უინსტონ-სალემში მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ორ სეტში, თანაც ამერიკელის კონკურენტებმა ერთხელაც ვერ მიაღწიეს ტაი-ბრეიკამდე
დასასრულს უახლოვდება ამერიკის ღია პირველობის წინ ბოლო რეპეტიცია და ექსპერტებს საშუალება აქვთ გაარკვიონ, რა ფორმაში ხვდებიან ჩოგბურთელები სეზონის რიგით მეოთხე "დიდი სლემის" ტურნირს. თუმცა ბოლომდე ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ კვირას თითქმის ყველა ლიდერმა ტურნირებზე გამოსვლას ინდივიდუალური ვარჯიშები ამჯობინა.

თუმცა უკვე შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ ენდი როდიკი გამოვიდა კრიზისიდან და თანდათან უახლოვდება ოპტიმალურ სპორტულ ფორმას. უინსტონ-სალემში მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ორ სეტში, თანაც ამ შეხვედრებში ამერიკელის კონკურენტებმა ერთხელაც ვერ მიაღწიეს ტაი-ბრეიკამდე. რაც მთავარია, ბრწყინვალედ მოქმედებს როდიკის მთავარი იარაღი - მოწოდება. შესაძლოა, რთული დასაჯერებლია, მაგრამ განვლილ სამ შეხვედრაში ამერიკელს ერთი ბრეიკ-პოინტი არ მიუცია მეტოქეებისთვის.

მეოთხედფინალში არგენტინელ ხუან მონაკოსთან 28 წლის როდიკმა მხოლოდ ცხრა გათამაშება წააგო თავის მოწოდებაზე, სამი ბრეიკი გააკეთა და 66 წუთში გაიმარჯვა - 6:1, 6:4.

ენდის მეტოქე ნახევარფინალში ასევე ამერიკელი ჯონ ისნერი იქნება. ეს ჩოგბურთელი უიმბლდონის შემდეგ შესანიშნავად გამოიყურება - ამერიკული სერიის ტურნირებზე 19 მატჩი ჩაატარა და 15 მოიგო, გაიმარჯვა ნიუპორტში, გავიდა ატლანტას ფინალში და ვაშინგტონში ნახევარფინალში ითამაშა. ამჯერად ისნერმა ნახევარფინალის მორიგი საგზური კვიპროსელი მარკოს ბაღდატისის დამარცხებით მოიპოვა, არადა, პირველ სეტში ამერიკელმა ვერაფრით აამოქმედა თავისი საფირმო მოწოდება და 1:6 განადგურდა. თუმცა მომდევნო ორ პარტიაში თითო ბრეიკის აღებით მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა მატჩი - 1:6, 6:3, 6:4.

ისნერი და ბაღდატისი ბოლო დროს ტრადიციულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ: ორი კვირის წინ მონრეალის მასტერსზე შეხვდნენ ერთმანეთს, ახლა უინსტონ-სალემში გაარკვიეს ურთიერთობა და უკვე ცნობილია, რომ ისინი აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეშიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

რაც შეეხება როდიკისა და ისნერის ურთიერთშეხვედრებს, აქ წინ არის გამოცდილი ამერიკელი - 3:1. ჯონმა ენდის ერთადერთხელ 2009 წელს აშშ-ის ღიას მესამე წრეში ხუთსეტიან თრილერში მოუგო.

კიდევ ერთი ჩოგბურთელი ხვდება კარგ ფორმაში ამერიკის ღია პირველობას. ეს არის მსოფლიოს 42-ე ჩოგანი რობინ ჰაასე, რომელმაც გამარჯვებათა სერია რვა მატჩამდე აიყვანა. ჰოლანდიელმა თვის დასაწყისში კიტცბუელის ტურნირი მოიგო, შემდეგ პაუზა ჰქონდა და ახლა უინსტონ სალემში აგრძელებს სერიას. მეოთხედფინალში უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვის წინააღმდეგ ჰაასემ 15 ეისისა და სამი ბრეიკის (რვა შესაძლებლიდან) წყალობით ერთ საათში მოიგო - 6:4, 6:4.

ჰაასეს მეტოქე ნახევარფინალში ფრანგი ჟულიან ბენეტო იქნება, რომელსაც ყველაზე რთული მატჩის გადატანა მოუწია უკრაინელი სერგეი სტახოვსკის წინააღმდეგ. ფრანგმა მეორე სეტის ტაიბრეიკზე ერთი მატჩბოლიც კი მოიგერია და ის გეიმი 11:9 მოიგო, რის შემდეგაც მესამე სეტში პრობლემა აღარ შექმნია. ბენეტომ 14 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ სამი გამოიყენა და ამიტომაც გაირთულა ცხოვრება აღნიშნულ შეხვედრაში, რომელიც 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

ATP

Winston Salem

უინსტონ სალემი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

1/4 ფინალი

ენდი როდიკი (აშშ, 1)-ხუან მონაკო (არგ, 7) 6:1, 6:4; რობინ ჰაასე (ჰოლ, 10)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 3) 6:4, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ, 4)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 8) 1:6, 6:3, 6:4; ჟულიან ბენეტო (საფ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ, 9) 3:6, 7:6(9), 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება