დღეს, ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში პსჟ სტუმრად „მეცს“ დაუპირისპირდება, 21 დეკემბერს გასვლაზე თასის 1/32-ფინალში სამოყვარულო „ფონტენეს“ შეხვდება, რის შემდეგაც ორი კვირა დაისვენებს.

ფრანგული მედიის ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე დიდ როტაციას მიმართავს და რიგ წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებს. მეკარე ლუკა შევალიე მწყობრში ჩადგა, მაგრამ „მეცთან“ ისევ მატვეი საფონოვი ითამაშებს. მარკინიოსი ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო განაცხადში არ იქნება. ლუკას ბერალდო ბრუნდება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებენ. ნუნუ მენდეშს ლუკა ერნანდესი შეცვლის, ილია ზაბარნი ვილიან პაჩოსთან ერთად დაცვის ცენტრში გაირჯება, მარჯვენა ფლანგზე კი უორენ ზაირ-ემერის ვიხილავთ, რომელიც, ალბათ, გუნდს უკაპიტნებს.

გადახალისდება ნახევარდაცვა: ფაბიან რუისი, ვიტინია და ჟოაო ნევეში სათადარიგოთა შორის დაიკავებენ ადგილს, ხოლო მათ ნაცვლად თამაშს სენი მეილიუ, კანგ-ინ ლი და კენტენ ნჯანტუ დაიწყებენ.

რაც შეეხება შეტევას - უსმან დემბელე კვლავ ავადაა და მისი ასპარეზობა გამორიცხულია. „პარიზიენი“ წერს, რომ თუ მოვლენები პარიზელთათვის არასასურველი სცენარით განვითარდა, შეიძლება შეცვლაზე ხვიჩა კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა შევიდნენ. მოიერიშე სამეული ასე დაკომპლექტდება: დეზირე დუე, იბრაიმ მბაიე და გონსალო რამუში.

პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, მეილიუ, ლი, ნჯანტუ, დუე, მბაიე, რამუში.

მხოლდ წამყვანი ფეხბურთელების დასვენება კი არა,დანარჩენების ტონუსში მოყვანაზეც ზრუნავს ენრიკე.ცდილობს ყველას ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა,რომ საჭიროების შემთხვევაში,ისინი გამოიყენოს და ამავე დროს,სხვა გუნდში გადასასვლელად არ გაიწიონ,სათამაშო დროის ნაკლებობის მომიზეზებით.სულ 18-20 წლის უნიჭიერეს ბიჭებს ათამაშებს და რა თქმა უნდა მათი გაშვება არ უნდა.წუხელ,ნჯანტუმაც გაიტანა გოლი და ეს გუნდის მეთვრამეტე ფეხბურთელი იყო,ვინც ამ სეზონში გოლის გატანა მოახერხა.თან სხვადასხვა პოზიციებზე თამაშს აჩვევს,პატარა ბიჭებს და მათგან უნივერსალებს ზრდის.კვარასავით დიდი ფულის გადახდას,საკუთარ აკადემიაში გამოზრდილი ბიჭების საქმეში ჩაბმას და ამით გუნდის მომგებიანობის გაზრდაზეც ზრუნავენ.მბაპე-მესი-ნეიმარის გაყიდვის შემდეგ,გუნდმა დაკომპლექტების პრინციპები შეცვალა და შესანიშნავ შედეგებსაც აღწევს,გინდ სპორტული და გინდაც ფინანსური კუთხით.
დდდ
საინტერესოა, რისთვის ან ვისთვის აპირებს ლუის ენრიკე წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას, როცა წელს მეტი თამაში აღარც ლიგაზე უწევს და აღარც ლიგა 1-ზე?!... სამოყვარულო ფონტენისთვის?!... კეთილი, დაისვენონ, რა პრობლემაა, მაგრამ როცა ნუნუ მენდეშს ერნანდესი ცვლის, პსჟ რატომღაც ქუთაისის ტორპედოს ემსგავსება ( ნუ, გნებავთ, თბილისის დინამოს - გემოვნების კიარადა, გეოპოლიტიკის საკითხია) და ერთი მადლობა მარტო იმისთვის ეკუთვნის კატალონიელ ბიძიაბაბუას, რომ თუ აქამდე არ ვიცოდი, ვისთვის მექომაგა ქართველებით დახუნძლულ თამაშში, ხვიჩას არყოფნაში, ეს მაინც აღარ მექნება სამკითხაო...

სამაგიეროდ მეცს მიეცემა,ქულების შევსების შანსი.მათთვის ეს შესაძლოა ლიგაში დარჩენის შანსად იქცეს,პსჟ კი,მაინც მოაგროვებს,საჭირო ქულებს.ჩვენ მეცის წარმატებებითაც დაინტერესებულები ვართ,წიტაიშვილის და აბუაშვილის იქ თამაშის გამო.
ვვვ
დაიკიდე რა ))
კახი
ეს რა შემადგენლობაა,ასე ხომ წააგებს. არც მასე საღლაბუცოდ აქვს საქმე ენრიკეს რომ ამხელა ცვლილებებს მიმართოს. ნახევარდაცვის ცენტრი სკამზე? ვიტინია,ნევეში,რუისი სკამზე? ეს ამხელა როტაცია მეცთან არ ივარგებს აი თასზე კი შეიძლება.
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება