მორჩა, ოტო რეჰაგელი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, 71 წლის გერმანელმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა. რეჰაგელი ფეხბურთელებს ოთხშაბათს საღამოსვე გამოეთხოვა და გადადგომის შესახებ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც ამცნო...

მორჩა, ოტო რეჰაგელი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, 71 წლის გერმანელმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა. რეჰაგელი ფეხბურთელებს ოთხშაბათს საღამოსვე გამოეთხოვა და გადადგომის შესახებ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც ამცნო. ამრიგად, ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებისა და რეჰაგელის თანამშრომლობა დამთავრდა. ეს კი უდიდესი და სენსაციურად წარმატებული ერის დასასრულია.

შეიძლება, ბევრს არც ახსოვდეს, რომ რეჰაგელმა საბერძნეთის ნაკრებში მოღვაწეობა 2001 წლის სექტემბერში, ფინეთთან 1:5 განადგურებით დაიწყო. მას მერე, საბერძნეთის ნაკრებმა ოტოს ხელმძღვანელობით 103 მატჩი ჩაატარა და აქედან ნახევარზე ოდნავ მეტი, 52 თამაში მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ რეჰაგელის დაცვით სტილს ყოვეთვის აკრიტიკებდნენ, მის ხელში საბერძნეთის ნაკრების შედეგები გასაოცარია და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოტო ბერძნებმა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. რაც არ უნდა იყოს, რეჰაგელმა, ყველასათვის მოულოდნელად, საბერძნეთს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

"ეს იყო ცხრა გენიალური წელიწადი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერს, მათ შორის საუკეთესო ზღაპრებსაც კი, დასასრული აქვს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ გუნდთან ერთად მუშაობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს მივაღწიეთ. ახლა კი, დროა, ყველას დავემშვიდობო და საბერძნეთის ნაკრებს წარმატებები ვუსურვო," - ამ სიტყვებით გამოეთხოვა რეჰაგელი თავის შეგირდებს.

ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, რეჰაგელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის გაწყვეტა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოფოკლის პილავიოსმაც დაადასტურა. მისი თქმით, რეჰაგელის შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია, ოღონდ მისი გვარი უახლოეს დღეებში გაცხადდება. ჩვენი ბერძენი კოლეგების ცნობით, რეჰაგელს პორტუგალიელი ფერნანდო სანტოსი შეცვლის, რომელიც საბერძნეთში აეკ-ს, "პანათინაიკოსს" და პაოკ-ს წვრთნიდა.

პილავიოსის თქმით, უახლოეს მომავალში საბერძნეთის ნაკრები რეჰაგელის გამოსათხოვარ მატჩს გამართავს. ბერძნები "მეფე ოტოს" მეფურად გააცილებენ. "რეჰაგელს ძეგლი უნდა დავუდგათ, - ამბობს პილავიოსი, - როცა ოტო საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა, ჩვენ ფიფას რეიტინგში 62-ე ადგილზე ვიყავით და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ევროპის ჩემპიონები გავხდებოდით. დღეს კი ჩვენი გუნდი მე-15 ადგილზეა. ეს ყველაფერზე მეტყველებს."

გარდა 2004 წლის ტრიუმფისა, რეჰაგელმა ბერძნები ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა, ახლა კი მუნდიალზეც ათამაშა. მანამდე საბერძნეთის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, 1980 წელს მონაწილეობდა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 1994 წელს ითამაშა, სადაც სასტიკად შერცხვა - არცერთი გოლი, არცერთი ქულა.

რეჰაგელი საბერძნეთში არ დაბრუნებულა. ის მეუღლე ბეატესთან ერთად სამხრეთ აფრიკაში დარჩა, სადაც მუნდიალის დარჩენილ მატჩებს დაესწრება. ცნობილია, რომ ოტოს პენსიონერობა ჯერ არ სურს და მიუხედავად იმისა, რომ 71 წლისაა, მწვრთნელობის გაგრძელებას აპირებს.

გოტფრიდ ლენცი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"