საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩი საუდის არაბეთთან საკონტროლო შეხვედრით და ამხანაგური შედეგით – 28-28 (14-13) დახურა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ, პირველი მატჩისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს B ნაკრები ათამაშა, ამჯერად მოედანზე უმთავრეს გუნდი გაიყვანა, თუმცა არა ოპტიმალური შემადგენლობის.

არ უთამაშიათ ვირუს გადატანილ გიორგი ცხოვრებაძეს და ერეკლე არსენაშვილს. რაც შეეხება საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს მაისში დაშავებულ ნაკრების კაპიტანს თეიმურაზ ორჯონიკიძეს, ის ჯერაც რეაბილიტაციას გადის და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო შეხვედრა იძულებითი ცვლილებებით ჩაატარა.

საუდის არაბეთთან მეორე შეხვედრა აგრესიული და დაძაბული გამოდგა. მთლიანობაში თამაში ბურთი ბურთში წავიდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მატჩის დასრულებამდე ათი წუთით საქართველომ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლო წამებზე შეგვეძლო გამარჯვებამდეც მიგვეყვანა საქმე, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო გიორგი დიხამინჯია, რომელმაც 15 (!) ბურთი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ქუვეითთან და ალჟირთან ორი ამხანაგური შეხვედრა ექნება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს მალმოში (შვედეთი), 17 იანვარს ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.

საქართველოს ნაკრები: რუხაძე, ლაპიაშვილი (3), ხელისუფალი, რუსტამოვი, ხარებაშვილი, არეშიძე (3), კბილაშილი (1), ზარნაძე, ცინცაძე, მამულაშვილი (1), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, კალანდაძე, გრიშიკაშვილი (1), გავაშელიშვილი (3), დიხამინჯია (15), მელიავა.

geohandball.ge

zaza
ხელბურთისგან ისე შორსაა ზოგიერთი როგორც მზე დედამიწისგან.
28 -დან 15 ?
ანუ ?! ეეჰ ...
alexandre
ნაკრების ყველა წევრს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს! ბეედნიერება და სიხარული არ მოგაკლოთ უფალმა! თქვენ კი გაახარეთ ჩვენი სამშობლო წარმატებით ევროპის ჩემპიონატზე!
ნიანგი ბაბანგიდა
არსად დაგეკარგოთ ირანი, აფრიკული და არაბული ქვეყნები. ჩინეთს მიაწექით, ჩინეთს!
უარი გითხრეს?
ჩანს, რომ როგორც ფეხბურთში, აქაც, ევროპული ქვეყნები აღარ გვეთამაშებიან ამხანაგურებს. ჰოდა გვიწევს მონღოლებთან და ტაილანდებთან თამაში. აი რა მოიტანა კურსის ცვლილებამ და ევროპის უარყოფამ. შესაბამისად შედეგიც იქნება ნული ჩემპიონატზე.
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ-მ თავისას მიაღწია - "ლანსთან" მატჩი გადატანილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა