში.ზამთარში,შემადგენლობის სიღრმისათვის შეინახავენ,სეზონის ბოლომდე.
სურიკას ანუ ???-ს ანუ დდდ-ს
სურიკ, რა დაგიშავეს უკრაინელებმა?

„შახტარის“ ყოფილმა მეკარემ იური ვირტმა კომენტარი გააკეთა: „ეს ინფორმაცია წავიკითხე. მოკლედ გეტყვით, აზაროვის მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, თუ წავა, ეს დიდი დანაკლისი არ იქნება“. ანუ რა გამოდის რომ როცა შეიძინეს მაშინაც არ ჭირდებოდათ მაინცდამაინც და როგორც ჩვევიათ ფული გაათეთრეს?
დდდ
100-ივე %-ით ვეთანხმები - ქვეყანა გააპარტახეს, მაგას არ თვლიან დანაკლისად და აზაროვზე ჩამოიხოკავენ ლოყებს?!...
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
აზაროვმა დუბლინში ითამაშა - "შახტარმა" "შემროკ როვერსს" მოუგო