ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

მე-12 წუთზე ანგარიში რაფინიამ პენალტით გახსნა. ამის შემდეგ "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" "ბლაუგრანას" კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა "ბარსას" მეკარე ჟოან გარსია მოწოდების სიმაღლეზე იყო.

39-ე წუთზე ვეიგამ იამალი მოცელა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პორტუგალიელი მცველი მოედნიდან გააძევა. მეორე ტაიმში "ვილიარეალი" კვლავ უტევდა, მაგრამ მარსელინიოს გუნდმა მომენტის გოლად გარდაქმნა ვერ მოახერხა. 63-ე წუთზე ლამინ იამალმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ცვლილებაზე შემოსული მიქაუტაძე 77-ე წუთზე ჟოან გარსიას პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველის დარტყმული ესპანელმა მეკარემ მოიგერია.

ამით შეწყდა პრიმერაზე „ვილიარეალის“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია - 6 მოგება და 1 ფრე.

„ვილიარეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 იანვარს „ელჩეს“ ესტუმრება.

ვილიარეალი. „კერამიკა“

ვილიარეალი - ბარსელონა 0:2

გოლები: 0:1 რაფინია (12, პენ), 0:2 იამალი (63)

გაძევება: ვეიგა (39, ვილიარეალი)

მზის სისტემა
ჩემი მოკრძალებული აზრით,ჟორჟი უნდა თამაშობდეს "ბარსელონაში",რადგან ვარსკვლავია.
დავით 67
ერთი პერიოდი გაიბრწყინა. ეხლა რეგრესს განიცდის. ამდენი გუნდის გამოცვლა ნებისმიერ ფეხბურთელზე აისახება. ვილიარეალი არ იყო კარგი არჩევანი. ხალხო მოეშვით ეგრეთწოდებულ განზრახ პასის არ მიცემის თეორიებს . ეგ ყველგან ხდება. თქვენ კიდევ დაგიჩემებიათ ქართველი რომაა იმიტომ არ აძლევენ პასსო. გამოდით ამ ჩაგრული ერის ფსიქოლოგიური პრობლემიდან
ავთო
ყოველწელს გუნდის ცვლა ვის გაუგია, მორატა ხომ არაა. თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ მარსელინიოს ტაქტიკურმა მონახაზებმა, პასების არ მიცემამ და უთამაშებლობამ მისი სრული დისკვალიფიკაცია გამოიწვია. ისეთი შთაბეწდილება მრჩება, რომ ერთი ერთზე განზრახ ურტყანმს მეკარის ფეხებში, მოკლედ ვილარეალის დედაც, სოფლის გუნდია.
Givi
რაც არ მომწონს ჟორჟის გაფუჭებული მომენტებია, თითქოს ადრე უფრო სისტემატურად გაქონდა ასეთი მომენტებიდან, რა მოუვიდა ვილიარეალში ვერ ვხვდები ბევრს მაზავს...
გიგო პაპა
მარსელინიომ და მსაჯმა გააფუჭეს თამაში. რა უნდოდა აიოზს ძირითადში? 0-2 -ზე რომ შემოიყვანა ჟორჟი, მერე რაღა უნდა ექნა? მაინც სახიფათოდ შეუტიეს 10 კაცმა, შექმნა ჟორჟმა განსხვავება. იამალს უფრო ეკუთვნოდა ყვითელი სიმულაციაზე, მშვენიერი თამაში გააფუჭა მსაჯმა ბარსას სასარგებლოდ. კი ბატონო, აუღო მეკარემ ჟორჟს, მაგრამ თავიდანვე რომ დაეყენებინათ, უეჭველი გაიტანდა. მაინც არ ენდობა მარსელინიო ბოლომდე და ღირსიცაა რომ წააგეს! იმედია ჟორჟს კიდევ უფრო ძლიერ გუნდში ვიხილავთ.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს