ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!

ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!

დასრულდა ეროვნული ლიგის მორიგი სეზონი. თბილისის "იბერია 1999-მა" ტიტული დაიცვა. ახლა ზუსტად ის დროა, როცა შიდასაფეხბურთო ამბავში წიწილები უნდა დავითვალოთ. ფაქტი ერთია - ეროვნულ ლიგაში დაძაბულობა ნამდვილად იყო, ხარისხისა კი რა მოგახსენოთ.

ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვწეროთ და ვიკითხოთ, ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე უტყუარი, პირუთვნელი შემფასებელი ევროთასებია. ჰოდა, თუ სასწრაფოდ არ მივხედეთ საქმეს, თუ არ ვუწამლეთ პრობლემებს, ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგი ისევე კატასტროფულად დარჩება ევროპული მასშტაბით, როგორც არის დღეს...

"იბერიამ" დაიმსახურა!

"იბერია 1999" ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. გასაგებია, რომ გასულ ზაფხულს ევროთასებზე თბილისური კლუბის ასპარეზობამ საფეხბურთო თემში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. შვედურ "მალმიოზე" ვერა და, ესტონურ "ლევადიაზე" ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გუნდი უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ რას ვიზამთ - წარსულს ვეღარ გადავყვებით.

ახლა მთავარი მომავალია. იმ "მომავალში" კი "იბერიას" კიდევ ერთხელ მოუწევს საქართველოს ღირსების დაცვა ევროთასებზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისური კლუბი ამ უმკაცრეს გამოცდას გაცილებით მომზადებული შეხვდება, ვიდრე წინა სეზონში.

საამისო წინაპირობაც არის - როგორც "იბერიას" პირველკაცმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, კლუბის მართვაში ამიერიდან სოლიდური უცხოელი თანაინვესტორი ჩაერთვება, ჩაიდება გვარიანი კაპიტალი, რის შემდეგაც კლუბს ექნება ახალი სტადიონი და ბაზა.

ამას რა აჯობებს, თუმცა ჩვენი სათქმელი ერთია - ახალი ფეხბურთელები ევროთასების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი არა, ახლავე უნდა მიიყვანონ გუნდში.

ცალკე ვთქვათ გუგა ნერგაძეზე - სწორედ ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა მიიყვანა "იბერია" ჩემპიონობამდე და ახლა წინ ჩემპიონთა ლიგაა. ყველა მოპოვებულ ევროქულას კი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროთასების მომავალ არა და, მის შემდეგ სეზონში, უდიდესი ალბათობით, ერთ ადგილს დავკარგავთ.

აქვე არ გამოგვრჩეს ლევან  კორღალიძესა და გია გეგუჩაძეზე - ნერგაძის გარდა, "იბერიას" ჩემპიონობაში წვლილი მათაც შეიტანეს. მართალია, ოქროსთვის ბრძოლას ბოლო ტურამდე გაჰყვა ინტრიგა, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ "იბერია" მივიდა პირველი - ფინიშის ხაზთან.

ლოგიკურად გადანაწილდა ევროთასების სხვა საგზურებიც. ძალიან გვინდა, თითოეულმა ქართულმა კლუბმა კარგად გაითავისოს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება, როგორც ევროთასების მონაწილეს. ასე რომ, "იბერიასთან" ერთად წარმატებას ვუსურვებთ კონფერენსლიგის მონაწილეებს - "დილას", "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს".

რატომ არის ხარისხი დაბალი?

ეროვნულ ლიგაში თამაშის ხარისხი დაბალი რომაა, ამას ბევრი მტკიცება რად უნდა. ამაში ერთბაშად რამდენიმე ფაქტორია "დამნაშავე". ყველაზე მეტად კი რამდენიმე - გაუთავებელი მიგრაცია, ფეხბურთელების სათამაშო კლასი, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა კლუბებში, ცუდი მოსამზადებელი პირობები, მწვრთნელთა კვალიფიკაცია და ბავშვთა ფეხბურთში არსებული პრობლემები.

ეს პრობლემათა იმხელა ჯაჭვია, ერთ წერილში რეცეპტს ძნელად რომ გამოწერს კაცი, მაგრამ უკეთესობისკენ თანდათან უნდა ვიაროთ. ყველაზე გულსატკენი მაინც ერთი რამაა - ჩვენ დიდი სიჯიუტით მივყვებით გზას, რომელზეც უკვე წლებია, დავდივართ და რომელსაც არაფერი მოაქვს წარუმატებლობის გარდა.

ცხადია, არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი და ჩვენს პირველობას მისი ერთი აქნევით ვერავინ გახდის ბევრად უკეთესს, მაგრამ რაღაცების უკეთესობისკენ შეცვლა თანდათანობით უნდა დავიწყოთ.

მაგალითად, ჩაატარებს ფეხბურთელი ერთ-ორ კარგ თამაშს საქართველოს ჩემპიონატში და ეგრევე უცხოეთისკენ უჭირავს თვალი. თანაც, კლუბის სიძლიერეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, მთავარია, საქართველოდან წავიდეს.

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ფინანსურად უჭირს. კი ბატონო, რიგითი ქართველის ჯამაგირთან შედარებით ფეხბურთელის ხელფასი სოლიდურია, მაგრამ საფეხბურთო ევროპას თუ გადავხედავთ, უბრალოდ სასაცილოა.

გვისწრებს ლამის ყველა ევროპული ქვეყანა. ისეთებიც, ადრე რომ "ცალი ფეხით" ვუგებდით და სანამ ეს არ შეიცვლება, ქართულ კლუბებს გაუჭირდებათ უკეთესი შედეგის ჩვენება. რატომ გვქონდა უკეთესი შედეგი ევროთასებზე 10-12 წლის წინ? იმიტომ, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში იყო მეტი ინვესტორი.

დღეს ინვესტორებს ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლის კაცი. ყველა გამოვიდა ოცნების ღრუბლებიდან და რაკი მოგებას ვერ ნახულობს, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულის ჩადება აღარავის უნდა, ან თითქმის აღარავის. არიან ენთუზიასტები და მათ იმხელა მადლობა ეკუთვნით, ეს ერთი წერილი რომ ვერაფრით დაიტევს.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ფეხბურთის განვითარების ფონდის პრიორიტეტები ისე, რომ ჩვენმა საკლუბო ფეხბურთმა მეტი სარგებელი მიიღოს. სხვისი არ ვიცი და, მე კი მგონია, რომ საკითხი მარტივად დგას - სპონსორებს, იმ ხალხს, ვინც ფულს ჩადებს საკლუბო ფეხბურთში, უნდა დაუწესდეთ კონკრეტული შეღავათები, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა.

დღევანდელ ეპოქაში დონკიხოტობას ვერავის დააძალებ. ვერავის მოსთხოვ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი ისე უყვარდეს, თავისი ფული მოიტანოს, დახარჯოს და შინ ვერაფერი წაიღოს. არიან ასეთებიც, მაგრამ ერთ და ორ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს.

სწორი სკაუტინგი, როგორც წარმატების საფუძველი...

თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პირობებში, ამ დაფინანსების დროსაც კი შეიძლება უკეთესი შედეგის ჩვენება და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ, როგორც წესი, შუბი ხალათში არასოდეს იმალება. ჩვენს კლუბებში თითქმის ნულზეა შიდა და გარე სკაუტინგი. მეტიც, ამაზე საერთოდ არავინ ზრუნავს.

ჩვენ წარსულის არაერთი მაგალითი ვიცით, როცა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები მახვილ თვალს ღრმა პროვინციებშიც აღმოუჩენია. დღეს ასე პრაქტიკულად აღარ ხდება. განა, ყველას აქვს იმის საშუალება, რომ თბილისში ან რომელიმე დიდ ქალაქში ჩაიყვანოს ბავშვი?

დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენი ტალანტი იკარგება ჩვენი სოფლების მინდვრებზე? ითამაშა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ მერე ფანჯარა ვერ ნახა ქართულ საფეხბურთო სამყაროში, პატრონი ვერ ნახა და საბოლოოდ დაიკარგა - ასეთი ბევრია. არადა, საქართველოს ვინ მისცა შვილი... შვილიც და ფეხბურთელიც დასაკარგავი!

ან ლეგიონერების თემა: ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ესპანეთიდან და სხვა გრანდი ქვეყნებიდან ჩვენთან წამოვა კარგი ფეხბურთელი? ამას არ ჯობია, აფრიკული ბაზარი ავითვისოთ, სადაც პირველი და მეორე თუ არა, მესამე არჩევანი მაინც იქნება ჩვენი?!

სწორი სკაუტინგის შემთხვევაში ქართული კლუბები მიიღებენ უკეთეს პროდუქტს და საბოლოო ჯამში - შემოსავალს. თანაც, ჩვენ საქმე გვექნება თვითნაბად ნიჭთან. ვისაც თუნდაც 9იანების საქართველოს ჩემპიონატი ახსოვს, დაგვეთანხმება - ყველა გუნდში იყო გამორჩეული ინდივიდუალისტი და თანაც რამდენიმე. ახლა კი ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს ჰგავს, ან თითქმის ყველა.

მწვრთნელიც ცოდოა...

თქმა რად უნდა, პასუხისმგებლობას ვერც ეროვნულ ლიგაში დასაქმებული მწვრთნელები გაექცევიან. დღეს ჩვენში იშვიათად ითქმება სიმართლე. მეც ბევრი კარგი ადამიანი ვიცი, მწვრთნელად რომ მუშაობს, ბევრთან კარგი სალამიც მაკავშირებს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას პირდაპირ - ისინი თავიანთ საქმეს კარგად ვერ აკეთებენ და რომ აკეთებდნენ, დღეს არც ასეთი ეროვნული ლიგა  გვექნებოდა და არც ასეთი შედეგები - ევროთასებზე.

ეს ერთნაირად ეხებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მწვრთნელებს. ისე, მწვრთნელიც ცოდოა. ერთმა არასაგაზეთო საუბარში მითხრა, რა ვქნა, ბურთის კენწვლასაც მე ხომ ვერ ვასწავლი ფეხბურთელსო. კი ბატონო, არის ამასი სიმართლის მარცვალი, მწვრთნელიც ცოდოა, მაგრამ ცოდოები ვართ ჩვენც და თუ ხედავ, რომ ათი წელი (პირობითად) არაფერი გამოგდის, უნდა ადგე და სხვას დაუთმო ასპარეზი, იქნებ ის უკეთესად აკეთებს საქმეს...

ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, ამ წერილის ავტორი კი გამოსავალს ახალი თაობის მწვრთნელების დაწინაურებაში ხედავს. რაღაცნაირად გავიხარე კიდეც, ამ თაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გუგა ნერგაძემ რომ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი. მომავალი ხომ მათია...

შესვენებაზე ვერ შევისვენებთ!

საქართველოს ჩემპიონატში თებერვლის ბოლომდე თუ მარტის დასაწყისამდე შესვენება გამოცხადდა. ახალი სეზონის დაწყებამდე იქნება შეკრებები, საკონტროლო მატჩები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ რუტინას არ უნდა გავყვეთ.

ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ბევრი უნდა ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე, რომ ჩვენი ეროვნული ლიგა რაღაცას დაემსგავსოს, თორემ ევროთასებზე დასაკარგავად გამზადებული ადგილი იქეთ იყოს და, ევროპული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგში სულ ბოლო ადგილამდეც დავქვეითდებით, რაც ნამდვილად სირცხვილი და თავის მოჭრა იქნება.

არადა, ქართულ ფეხბურთს აქვს თუნდაც იმის ინტელექტუალური პოტენციალი, რომ ამ ფსკერიდან ამოძვრეს. უბრალოდ, სწორად მუშაობაა საჭირო...

ალეკო კაკაურიძე,

"ლელო"

• ამბაკო

1)სპორტული სკოლები უნდა იყოს უფასო.2)კანონოით უნდა აიკრძალოს 24 წლამდე ფეხბურთელების საზღვარგარეთ გაყიდვა გარდა იმ ტალანტებისა რომლებსაც ევროპის ტოპ 5-საფეხბურთო ქვეყნის წამყვან გუნდებში ეპატიჟებიან.3)უნდა აიკრძალოს ლეგიონერები(რომელი ,ნორმალური ლეგიონერი ჩამოვა საქართველოში?).4) უნდა მოწესრიგდეს შიგა ტრანსფერებიც.უნდა შეწყდეს ყოველ კვარტალში ახალი გუნდის კეთება.5)სასურველი იქნებოდა სომხეთთან ან აზერბაიჯანთან ერთად საერთო ჩემპიონატის ჩატარება.აი ასე წარმომიდგენია ჩიხიდან ამოსვლა ,ასე მწამს და ასე მჯერა.

• გიზოგ

რა თქმა უნდა, იბერიას წარმატებებს ვუსურვებ(დინამო თბილისის ქომაგი ვარ). თუმცა, რაც ამ გუნდმა სომხებთან ჩაიდინეს და მას მერე აგრძელებენ იგივე სამარცხვინო ამბებს ნაკლებად მჯერა მათი. წარმატებები იბერიას, იქნებ სახელის გამოცვლამ უშველოთ.

უკრაინაზე რომ დავწერე,აზაროვის,წიტაიშვილის,ფოცხვერიას და გოჩოლეიშვილის ისტორიები მქონდა მხედველობაში.რუსეთში რა ხდება,ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია,თუმცა მანდაც იგივე სიტუაცია ჰქონიათ.სწორედ მაგას ვამბობ,რომ შეხედავენ,ტალანტი იპოვეს,თანაც მათი საზომით კაპიკებში,ცდილობენ ბოლომდე დააბან და თუ შეძლეს,კარგ ფასში გაყიდონ.პრინციპში სლავურ ქვეყნებს ვახსენებთ,მაგრამ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაშიც,ასე არ არის?მიჰყავთ კაპიკებში და 20 ტალანტიდან ერთმაც რომ გაამართლოს,მაინც მოგებაში რჩებიან.მათი მუშაობის პრინციპი რომ ვიცით,სწორედ ამიტომ ვამბობ,პირველივე დაძახებაზე არც ჩვენ გავუშვათ,პატარა ბიჭები,თორემ უკვე ასაკოვან ფეხბურთელს თუ დაუძახეს,რაღაცა ასაკის შემდეგ,ისინი აღარ უნდა დავაკავოთ და მივცეთ,წასვლის საშუალება.ახალგაზრდების დატოვებით კი,დაყოვნების პერიოდში,წამსვლელიც უკეთესად მოემზადება და გუნდიც მეტ ხეირს ნახავს ჯერ მისი კლუბში თამაშით და მერე,მისი უფრო მეტ ფასად გაყიდვით.წასვლის წინადადების მქონე ახაგაზრდებისთვის ხელფასის მომატება,მის ფინანსურ ზარალს შეამცირებს,რაც ახალ გუნდში გადასვლით უნდა მიეღო და ვერ მიიღო.ეს მისთვის მცირე,მაგრამ მაინც დამატებითი სტიმული იქნება.

• მწარე

1) პირველ რიგში თამაშობენ მოძველებულ ფეხბურთს. 2) ითვლება რომ მთავარია ინდივიდუალურად მოემზადოს ფეხბურთელი, გუნდურობა მეორე მხარეს დგას. 3) ჯერ უნდ აცენო კარგი ფეხბურთი, ღათა მაყურებელი მოვიდეს. 4) ახალ სტადიონს ააშენებსო ახალი ინვესტორიო. ჯობია ჯერ გუნდი ააშენოს ისეთი რომელიც ლევადიას მოუგებს და სტადიონზე მერე იფიქრეთ. ჯერ პირობებია საჭირო და სტადიონი ბოლოს. 5) არ ხდება წარსულის გაანალიზება. მაგალითად ნაწყვეტი სტატიიდან: ესტონურ "ლევადიაზე" ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გუნდი უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ რას ვიზამთ - წარსულს ვეღარ გადავყვებით. არც მეთევზეებთან არ უნდა წაეგო დინამოს, ჰოდა არ მოხდა წარსულის ანალიზი. ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ.

• უსახელო ამხანაგს

ამხანაგო თქვენ შეგეშალათ ალბათ,უკრაინაში ახლა ხუთი ქართველიც არ თამაშობს,თუ იცით ჩამოთვალეთ ვინ არიან თავს რომ ვერ აღწევენ, რუსეთში ახლა სხვადასხვა ლიგებში ირიცხება 50 ზე მეტი ქართველი ,ფაკელში,ახმატში, პარი ნნ ში მეორე ლიგის გუნდებში მე მაქვს მთელი ინფორმაცია აქ ვერ დავეტევით, ნახევარს არ ათამაშებენ,აი მაგალითად შპილევსკი ბელორუსიის სპეციალისტი არ ათამაშებს ბედოშვილს, რომელიც ძალიან ტალანტი ბიჭია, სხვებიც ურიდია, კვეკვესკირი არის ასეთი ფეხბურთელი რუსეთში, გიორგობიანი, მელქაძე და სხვები ზოგჯერ ხვდებიან ძირითადში, მეორე ლიგის გუნდებს აქ ვერ ჩამოვთვლი, ასე რომ არაზუსტი ინფორმაცია გაქვთ,

• Levani

სამწუხაროდ არანაერი პერსპექტივა არ ჩანს. ქართველ ბიჭებს ეძლევა ასპარეზი -ხელფასი,შეკრება,ვიტამინები მშვენიერი მინდორი.აგენტების ყურადღება და არაფერი არ აკლიათ თუ აქვთ ფრითენზიები,მაგრამ ანტიფეხბურთს თამაშობენ. პირობები გაქვს შე კაი კაცო თავის გამოსაჩენად და შენ ყაზახებთან და ესტონელებთან აგებ? შემდეგი 5 წელი კაი თავდამსხმელს არ უნდა ველოდოთ რასაც ახალგაზრდულებს და ეროვნულ ლიგას ვუყურებ. თუ ვინმე მოდის ყველა შემტევი ნახევარმცველია(მაგ.ბართიშვილი) ტაქტიკაზე როა ბოლო დროს დისკუსია 1-8-1 ამ ტაქტიკას უნდა დავეყრდნოთ აწი ნაკრებში 1 მცველი წინ ჟორჟი და 8 შემტევი ნახევარმცველი. კლუბების კიდევ რა გითხრათ, ყველაზე სწორად ისევ ფიფია მუშაობს. ტორპედოზე 20ჯერ ნაკლები დახარჯა ბოლო 2წელი და მგონი მეტი საქმე გააკეთა. თუნდაც ხარებაშვილი მირჩევნია ვიღაც შერიფებს და ანდრიჩებს. მოკლედ ვისაც გჯერათ მე გაგატარებთ მაგრამ არაფერი საიმედო არ ჩანს ჯერჯერობით

• Levani

სამ

„იბერიას კიდევ ერთხელ მოუწევს,საქართველოს ღირსების დაცვა“!სამწუხაროდ ბოლო წლებში,მხოლოდ იბერია კი არა,ქართული კლუბების თამაშს,ღირსების დაცვას ვერაფრით დავარქმევთ.რა მნიშვნელობა აქვს ბოლოსწინა ადგილზე იქნება თუ ბოლოზე?სულ ქვევით და ქვევით მივსრიალებთ და დღეს ჩავვარდებით ფსკერზე თუ ხვალ,დიდი სხვაობაა?! უკრაინაში გადასულ ქართველებს,მერე ძალიან უჭირთ,იქიდან თავის დაღწევა.როცა მათში პოტენციალს ხედავენ,შესაძლოა არ ათამაშებდნენ,მაგრამ არც ჰყიდიან.იქნებ საქართველოშიც ასე უნდა მოვიქცეთ?პატარა ბიჭი,ორიოდე თამაშს კარგად ჩაატარებს და ვიღაცა ხელს როგორც დაუქნევს,უკან სირბილით მისდევს.კლუბებიც უშვებენ,რადგან იქ გაცილებით უკეთესი პირობები და ხელფასებია.ერთი წელი,თუნდაც ნახევარი წელი რომ არ გაუშვან,მიუხედავად მათი სურვილისა,ხომ ცხადია,რომ ის ფეხბურთელიც უფრო გაიზრდება და კლუბიც უფრო კარგ ფასში გაჰყიდის?!როგორც ექიმი,პაციენტს ტკივილს აყენებს იმისათვის,რომ გამოაჯანმრთელოს,ფეხბურთელებსაც ასევე რომ მოვექცეთ,ხომ არ სჯობია?თუ ფეხბურთელი რამედ ვარგა,იმ ნახევარ სეზონში,უფრო გაიზრდება და უკეთესი გუნდი დაინტერესდება.ვისზეც მოთხოვნაა,იმ ფეხბურთელს მისმა გუნდმა ხელფასის დანამატი რომ გაუკეთოს,როგორც მოთხოვნად ფეხბურთელს,ორივე მხარისათვის მისაღები კომპრომისი,საბოლოო ჯამში ორივე მხარეს წაადგება.გუნდი უფრო ძვირად გაყიდის,ამ დროში უფრო მოძლიერებულ ფეხბურთელს,ფეხბურთელი კი,რომელიც წესით,ამ დროში უფრო უნდა მოძლიერდეს,უკეთეს გუნდს დააინტერესებს,ან უფრო მეტ ხელფასს შესთავაზებენ,ამ დროში,თვითონაც უკეთესად მოემზადება უცხოეთში გადასასვლელად,ენასაც შეისწავლის და ფიზიკასაც გამოასწორებს.საბოლოო ჯამში,ისიც მოგებული დარჩება და კლუბსაც მეტ მოგებას დაუტოვებს.თუ ვინმე თავის თავზე მუშაობას შეწყვეტს,მისთვისვე იქნება უარესი და თავის თავს დააბრალოს.აღარ დაუძახებენ და ეგ იქნება.არ ვამტკიცებ,რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება,მაგრამ ვარიანტად მგონი გამოდგება.საბოლოო ჯამში,მაინც სპეციალისტების სამსჯელოა,რა უშველონ ქართულ ფეხბურთს.იმათ უნდა იმსჯელონ,ვინც კარგად იცის,ფეხბურთი,საქართველოში მისი პრობლემები,ქართული რეალობა და უცხოური გამოცდილება. რა თქმა უნდა

• მერაბი 61

მეგობრებო სამწუხაროდ არაფერი არ გაკეთდება, არავინ არის პასუხისმგებელი, ფედერაციამ ჩვენ რა შუაში ვართო, პროფესიონალური ლიგა არ გვყავს,აბა ვინ აიღებს პასუხისმგებლობას არ ვიცი სამწუხაროდ, ძალიან სირცხვილია თუ ბოლო ადგილზე გავედით რეიტინგში, ფაქტია რომ რაღაც უნდა გაკეთდეს , პროფესიონალებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა თორემ ისეთი ქვეყნებმა გაგვასწრო, ფარერების კუნძულებმა,მალტამ,აი გიბლარტარმა როგორ გაგვასწრო, კვიპროსი გასაგებია,და ასე შემდეგ, მინდა ვუსურვო ქართულ ფეხბურთს აღორძინებას, წარმატებებს, მჯერა, მჯერა იბერია გაძლიერდებადა არა პირიქით როგორც მოხდა ეს გასულ წელს, მჯერა ქუთაისის ტორპედოს გერმანელი მწვრთნელის, მჯერა თბილისის დინამოს, მჯერა გორის დილას, ყველას ვუსურვებ წარმატებებს,

[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო

[VIDEO] "რეალმა" "ბეტისი" გაანადგურა, გონსალო გარსიამ ვან ნისტელროის მიღწევა გაიმეორა...

[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული

"ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია" - დეკლან რაისმა ვიქტორ იოკერეში დაიცვა

ყველანაირი აკრძალვა რუსულ კლუბებთან და მათ ფეხბურთთან - აზერბაიჯანულ გუნდთან უკრაინელი ვერნიდუბის კონტაქტის დეტალები გასაჯროვდა

ალონსო როდრიგოს თამაშით კმაყოფილია - ბრაზილიელი "რეალიდან" წასვლაზე აღარ ფიქრობს

ჯუდ ბელინგემმა "რეალს" "კრისტალ პალასიდან" ნახევარმცველის დამატება მოსთხოვა

"მოგებას არ ვიმსახურებდით. ბედნიერი ვარ, რომ გარსია გვყავს" - ჰანსი ფლიკი

იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში - Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე

[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...

[VIDEO] "ბარსელონამ" "ესპანიოლს" გამარჯვება გამოგლიჯა - "ბარსას" მეკარე ვირთხას შეადარეს

დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "ლე მანთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEO] რაისის პირველი დუბლი პრემიერლიგაში - "არსენალი" კვლავ შეუჩერებელია!

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?

[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი - "ვილიარეალმა" "ელჩეს" მოუგო

[VIDEO] მიქაუტაძემ ახალი წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო

პსჟ-ს ფეხბურთელების გარეშე - Sofascore-მ წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა

ჩაკვეტაძის თანაგუნდელის შეძენას "ჩელსი" შეეცდება

გოგლიჩიძე ტრავმირებულია - "უდინეზე" "კომოსთან" დამარცხდა

კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - ქართველის დერბიში თამაში საეჭვოა

თუ "სიტისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - "რეალს" როდრის გაფორმების გეგმა აქვს

პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!

[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...