უეფას ცნობით, ერთა ლიგის კენჭისყრა 12 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელმაც B ჯგუფში ადგილის შენარჩუნება შეძლო, მესამე კალათაშია და ამ კალათის წარმომადგენლებთან ჯგუფში არ მოხვდება - მეტოქეები პირველი, მეორე და მეოთხე კალათიდან შეხვდება და ვნახოთ, რამდენად გაგვიმართლებს.

ერთა ლიგის გათამაშება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპთან იქნება დაკავშირებული.

I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი

II კალათა: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა

III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი

IV კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო

გამარჯვებული A ლიგაში გადავა. მეორეადგილოსანი პლეი-ოფში A ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება. მესამეადგილოსანი C ლიგის მეორეადგილოსანს ეთამაშება. მეოთხე პოზიციაზე გასული C ლიგაში გავარდება.

კალენდარი

პირველი ტური: 24-26 სექტემბერი (2026)

მეორე ტური: 27-30 სექტემბერი (2026)

მესამე ტური: 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი (2026)

მეოთხე ტური: 4-6 ოქტომბერი (2026)

მეხუთე ტური: 12-14 ნოემბერი (2026)

მეექვსე ტური: 15-17 ნოემბერი (2026)

მეოთხედფინალები, პლეი-ოფი: 25-30 მარტი (2027)

ნახევარფინალები, ფინალი: 6-13 ივნისი (2027)

ზურა
ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელი იყო 2015-2016 წლებში და ახლაც იქნება ცხადაძე, დამიჯერეთ.
გიორგი
ისეთ დაპირისპრებაში ვართ ევროპასთან'სიკვდილის ჯგუფი" არ აგვცდება.მინდა გაგახსენოთ ერთი ამბავი-უეფას შვედი პრეზიდენტი სტუმრობდა საქართველოს და ჩვენი სამშობლო მშვენიერ ხასიათზე დატოვა. სტაჟიან გულშემატკივრებს,დარწმუნებული ვარ, გახსოვთ და იცით კარგ ხასიათზეც რატომაც იყო.იმედიანად წავიდა და იმედიანად დაგვტოვა ჩვენც,რაც კენჭისყრამაც დაადასტურა.თვითონ მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში და საქართველო მშვენიერ ჯგუფში მოახვედრა.სხვა საქმეა,რომ ჩენი ბედოვლათობის გამო ვერაფერი ვქენით,მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთელები ძალიან დიდ გულზე იყვნენ და შანსი ბალტიისპირეთის გუნდმა გამოიყენა,სადაც ძოძუაშვილი იქაურ კლუბში მუშაობდა მწვრთნელად და პარალელურად ნაკრების მწვრთნელის კონსულტანტიც იყო.გუცაევი იყო მაშინ მწვრთნელი ჩვენი ნაკრების და იმ ნაკრებთან დავმარცხდით.ამით იმის თქმა მინდა,რომ კულისებში ბევრი რამე ხდება და იმისდამიხედვით რომელ ბანაკში ხარ,შენი ადგილიც იმ კულისებში გადაწყდება.მიუხედავად ამისა ქართველ ფეხბურთელებს აქვთ იმის პოტენციალი,რომ წარმატებით იასპარეზონ.ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას,რაც დარწმუნებული ვარ,ფეხბურთელებზე მოქმედებს.
აფსუს ევროპა!
აზიაში რომ ვიყოთ მსოფლიოზე ვიქნებოდით ყოველთვის თუ არა ხშირად მაინც
ზვიადი
რა ჯგუფიც არ უნდა იყოს, ამ ნაკრებიდან არაფერი არ გამოვა, თუ ისევ კობიაშვილი და სანიოლი დარჩებიან
თბილისელი
კამბოჯა,ლაოსი,ტაჯიკეთი....დიდი შანსი გვიჩნდება.
QT
კალენდარს მიაქციეთ ყურადღება ? უეფას ახალი ფორმატიდან გამომდინარე, 4 თამაშის ჩატარება უწევს ნაკრებს 2 კვირაში, ერთის მხრივ კარგია რომ დიდი დრო ექნებათ ერთად ვარჯიშისთვის, მაგრამ თამაშების მხრივ დამღლელია და მაქსიმალურად ყველა ფორმაში უნდა იყოს, რათა გადაღლილობის თუ ტრავმის შემთხვევაში მოხდეს ადვილად ჩანაცვლება.
ამ თამაშით?
იმედია მესამე სანატრელი არ გაგვიხდება
Levani
თუ ვინმე ცენტრალური მცველი არ გამოჩნდა (საზონოვი სავარაუდოდ) და ერთი თავდამსხმელი სულ ერთია ვინ იქნება მწვრთნელი ვერავინ ვერ დადებს შედეგს. საზონოვი-გოგლიჩიძე კარგი დუეტია. ლოჩოშვილი,დვალი,კაშია არცერთი არ არის ოთხ მცველში სათამაშო. და თავდამსხმელი-ბუდუს ცუდი წელი ჰქონდა, მაგრამ როცა მოიმატოს ახალი წლიდან ვინმე მესამე ჭირდება ნაკრებს. 1 ცენტრალური მცველი და ერთი კარგი თავდამსხმელია საჭირო აუცილებლად
QT
არცერთი გუნდი არაა სუსტი, მაგიტომ მოვხდით ყველა ამ B დივიზიონში, რომ დაახლოებით ერთი დონის ნაკრებები ვართ ამ ეტაპისთვის. შესაბამისად ვისთან ერთად მოვხვდებით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს თუ ვინ როგორ ფიზიკურ-სპორტულ ფორმაში შეხვდება შესარჩევ თამაშებს, რამდენად ექნება სათამაშო პრაქრიკა საკუთარ გუნდებში მაგ დროისთვის ჩვენი ეროვნული ნაკრების არსებულ თუ ახალ წევრებს.
შალვა კვარაცხელია
ჩვენი ნაკრები შეძლებს დაბრუნებას...მთავარია ფსიქოლოგიურად უკეთ მოვემზადოთ და ისეთ უტიფარ გუნდებს,მაგალითად,როგორც თურქეთია,არაფერი დავუთმოთ...
შალვა
კვარაცხელია
ნუგზარი
თამაშები იწყება 2026 წლის სექტემბერში. მანამდე თითქმის 8 თვეზე მეტია. გოგლიჩიძემ უნდა მოუმატოს, საზონოვი ფრომაში შევიდეს, ლორჩო ნელ-ნელა უმატებს, გოჩოლამ და აზაროვმა დაცვითი ფუნქციები უნდა გააუმჯობესონ. ნახევარდავაში კონკურენცია მეტია და ვინც ფორმაში იქნება ის ითამაშებს, ჩაკვეც შევა ფორმაში, ეგოიანმაც ძალიან მოუმატა. შეტევაში ყველაზე კაგრად ვართ. უნდა გავიდეთ ევროპაზე და 2028 -ში ისეთი გუნდი გვეყოლება, ყველას გაუჭირდება ჩვენთან თამაში.
გოგა
ჯგუფში ორი ძლიერი გუნდი არ გვინდა, მაგალითად შვედეთი ბოლოდან და პირველიდან შვეიცარია კობია ამოვიდეს, შვეიცარია პირდაპირ შესარჩევიდან მაინც გავა და ჩვენ მეორე ადგილიც გვყოფნის, მაგრამ იმედია არც ჩვენც არ დაგვჭირდება ერთა ლიგა და პირდაპირ გავალთ
ლეონსიო
1.ისრაელი 2. ბოსნია 3. საქართველო 4. ჩრდილოეთ ირლანდია
ზვიადი
მთავარია ესპანეთი არააა :)
გია
ჩვენი გუნდი ძალიან დასუსტდა ყველანაირად.ამას დაემატა თაობათა ცვლა, უკანა ხაზში და არასტაბილურობა.არანაირი შანსი არაა რომ გავიმარჯვოთ ,თუნდაც ქვეჯგუფში. რეალურად ჩვენ ვართ C ლიგის გუნდი სადაც შეგვიძლია გავიმარჯვოთ.
სიმართლე
არანაირი ილუზიები აღარ მაქვს... ძალიან მეეჭვება, ახლანდელი მდგომარეობით (თუ ვითარება რადიკალურად სასიკეთოდ არ შეიცვალა, რაც ბევრ ფაქტორს უკავშირდება) აწი რომელიმე ფინალურ ეტაპზე გავიდეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები
gzp
კომენტარბს ვუყურებ და... უცებ აარჩია გულშემატკივარმა შედარებით სუსტი მეტოქეები. ამ დროს მსოფლიოზე და ევროპაზე თამაშის პრეტენზია აქვს. არ ააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჯგუფში, ასეთი არასტაბილური თამაშით მე3 ვერ ავცდებით.
Gio
სანიოლი ისეთ ტაქტიკას დახაზავს - ყველას გადავუვლით!
amsona2927
შოტლანდია,შვეიცარია,ჩრდილო ირლანდია
alexandre
ისრაელი, ბოსნია, მაკედონია - ჩემი აზრით 1-ლ ადგილზე გავალთ. პოლონეთი, შვეიცარია, შვედეთი - წესით სერიოზული ბრძოლა იქნება
პაატა
ისრაელი, ავსტრია და კოსოვო
lasha
კარგი შედეგი იქნება თუ ტრადიციას არ დავარღვევთ და ბოლოდან მეორეზე გავალთ
ექსპერტი
სამწუხაროდ გამართლების მოლოდინი ძალიან მცირეა, ჩვენი ნაკრები მიიღებს დამსახურებულ ადგილს, თუ ძველებურად ითამაშა.
1
ისრაელი, ბოსნია, ჩრდ. მაკედონია
Badri
უხ გენაცვალე...კარგი სადღერგძელო გამოგივიდა...
არსად არ შევიდეთ
ოღონდ უკრაინა არ შეგხვდეს და ვინც გინდა იყოს სხვა. განა იმიტომ რომ არ მინდა მოვიგოთ, არამედ პოლიტ შიზოფრენიის გამო
გულშემატკივარი
დიდი ხანია ვაკვირდები და კენჭისყრის წინ ქართველი გულშემატკივარი სულ ცდილობს რომ რაღაც იოლ გზას მიაგნოს და ნატრობს ჩვენზე და საერთოდ ყველაზე სუსტი გუნდები შეგვხდნენ რომ იოლად გავძვრეთ. რა დაგემართათ ძმებო ქართველები ვართ ჩვენ ვიღაც დედლები კი არა, სირცხვილია ასეთი მხდალობა და გაიძვერობა, სად არის ამაყი ქართული სული? დაე შეგვხვდეს ვისაც განგება გვარგუნებს და ჩვენი ჯვაროსნები ღირსეულად შეებრძოლებიან, თუ წავაგებთ მაგაზეც მადლობა ღმერთს უფრო გავძლიერდებით. თუმცა ცუდი პერიოდი დაგვიდგა გულს ნუ გაიტეხთ ძმებო მომავალი ჩვენია.... ისეც ხდება რომ არწივი ზოგჯერ მიწაზე დავარდეს მაგრამ ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს!
llcl
მასეთ ჯგუფში ბოლო ადგილზე გავალთ:)))
ვენდეტა
სანიოლი სანამ გვეყოლება მწვრთნელი, ჯგუფიდან ვერ გავალთ, ესაა რეალობა
გიორგი
ისრაელი ბოსნია საქართველო მაკედონია
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ