აქტიურად გრძელდება რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას გარკვეული თანხები აქვს გამოყოფილი მის წევრ ქვეყნებში ახალგაზრდების განვითარებისთვის, რომელსაც საქართველო მაქსიმალურად იყენებს.

აღნიშნული ფონდის (Youth Developmant Fund) სახსრებით არ სარგებლობენ ევროპის ის ქვეყნები, სადაც ახალგაზრდული და ზოგადად კალათბურთი განვითარებულია, თუმცა არიან ქვეყნები, რომლებიც ფიბა-ს აღნიშნულ ტრანშს მიზნობრივად იყენებენ, რათა საკუთარ ქვეყანაში კალათბურთი მაქსიმალურად განავითარონ. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ს ფონდთან მე-4 წელია, აქტიურად თანამშრომლობს და სწორედ ამ ტრანშის ასათვისებლად შექმნა რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომლის ანგარიშზეც ფიბა-ს ფონდთან ერთად საკუთარი ბიუჯეტიდანაც რიცხავს თანხებს, რითაც საქართველოს რეგიონებისთვის ყველა საჭირო საკალათბურთო ინვენტარს იძენს.

მიმდინარე თვეში რეგიონებში უკვე მესამე გასვლა განხორციელდა: პროგრამას კალათბურთის ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი ჩადის. პროგრამის ფარგლებში რეგიონების ბავშვთა საკალათბურთო სკოლები, აკადემიები თუ უბრალოდ გუნდები იღებენ ფარებს, ბურთებს, ფორმებს, კონსოლებს, დრიბლინგის სათვალეებს, სროლის დასახვეწ ტრენაჟორებს, ხოლო მწვრთნელები პროფესიულ დაფებს, სასტვენებს, სამწვრთნელო უნიფორმებსა და პერიოდულად საკალათბურთო ლიტერატურას. იგეგმება მათთვის სამედიცინო ინვენტარის გადაცემაც, რაც პროგრამაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო დეპარტამენტის ჩართვის შემდეგ განხორციელდება.

მორიგი გასვლა 19 დეკემბერს განხორციელდა, რომელმაც მოიცვა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონები. ფოთში სტუმრობისას პროგრამის ხელმძღვანელებმა ჩაიტანეს ინვენტარი მთლიანად სამეგრელოს რეგიონისთვის. ფოთში ჩატანილი ინვენტარი სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციამ, მისმა პრეზიდენტმა, ბექა ბექაიამ ჩაიბარა, რომელსაც თავის მხრივ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან საკალათბურთო სკოლას ხელმძღვანელობს.

ამჯერად პროგრამით გათვალისწინებული იქნა ინვენტარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოსთვის, სადაც მოქმედმა კალათბურთელმა, ამჯერად “რუსთავის” წევრმა ვახტანგ ქადარიამ გუნდი დააარსა. სწორედ ეს გახლავთ რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის მიზანი და პოლიტიკა, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს კუთხეებში საკალათბურთო კერების გაჩენას და მათ სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.

აჭარის საკალათბურთო სკოლები ძირითადად ბათუმშია კონცენტრირებული, თუმცა ზღვისპირა ქალაქში ამჯერად ინვენტარი ქობულეთისთვის და რეგიონის სხვა დაბებში არსებული გუნდებისთვისაც ჩავიდა. კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ბათუმის სპორტის სასახლეში შიდარეგიონული ტურნირის მსვლელობისას მივიდნენ და ახალგაზრდა კალათბურთელებთან გასაუბრების შემდეგ მათ სხვადასხვა სახის ინვენტარი გადასცეს.

2025 წელი პროგრამისთვის ამით არ დასრულებულა. 29 დეკემბერს დაგეგმილია სენაკში სტუმრობა, სადაც სოლიდური საკალათბურთო აქტივობაა და სკოლა საჭიროებს საკალათბურთო ინვენტარით შევსებას.

GBF

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა