საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას მსოფლიოს თასზე 14 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს
26 აგვისტოს "შევარდენის" მორაგბეთა სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს ნაკრების მიერ განვლილ მოსამზადებელ ეტაპზე და მოახლოებულ მსოფლიოს თასზე ესაუბრნენ.

4 სექტემბერს "ბორჯღალოსნები" გეზს ახალი ზელანდიისკენ აიღებენ, 5 სექტემბერს უკვე დანიშნულების ადგილზე იქნებიან, პირველ შეხვედრას კი, 14 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. 18 სექტემბერს ქართველთა მეტოქე ინგლისი იქნება, 28 სექტემბერს რუმინეთი, ხოლო ჯგუფური ეტაპი ქართველთათვის 2 ოქტომბერს, არგენტინასთან ჯახით დასრულდება.

გია ნიჟარაძე: ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გაიარა და მალე ახალ ზელანდიაში გაემგზავრება. ჩვენ ბიჭებს ურთულეს მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება და მოდით ვაღიაროთ, რომ ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია უფრო ძლიერები არიან, თუმცა საქართველოს ნაკრები თითოეულ თამაშში ბოლომდე ბრძოლას აპირებს. გუნდში საუცხოო გარემოა, ბიჭები საოცრად მოტივირებულები არიან და ყველა მატჩში ბოლო წამამდე თავდაუზოგავად ითამაშებენ, დანარჩენი კი უშუალოდ იქ, ზელანდიაში გამოჩნდება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრავმის გამო არავინ გამოგვაკლდეს, რადგან ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ მოკლე სათადარიგო სკამია. ერთი მოთამაშის დაკარგვაც კი დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. აქვე, მინდა მთელი სარაგბო ოჯახის სახელით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება ვუსურვო. მათ ნამდვილად აქვთ იმის პოტენციალი, რომ სამი თამაში მოიგონ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ილია მაისურაძე: საფრანგეთში ჩატარებული მოსამზადებლი პერიოდი და ორი ამხანაგური თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანგარიშმა არ მოგატყუოთ, ბიჭებს მომატება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, უბრალოდ ტრავმებს ვუფრთხოდით, რადგან დასაკარგი მორაგბეები არ გვყავს.

გარდა ამისა, ბოლომდეც არ გავიხსენით, რადგან ჩვენ თამაშებს მეტოქეთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთლიანობაში მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, იყო განტვირთვის დღეებიც, რაც ძალიან წაგვადგა. სამი დღის ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ნაკრებს ერთი დღე ვასვენებდით, რამაც უდავოდ გაამართლა. მიმდინარეობს მეტოქეებზე დაკვირვებაც და იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ყოველმხრივ მომზადებულები შევხვდებით.

საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიოს თასზე

შერკინება: გოდერძი შველიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი ("ბრივი", საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე ("კასტრი", საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე ("არმია", თბილისი), დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი", საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია ("ობენა", საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), ილია ზედგინიძე ("კერკერენი", საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე ("ლა სენი", საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე ("მონტობანი", საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი).

უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე ("არმია", თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი ("გურდონი", საფრანგეთი), ლექსო გუგავა ("ლელო", თბილისი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი), ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), რევაზ გიგაური ("ფიჟაკი", საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა ("ლელო", თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი", საფრანგეთი), დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

იხილეთ ვიდეო

msy.gov.ge

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა