ბოსნიური oslobodjenje წერს, რომ "სარაევოს" 24 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გულიაშვილი შვედურ აიკში ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია. გამოცემის ცნობით, ახლა მხოლოდ მცირედი დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ტრანსფერი გაოფიციალურდება.

ამავდროულად, ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა დღეს დილით განახლება გააკეთა და გულიაშვილის შესაძლო შვედურ ტრანსფერს 100%-იანი ალბათობა მისცა.

ინფორმაციისთვის, აიკმა გასულ სეზონში საშინაო ასპარეზზე მე-7 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გუნდია.

სტოკჰომელებმა შვედეთის ჩემპიონები ისტორიაში 12-ჯერ გახდნენ და ეს ამ ქვეყანაში მესამე საუკეთესო შედეგია. ასევე კლუბს შვედეთის უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი სეზონის ჩატარების რეკორდი ეკუთვნის.

შეხსენებისთვის, გულიაშვილმა ამ სეზონში "სარაევოს" რიგებში ყველა ტურნირზე 20 თამაში ჩაატარა. მას ორი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს. ჯამში ამ კლუბში გადასვლიდან მან სულ 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეტოქეები 23-ჯერ დაამწუხარდა და ასისტით თანაგუნდელი 15-ჯერ მოამარაგა.

სიმართლე
აშკარად ჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელები წამყვან ევროპულ ლიგებში არავის არ უნდა (თუ მთლად კვარასავით ან მამარდასავით მეტეორივით არ შეიჭრა ევროსივრცეში, თანაც იღბალიც თან თუ არ დაჰყვა). სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ტრანსფერიც ამის დადასტურებაა - აბა, შარშან როცა უმაგრეს ფორმაში იყო და გოლი-გოლზე გაჰქონდა, ათას რამეს წერდნენ მისი გამპიარებელი (ჟ)ურნალისტები, აქაოდა იტალიური კლუბებიდან დაწყებული ინგლისურებით დამთავრებული...
SOS
აკი seria-a-გუნდებს უნდათო!
Givi
ყველა ფეხბურთელს აქვს ისეთი მომენტი, რომ წინსვლისთვის უფრო მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს, გულიაშვილს ზაფხულში უნდა დაეტოვა სარაევო დარჩა და რეგრესი დაეწყო, ეხლა ფაქტიურად თავიდან უწევს დამტკიცება რომ მეტი შეუძლია, წარმატებები!!!

წელს ვერ არის,შარშანდელივით პროდუქტიული.შარშან ვახერხებდი მის თამაშების ნაწილი ყურებას,წელს კი,რატომღაც თითქმის მუდამ მიუწვდომელია.არ ვიცი,სარაევოდან აიკში გადასვლა,რამდენად შეიძლება წინსვლად ჩაითვალოს?ზაფხულში,უფრო ძლიერი ლიგების იმედი მქონდა.ასეა თუ ისე,წარმატებებს ვუსურვებ.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
გულიაშვილის დებიუტი "ბარსელონასთან" შედგება? - "რასინგს" ზამთარში ახალი ფორვარდი ესაჭიროებოდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
გულიაშვილის "სარაევომ" ახალი მწვრთნელი დანიშნა და ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანა - ქართველი თავად შესაძლოა, წავიდეს
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
[VIDEO] "სარაევოს" საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა