სამირ ნასრიმ, რომელიც რამდენიმე დღის წინ „არსენალიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, თავის ყოფილ გუნდზე მწარე-მწარეების ლაპარაკი დაიწყო
24 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, რომელიც რამდენიმე დღის წინ „არსენალიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, თავის ყოფილ გუნდზე მწარე-მწარეების ლაპარაკი დაიწყო. ის ამტკიცებს, რომ „მეთოფეები“ უამბიციონი არიან და მიზნის მისაღწევად მონდომებაც აკლიათ. შეგახსენებთ, რომ ნასრიში ისტლენდელებმა „არსენალს“ 24 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

ინგლისური გაზეთები ხუმრობენ, როგორც კი ფრანგი ნახევარმცველი მანქანაში ჩაჯდა და ლონდონიდან მანჩესტერისკენ მიმავალ ტრასაზე გავიდა, იმ წუთას თავისი ყოფილი გუნდის კრიტიკას შეუდგაო - ეტყობა ყელში ჰქონდა მოწოლილი და „ეტიჰედ სთედიუმამდეც“ ვერ მოითმინა.

ნასრიმ თქვა: „კონტრაქტის გახანგრძლივებაზე „არსენალს“ თავად დავუწყე ლაპარაკი. ეს ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში მოხდა, მაგრამ თვე თვეს მოსდევდა, ხოლო, როდესაც ივნისი დადგა, დავინახე, რომ არც პასუხს მცემს ვინმე და არც გუნდის ახალი ფეხბურთელებით გასაძლიერებლად ადებენ თითს თითზე. ნებისმიერი კლუბის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ინვესტიციის ჩადებაა საჭირო, მე კი დროგამოშვებით მესმოდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ „არსენალს“ ფული არ აქვს.

რასაკვირველია, „მანჩესტერ სიტიში“ გაცილებით დიდი ხელფასი დამინიშნეს და იმის თქმა, რომ აქ უკეთესი ცხოვრება მექნება, სამართლიანია, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ გახლავთ: 24 წლისამ ვიგრძენი, რომ დროა კარიერაში ახალი ნაბიჯი გადავდგა. სწორედ ახლა იყო მნიშვნელოვანი ისეთ კლუბში გადასვლა, რომელიც ჩემს ამბიციებს შეესაბამება და ტიტულების მოპოვებაში დამეხმარება. ვფიქრობ, „სიტის“ შემადგენლობაში ჯილდოების მოგების გაცილებით უკეთესი შანსი მაქვს, ვიდრე „არსენალში“ დარჩენის შემთხვევაში მექნებოდა“.

სხვათა შორის, ნასრიმ ისიც აღიარა, რომ „ემირეით სთედიუმზე“ საკუთარ თავს ძალას აღარ ატანდა და ადრინდელი მონდომებით აღარ ვარჯიშობდა, რადგან კონკურენციას ვერ გრძნობდა.

„ჩემს ახალ გუდს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, სადაც ძირითადი შემადგენლობის თითოეული პოზიციისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. „სიტიში“ იძულებული ვიქნები ჩემი დონე დავხვეწო და ადგილი დავიმკვიდრო. აქ, კომფორტულ ადგილას ვერ მოვკალათდები. ამას „არსენალში“ ვაკეთებდი, რადგან საშუალება მქონდა. ამიტომ, „სიტიში“ გადასვლა ჩემთვის, რასაკვირველია, რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ადამიანმა ცხოვრებაში ხანდახან უნდა გარისკო კიდეც. კონკურენციის ნამდვილად არ მეშინია. სანამ მანჩესტერელებს მათთან გადასვლაზე თანხმობას ვეტყოდი, ყველაფერი ავწონ-დავწონე“.

გეხსომებათ, ამ ზაფხულში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ნასრის „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ შეეძლო გადასვლა. ნასრი ამბობს, რომ ეს მართლაც დიდი არჩევანი იქნებოდა, მაგრამ... სერ ალექს ფერგიუსონს მის თაობაზე არავისთვის მიუმართავს.

„ინგლისიდან არსად წამსვლელი რომ არ ვიყავი იმთავითვე ცხადი იყო. საკითხი ასე იდგა: „იუნაიტედი“ თუ „სიტი“. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უპირატესობას „სიტის“ ვანიჭებდი, რადგან მირჩევნია კლუბის ისტორიის შექმნაში მივიღო მონაწილეობა, ვიდრე უკვე არსებულ სისტემაში მრავალთა შორის ერთ-ერთი გავხდე. მე პატრიკ ვიეირას ველაპარაკე. მან მითხრა, რომ „მანჩესტერ სიტი“ მომავლის კლუბია. მოკლედ, ჩემი ტრანსფერი ნამდვილი საგა გამოვიდა და ბედნიერი ვარ საბოლოოდ ყველაფერი კარგად რომ დასრულდა“.

დაბოლოს, ნასრიმ „არსენალის“ მწვრთნელის, არსენ ვენგერისადმი გამოხატა დიდი სიყვარული და პატივისცემა. ფეხბურთელმა თქვა: „არსენის წინაშე დიდ ვალში ვარ. ნაკრების დონის ფეხბურთელი რომ გავხდი, მისი დამსახურებაა. დღეს თუ რამე შემიძლია, მისი წყალობითაა და ამისათვის მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. მან იცის რასაც აკეთებს. ვენგერი საოცარი ადამიანია და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"